ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა პოლიტიკურ ინტრიგებს უნდა ველოდოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის ლანჩხუთში და რომელ პარტიას რა შანსი აქვს?

12-08-2020, 11:45

 როგორც დანარჩენი საქართველო, ასევე ლანჩხუთიც ჩართულია წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ ვინ წარმოადგენს იმ პარტიებს ლანჩხუთში, რომელთაც საპარლამენტო მანდატ(ებ)ის აღების ყველაზე რეალური შანსი აქვთ. დავიწყოთ მმართველი პარტიიდან: ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახლავთ საკრებულოს მოქმედი თამჯდომარე ბესიკ ტაბიძე, იგი აქტიური კაცია და მუდამ აქვს ამბიცია, იყოს მეწინავეთა შორის, მართალია მას მშობლიურ თემში-ნიგვზიანში ხმების მიღება არასდროს უჭირდა, მაგრამ უცნობია როგორ გაართმევს თავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააგიტაციო საქმიანობას, ბოლო წლებში გოგი ფაცურია ხელმძღვანელობდა ამ საქმეს, რომელიც ამჟმად ჩამოშორებულია პოლიტიკურ საქმიანობას. ტაბიძეს აქტიურ დახმარებას უწევენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები, როგორც მაჟორიტარები, ასევე სიით გასულები. დიდი ალბათობით, მმართველ ძალას გაუწირდება სასურველი შედეგის ჩვნება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობას ეკონომიურად უჭირს, შეწუხებულია ქვეყანაში გამეფებული კრიმინალით, თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის წასული ემიგრაციაში, რათა ოჯახი არჩინოს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ოცნება მესამე წრეზე წასვლას და მაში რა როლს ითმაშებს ლანჩხუთი. ჯერჯერობით უცნობია, ჩოხატაური-ლანჩხუთის მოქმედი დეპუტატი-ნინო წილოსანი რა დოზით ჩაერთვება წინასაარჩვნო კამპანიაში და რა დახმარებას გაუწევს ოცნების კანდიდატს ვასილ ჩიგოგიძეს.
ჩვენი პროგნოზი: ლანჩხუთში ,,ქართული ოცნება“ იმაზე დაბალ პროცენტს აიღებს, რასაც გასულ წლებში ღებულობდა, მაგრამ იმაზე მეტს, ვიდრე ოპოზიცია ვარაუდობს. ალბათ, მმართველი პარტია ლანჩხუთში 40% მდე აიღებს. გაერთიანებული ოპოზიცია ლანჩხუთში ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება. აქ წამყვანი ფიგურა გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ლანჩხუთის ექსგამგებელი კახა ასკურავა იქნება, რომელსაც ლელა ჩახვაძე, სოსო ჩხაიძე, გივი ცინცაძე, ირმა მგელაძე, ზურა ებრალიძე და სხვები დაეხმარებიან. საინტერესო იქნება, გია გოგუაძე ჩაერთვება თუ არა მარათონში, როგორც იცით იგი პოლიტიკიდან წასულია, თუმცა გამორიცხული არაფერია. გამომდინარე იქედან, რომ წინა ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, მათ მიმართ ინტერესი დიდია, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. ლანჩხუთში შტაბს გამოცდილება არ აკლია, არც თანამდებობები წინა ხელისუფლების დროს, აე რომ, დიდია ალბათობა იმისა, რომ კარგად იმუშაონ.
ჩვენი პროგნოზი: სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ლანჩხუთელი ხუთიანები, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად 23-25%-ის ფარგლებში აიღებენ.
,,ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაცია განსხვავებულ შედეგს დებს, ვიდრე თავად პარტია ქვეყნის თუ დედაქალაქის მასშტაბით, განსხვავება კი ლანჩხუთლი ევროპელების სასარგებლოდაა. ალბათ, აქ კონკრეტული პიროვნებები და შემდგომ მათი ხარისხიანი მუშაობა განაპირობებს ამას. ტრადიციულად, რამაზ გვარჯალაძე, ირაკლი მარშანიშვილი, ამირან გიგინეიშვილი, ბესო დოლიძე და სხვები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. გურიის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი გორგაძე და მისი მეგობრებიც აქტიურად ჩაბმული წინასაარჩევნო კამპანიაში მთელი გურიის მასშტაბით და ეს დამატებით ძალას წარმოადგენს. რამაზ გვარჯალაძე დიდი ხანი არ არის რაც პოლიტიკაშია, თუმცა თავისი ნიშა უკვე შექმნა და ავტორიტეტს წარმოადგენს. საგულისხმოა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი მარშანიშვილის აქტიური მუშაობა და კარგი შედეგი, განსაკუთრებით მშობლიურ ჩოჩხათში, რომელიც დიდი თემია.
