ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დიდი გაურკვევლობა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით

დიდი გაურკვევლობა სტიქიით  დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილ  თანხასთან დაკავშირებით
8-09-2017, 00:00

თემურ ალექსაიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჭყონაგორელი ირინა ორმოცაძე კვლავ ვერ მოხვდა დაფინანსებულთა სიაში. ალექსაია ამ საკითხს კიდევ რამდენჯერმე მიუბრუნდა სხდომის მიმდინარეობისას.თავის მხრივ ჯუმბერ ბლაგიძე დათანხმდა კომისიის მოწვევას და ყველაფრის გარკვევა დაანონსა. მანვე დაამატა, რომ სტიქიამ სუფსის თემში ოთხ ოჯახს მართლა მიაყენა ზიანი და ამაზე პასუხისმგებელი თვითონაა. მაცაცო ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ ის თანხა, რომელიც სამკურნალო-საოპერაციო ბიუჯეტს ჩამოაკლდა, წინასაარჩევნო პერიოდს არ მოხმარდება. ექიმმა და დეპუტატმა, ნონა მურვანიძემ ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას, რომ ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსულ 844 განცხადებიდან პასუხი დადებითად გაეცა მხოლოდ ნახევარს მთელი წლის განმავლობაში, ,, საინტერესოა სად იყავით მანამდე, ან ახლა რა კრიტერიუმებით შეარჩევთ დასახმარებელ ოჯახებს“- დასძინა მურვანიძემ. ამ კითხვებს უპასუხა გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა. მისი თქმით, სამკურნალო-საოპერაციო ხარჯვითი ნაწილისთვის გამოყოფილი თანხიდან 50 000 ლარი არის აუთვისებელი და ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ის, რომ ამ თანხის ნაწილი ერთჯერადი დახმარების მთხოვნელებს მოხმარდეს.ამის შემდეგ კვლავ სტიქიის თემას დაუბრუნდნენ დეპუტატები. შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა ისაუბრა სტიქიის ნამდვილობაზე, მან განაცხადა, რომ იმ ღამით იმყოფებოდა სუფსა-ურეკის ტერიტორიულ მონაკვეთზე და ნამდვილად წარღვნა იყო. თითქმის ანალოგიური იყო მერობის კანდიდატის, ალეკო სარიშვილის განცხადება, მან აღნიშნა, რომ ჩოჩხათში ძლიერ სტიქიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი. ნინოშვილის დეპუტატი დავით ჩხარტიშვილი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი სოფლის მაცხოვრებლები არ აღმოჩნდნენ დაფინანსებულთა რიგებში. ,,მეტი რა სტიქია უნდა დაგვატყდეს თავს, მთა მოსკდა მთლიანად, მაინტერესებს რატომ არ შეიტანეს სიაში ნინოშვილის თემში დაზარალებული ოჯახები, ვიცოდი რომ უნდა დაგვხმარებოდნენ, რა შეიცვალა“- უკვირდა ჩხარტიშვილს. ნონა მურვანიძემ დაამატა, რომ ტარიელ მურვანიძეს განუცხადეს, ეს წვიმა სტიქიასთან არ არის გაიგივებული და ვერ დაგეხმარებითო. მან ამ ადამიანის პრობლემის შესწავლაც მოითხოვა. ყველანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა შედგეს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, სადაც სიმართლე გაირკვევა. თორნიკე ჯიჯიეშვილიპ.ს მეორე დღეს გამართული ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომის პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატების საყურადღებოდ!ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება. ჩვენი რედაქცია მზადაა აქტიურად დაგიჭიროთ მხარი წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.ჩვენ მივიტანთ თქვენს სათქმელს თითოეულ ოჯახამდე, თითოეულ ამომრჩევლამდე. გწამდეთ: ჩვენი გამოცდილება, თქვენი წარმატების საწინდარი გახდება.გჯეროდეთ: თქვენი გამარჯვების გზა გადის, ჩვენთან თანამშრომლობაზე.გახსოვდეთ: 18 წელია ყველა გამარჯვებული აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან!ვითანამშრომლოთ, ახალი გამარჯვებებისათვის!

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა