18 აგვისტოს, „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ლანჩხუთის საზოგადოებას ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა. შეხვედრა ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში გაიმართა და იმ პრობლემებს შეეხო რაც დღეს ადამიანებს რეალურად აწუხებთ. გოგორიშვილმა კოოლიციური მთავრობის შექმნას გაუსვა ხაზი.
ნამდვილი გურული, ვარ მართლაც ჩემი მტერი ჩავარდა ჩემს ყბაში, თუ რამე დავიწყე აუცილებლად ბოლომდებ მივიყვანო, განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა და ისიც დასძინა ,რომ თავად გურულია, თუმცა გურიაში პირველად იყრის კენჭს და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი ლანჩხუთში.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 149