ჩვენი პროგნოზი: ალბათ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ევროპული საქართველოს“ ხმები ლანჩხუთში დიდად არ გაექცევა ერთმანეთს.
რაც შეეხება ,,ბურჯანაძე-დემოკრატებს“, ლანჩხუთში ამ მხრივ ყველაზე საინტერესო სიტუაციაა. ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ცოლ-ქმარი, ექიმი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ნონა მურვანიძე, ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი უფროსი გია გურგენაძე, იმ იშვიათ ადამიანებს წარმოადგენენ, რომლებიც არასდროს გამდგარან პარტიიდან გვერდზე და მეტიც, ვერავინ მოახერხა მათი ჩანაცვლება პირველობიდან. მოგეხსენებათ, ნინო ბურჯანაძის მისი პარტიის ბოლოდროინდელი რეიტინგები მათთვის სახარბიელო ვერ იყო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით პარტია გააქტიურებას და ხალხისთვის თავის შეხსენებას აპირებს, რისი რესურსიც ნამდვილად აქვთ. გურგენაძე-მურვანიძე რომ მშვენიერი ტანდემია საბრძოლო განწყობისთვის, ფაქტია!
ჩვენი პროგნოზი: ძალიან რთულია, თუნდაც მიახლოებითი ციფრის დაწერა ახლა, ვინაიდან პარტიას წინ დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი და ამის მერე გამოიკვეთება კონტურები.
,,ლელოს“ დანფუძნებლებმა ლანჩხუთშიც გახსნეს ოფისი, რომლის ხელმძღვანელად იური კუპრაძე დანიშნეს, ხოლო მას დახმარებას გოჩა ჯანაშია გაუწევს. თავდაპირველად, საუბარი იყო ნიკა ვადაჭკორიას კანდიდატურაზე, საბოლოოდ კუპრაძეზე გააკეთეს არჩევანი, რა მოხდა უცნობია. რა თმა უნდა, ამ პარტიას ექნება თავისი კვოტა პარლამენტში, თუნდაც ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ რთულია კონკრეტული შედეგის პროგნოზირება. დავით უსუფაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, ადგილობრივი ,,ლელოელები“ დახმარებას რომან ბიწაძესაც თხოვენ, თანხმობის შემთხვევაში ეს მეტ ინტრიგას შესძენს წინასაარჩევნო კამპანიას.
ჩვენი პროგნოზი: ლანჩხუთელი ამომრცეველი ცოტათი განსხვავდება სხვა ამომრჩევლისგან, აქ ,,ლელოს“ ფურორის მოხდენის იმედი არ უნდა ჰქონდეს!
,,ლეიობორისტულ პარტიას“ წლებია თავისი ამომრჩეველი ჰყავს ყველგან. ლანჩხუთში მათი წარმომადგენელი კვალიფიციური, პატიოსანი და ჭკვიანი კაცი-ტარიელ კალანდარიშვილია. მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა, საეჭვოა რაღაც განსაკუთრებული რაოდენობის ხმა აიღონ მშრომელებმა ლანჩხუთშიც.
საინტერესოა, ვინ ეყოლება და ეყოლება თუ არა საერთოდ  წარმომადგენელი ლანჩხუთში გიორგი ვაშაძეს(სტრატეგია აღაშენებელი), მიუხედავად მისი პიროვნების ქარიზმატულობისა, ლანჩხუთში ხმების დიდ რაოდენობას არ უნდა ელოდოს.
,,პატრიოტთა ალიანსის“ გეგმებიც უცნობია ლანჩხუთში, თუმცა ამ პარტიის მიმართ ინტერესი დღითიღე კლებულობს და ისინიც ,,წვრილფეხობაში“ გადიან.
მხრდამჭერთა რაოდენობა გაზარდა ,,გირჩმა“ ლანჩხუთშიც. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის მთავარი ,,გირჩი“ ვახტანგ ზენაიშვილი, პარტიული სიის მერვე ნომერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს მცირე თეორიული შანსი იმისა, რომ ზენაიშვილი პარლამენტში ვიხილოთ.
როგორც წაიკითხეთ, ჩვენი ვარაუდით ლანჩხუთში 80-85% -ს სამი ძირითადი პარტია, ერთი მმართველი, ხოლო ორი ოპოზიციური აიღებს. 
თუმცა, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, დაველოდოთ ოქტომბერს!
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 149
FACEBOOK კომენტარები