ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რაში დასჭირდა ,,ქართულ ოცნებას” ჩიგოგიძის კვლავ გადეპუტატება? ანუ რა არის აქსიომა დღევანდელ რეალობაში?!

რაში დასჭირდა  ,,ქართულ ოცნებას”  ჩიგოგიძის  კვლავ გადეპუტატება? ანუ რა არის აქსიომა დღევანდელ რეალობაში?!
26-07-2020, 14:39


რაში დასჭირდა 
,,ქართულ ოცნებას”  ჩიგოგიძის
 კვლავ გადეპუტატება?
ანუ რა არის აქსიომა დღევანდელ რეალობაში?!
,,ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი ,,პანდორას სკივრიდან“ ამოიღო, ასე ხუმრობენ  ,,ოცნების“ მიერ გურიის საარჩევნო ოლქში დასახელებულ  კანდიდატზე. წინსაარჩევნოდ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონი ნინო წილოსანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,,ოცნებამ’’ მისი დასახელება რატომღაც გადაიფიქრა. ქალბატონი ნინო წინა არჩევნებში შუა ნაწილიდან ჩაერთო, მაშინდელი კანდიდატი ჭკუასელი შეცვალა, თუმცა მან მაინც მოახერხა ამომრჩევლის გულის მოგება. არც ის არ არის ახალი ამბავი, რომ  სახელისუფლებო რესურსი კარგად გამოიყენა.წილოსანის  დამსახურებად ისიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე გახლდათ საკმაოდ კომუნიკაბელური და ლანჩხუთში ბევრი მიესალმებოდა მის დასახელებას მომავალ არჩევნებში.  ნინო წილოსანის  დეპუტატობის პერიოდში ყველაზე ცუდ ფონად,  ამომრჩეველმა შეიძლება  გახმაურებული თემა  ,,მაჟორიტარების ბოიკოტი“  აღიქვას. რაც შეეხება ვასილ ჩიგოგიძეს, მისი დასახელების შემდეგ გურიაში ბევრი სახტად დარჩა.  ჩიგოგიძე გახლავთ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008);
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი (2004-2008); საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრი (2004-2008);
რამდენად შეავსებს იგი ხმებით ,,ოცნების“ საარჩევნო ყულაბას, მის მარიფათზეა დამოკიდებული, თუმცა სადეპუტატო სკამს რომ ნაამდვილად ,,შაამსებს“ ადვილი მისახვედრია. იმასაც ამბობენ, რომ ,,ოცნების“ ქოლგის ქვეშ ყოფნა ჩიგოგიძეს საკმაოდ ძვირი დაუჯდაო.
გავრცელებული ინფორმაციით, წინა არჩევნებში  რკინიგზის ყოფილ შეფს, აკაკი ჩხაიძეს,   მისი ყოფილი მოადგილე და ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაეხმარა, თუმცა იგი ნინო წილოსანთან დამარცხდა.
ვინ არის ვასილ ჩიგოგიძე?! მისმა სახელმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ სკანდალურად გაიჟღერა ქართულ მედიაში:
,,2012 წელს ჩიგოგიძე წინასაარჩევნოდ ნაციონალების მხარდასაჭერად მუშაობდა გურიაში და მას ეს რჩევნები მილიონები და¬უჯდა.“  _ წერს  ერთ-ერთი გამოცემა.
ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, ვასილ ჩიგოგიძე და რამაზ ნიკოლაშვილი სკანდალურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამაზე თითქმის ყველა გამოცემა წერდა,  ერთ ნავში მსხდომნი ვასილ ჩიგოგიძე და რამაზ ნიკოლაიშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულიც  თავიდანვე ყოფილან.
ასევე წერენ სხვადასხვა გამოცემები იმაზე, რომ  ჩიგოგიძე ერთ-ერთი ფიგურანტი ყოფილა ,,ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემაში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს.  
რაში დაჭირდა ,,ქართულ ოცნებას“ ჩიგოგიძის კვლავ გადეპუტატება? გამოდის, რომ ,,ოცნებამ“ საკუთარი რესურსი  ამოწურა. მეორე მხრივ თუ ჩავთვლით იმას, რომ ბიზნესმენების  გამოყენება არჩევნებში ნაცმოძრაობის მიერ აპრობირებული ხერხია და მას ,,ქართული ოცნებაც“ წარმატებით იყენებს, მივადგებით იმ აზრს, რომ ბიზნესმენი მუშაობს საკუთარი თავისთვის,  პოლიტიკა მისთვის აბსოლუტურად ზედმეტია, მაგრამ იძულებული ხდება მოერგოს დროს და პირობებს. ეს აქსიომაა დღევანდელ რეალობაში.


ავტორი: ჰო და არა
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 015
FACEBOOK კომენტარები