„გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ საპარლამენტო სიის პირველი 10 პოლიტიკოსი წარმოადგინა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩის“ პარტიული სიის ათულის შერჩევისას მონაწილეობა მიიღო 5 ათასზე მეტმა ადამიანმა.
„ჩემი აზრით, თუ ჩვენ ამ სიით შევალთ პარლამენტში, „გირჩს“ ეყოლება საუკეთესო წარმომადგენლები სხვა პარტიებთნ შედარებით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. მე შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ“,-განცხადა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ პარტიული სიის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; ჰერმან საბო; იაგო ხვიჩია; ვახტანგ მეგრელიშვილი; გია ჯაფარიძე; ალექსანდრე რაქვიაშვილი; ლევან ჯგერენაია; ალექსანდრე სანდრო თარხან-მოურავი; ამირან ტორონჯაძე; გიორგი ლომინაძე.
ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ საპარლამენტო სიის პირველი 10 პოლიტიკოსი წარმოადგინა
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 269