ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ შეიძლება იყოს მონა?!

26-08-2020, 12:55

რას ფიქრობს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი  ამირან ქანთარია?!
სიტყვა  მონა საკმაოდ აქტუალურია, მისი თანამედროვე გაგება ფეისბუქის საკუთარი გვერდის საშუალებით  შეგვახსენა   ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა  ამირან ქანთარიამ : ,,ადამიანი  ღი რსების გარეშე  უსულო ხორცია  და  სრული გაქრობ ი სთვის  გახრწნა აკლია მხოლოდ.
ყველას არ ესმის, თუ რას ნიშნავს მონობა თანამედროვე გაგებით. ირგვლივ იმდენ მონას ვხედავ, რომ მეც მიკვირს. თანამედროვე მონები კი ასეთები არიან: მონად იწოდება ადამიანი, როცა უფროსის უკანონო ბრძანებას ან თუნდაც უკანონო თხოვნას უსიტყვოდ ასრულებს; მონად იწოდება ადამიანი, რომელიც ცრუ მოწმედ დგება, რათა მასზე გავლენის მქონე პიროვნებას ასიამოვნოს ამით კი წესიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრება დაუნგრიოს. ასეთ ადამიანებს ღირსება არ გააჩნიათ. ადამიანი კი ღირსების გარეშე ადამიანი არ არის, იგი უსულო ხორცია და სრული გაქრობისთვის გახრწნა აკლია მხოლოდ. საბოლოოდ მონა აუცილებლად ისჯება. თუ არ გინდა, რომ მონობაში ამოგხდეს სული, მაშინ შენც რაღაცას უნდა წარმოადგენდე, რისთვისაც სწავლაა საჭირო, განათლებაა საჭირო. ციცერონის თქმით: ,,ჩვენ კანონების მონები უნდა ვიყოთ, თუ გვინდა, რომ თავისუფალნი დავრჩეთ". თუ განათლების მიღების საშუალება არ გაქვს, კაცობის სწავლას ინსტიტუტი და უნივერსიტეტი არ სჭირდება, კაცობა/როგორცარაკაცობა ქუჩაშიც ისწავლება. გააჩნია რისკენ გამოიჩენ მიდრეკილებას ან რა გენის ხარ.” 
რატომ მომრავლდნენ უღირსებო ადამიანები და რამ გააღიზიანა დეპუტატი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ,,მონობის“ ფენომენი ისე გააქტიურდა, ლამის ცხოვრების დაუწერელ კანონადაც იქცა.  დაუწერელი კანონია ისიც, რომ დღეს ვერაფერს ისე ვერ მიაღწევ,  თუ სამსახურეობრივად შენზე მაღლა მდგომს  ყურმოჭრილ მონად არ დაუდექი. განათლება,.  საქმის სიყვარული და პროფესიონალიზმი მეორე ხარისხოვანი მცნებები გახდა.  არ შეიძლება არ დაეთანხმო ზემოთ აღნიშნულ პოსტს, რომელიც დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უფრო მეტიც, იგივე სოციალურ ქსელში მაამებელი და  არაფრისმთქმელი კომენტარებით საკუთარ ვალდებულებას  პარტიისა და კომკავშირის წინაშე, პირნათლად ასრულებენ საჯარო მოხელეები.  ხანდახან აღნიშნული კომენტარების წაკითხვაც შეიძლება შერცხვებს ადამიანს. მოკლედ, მონობა და პირფერობა მოდად იქცა. ლანჩხუთში,  ამ ჩვენს პატარა რაიონში,  მონობის უნიკალურ მაგალითებს  შეიძლება წავაწყდეთ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ.

მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 143
FACEBOOK კომენტარები