,,ჰო და არას"ინფორმაციით, ორშაბათს 25 დეკემბერს, დღის 11:00 საათიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იკრიბებიან კობა მირზაშვილის მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, საქმე ეხება საფეხბურთო კლუბ ,,გურიას"ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მირზაშვილის მიერ ჩამოყვანილი ინვესტორების შეთავაზებულ პირობებს საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა მოწონებით შეხვდა. მაგრამ, მერი ალექსანდრე სარიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, მისი თქმით ეს საკითხი კვირიკაშვილისა და კობიაშვილის დონეზე წყდებოდა, ხოლო კობა მირზაშვილი მიუღებელი იყო გარკვეული პიროვნებებისათვის. ამის შემდეგ, განაწყენებულმა უკრაინელმა ინვესტორებმა ქვეყანა დატოვეს, თუმცა არ გამორიცხეს მირზაშვილს მაინც დახმარებოდნენ. კობა მირზაშვილი აცხადებს, რომ მას აქვს მორალური უფლება ჩაიბაროს, ,გურია", ის თავის მხრივ გაოცებულია იმით, თუ რატომ გაუკეთა სარიშვილმა იგნორი. თუმცა, ის არ აპირებს ფარ-ხმალი დაყაროს და ხვალ 11:00 საათიდან გულშემატკივრების შეკრებას იწყებს, რათა როგორც ის ამბობს, სამართლიანობა აღადგინოს. შეგახსენებთ, რომ ეს არის, ,ჰო და არას" წყაროს ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ სანდოა.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 048