ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდება, საშუალო ფენა სიდუხჭირეს იგრძნობს

1-09-2017, 00:00

ცხადია, ეს არ არის გლეხების ან თუნდაც რომელიმე უწყების ბრალი. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში პრობლემა უამინდობამ შექმნა. გაზაფხულზე ყინვისა და ხშირი წვიმის გამო ხეხილის ბაღები და ბაღჩეული ერთიანად დაზიანდა, რასაც ზაფხულზე გვალვაც დაემატა.ადგილობრივი პროდუქტის არსებული მარაგი მალე ამოიწურება და იმპორტის საჭიროება ახალ წლამდეც დადგება. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ზამთარი დადგება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.დასავლეთ საქართველოში თხილი თითქმის განადგურდა, კარგი პირი არც სიმინდს უჩანს. ბოსტნეული ცოტაა და არც ხილი გამოირჩევა უხვმოსავლიანობით. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი დეფიციტია დასავლეთ საქართველოში. ხალხი შიშობს, რომ უკვე გაძვირებული საქონელი სამომავლოდ შეიძლება აღარც გაიაფდეს. მალე ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოიწურება და იმპორტის საჭიროება ვადაზე ადრე დადგება.რაც შეეხება ფასებს, ერთადერთი, რაც აგრარულ ბაზრებში შედარებით იაფი ღირს, კარტოფილია. 1 კგ-ის ფასი, საშუალოდ, 0,60-0,80 ლარია. ამავე რაოდენობის 1 კგ ხახვის ფასი 1 ლარის ფარგლებშია, ნიორი - 4-5 ლარი ღირს. ხილი 1 ლარზე ნაკლები აღარსადაა, ლობიოს ფასი 5 ლარამდეა, ხოლო 1 კგ ყველი 7-8 ლარის ნიშნულს არ სცილდება. ფასმა თითქმის ყველა დასახელების თევზზე მოიმატა, ქართული კალმახი 12 ლარამდე ღირს.აგროსასურსათო დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული პროდუქტი უკვე დეკემბრიდან დეფიციტური იქნება და მომხმარებლებს მათი პოვნა უფრო და უფრო გაუჭირდებათ. სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტი საკმაოდ ძვირია, რაც უფრო მეტად მარაგის ამოწურვის პრობლემაა. რამდენიმე თვეში ადგილობრივი თითქმის აღარაფერი შემოგვრჩება, მცირე ოდენობით კარტოფილისა და ციტრუსის გარდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. იმის გამო, რომ ადგილობრივი პროდუქტი 3-4 თვეში იწურება, თავიდან ბოლომდე იმპორტზე ვრჩებით დამოკიდებული, -ამბობს კოღუაშვილი და დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც იმპორტის მოჭარბებაა ქვეყანაში.საჭიროა ქართული წარმოებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. ვერ იქმნება ის სტიმული, რაც წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს. აგრარული შრომის ავტორიტეტი დაეცა, რის გამოც სოფლად ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. სოფლად, პრაქტიკულად, არაფერი ხდება და ვითარება რთულია. ეს უნდა გაიგოს სახელმწიფომ და სოფლის მეურნეობის განვითარებას მეტად უნდა შეუწყოს ხელი.გლეხს, რომელსაც ჩამოაქვს თავისი პროდუქცია დედაქალაქში, აღარც გარე ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს და არც ბაზარში დგომის საშუალება. ამიტომ პირდაპირ გადამყიდველებთან უწევს ურთიერთობა. ამის გამო უშუალოდ მომხმარებლამდე ბევრად ძვირად მიდის საკვები. როცა ზაფხულში ფასები ასეთი მაღალია, ძალიან მძიმე ზამთარს უნდა ველოდოთ.მიუხედავად იმისა, რომ იაფი სეზონი დაიწყო, საქართველოში ყველა სიძვირეზე საუბრობს. ზაფხულში ასეთი მაღალი ფასები მოსახლეობაში მომავალი ზამთრის შიშს აჩენს. როცა იაფ თვეებში პროდუქტი თვალშისაცემად ძვირია, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა იქნება 3-4 თვის შემდეგ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ზაფხულში ასეთი ფასი, დიდი ხანია, არ ახსოვთ.ყველაფერი გაძვირებულია უამინდობისა და საწვავის მაღალი ფასის გამო. სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება ფასის ზრდა. ახლა არ მაქვს ნორმალური ვაჭრობა და მერე წარმოდგენაც კი მიჭირს, რა იქნება, - აცხადებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელ.ვაჭრების ინფორმაციით, სურსათის მორიგი გაძვირება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება და ეს პროცესი მთელი ზამთრის განმავლობაში გაგრძელდება. სამომხმარებლო ბაზარზე ბოსტნეულით ვვაჭრობ. შარშან მთელი ზაფხული ვიმუშავეთ ისე, რომ ფასი არ შეგვიცვლია, ამ მხრივ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება იყო. ახლა ყველაფერი ძვირია, ცოტათი იაფია პომიდორი. ცხადია, ხალხი უკმაყოფილოა, რაც გაყიდვის მაჩვენებელზეც აისახა. კლიენტებს პროდუქტის არათუ მომარაგება, მცირე რაოდენობითაც კი უჭირთ ყიდვა, - ამბობს ერთ–ერთი მოვაჭრე..ეკონომიკის დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ საქართველო ძირითადად თურქული პროდუქციის გასაღების არეალია, მწირი და ძვირი ქართული პროდუქცია კი მას კონკურენციას ვერ უწევს.ჩვენ თურქული პროდუქციის გამსაღებელი ქვეყანა ვართ და იმპორტირებული პროდუქციის იმედად უნდა ვიყოთ ამ ზამთარშიც. მაღალი ფასის გარდა, ქართული აგრარული პროდუქტი დეფიციტურიც იქნება. უამინდობისა და სტიქიის გამო ადგილობრივი საქონელი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევს.ძალიან ძვირი ზაფხულია. თითქოს ამ პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე სიიაფე უნდა იყოს, მაგრამ ეს არსად იგრძნობა. სამწუხარო ისაა, რომ ფასების ზრდა ყველაზე მეტ პრობლემას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას შეუქმნის. ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდება, საშუალო ფენა სიდუხჭირეს იგრძნობს.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები