თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას (ბაღლინჯოს) შემოტევის გამო შექმნილია ფორს მაჟორული სიტუაცია. მწერმა ჯერ კიდევ 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. მიმდინარე წელს კი, თხილის გარდა, ბაღლინჯო უკვე აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს. განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების შედეგად წელს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
რადგან ფართობების დაგვიანებით შეწამვლის ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო, მოსახლეობა არა მხოლოდ თხილის, არამედ შესაძლოა სიმინდის მოსავლის გარეშე დარჩეს, რომელსაც ბაღლინჯო უკვე მასიურად შეესია. ამიტომ, გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, მოვითხოვთ თქვენგან და შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან სასწრაფოდ შემუშავდეს ღონიეძიებათა გეგმა და მასობრივად დამუშავდეს ფართობები, რომ მოსახლეობა საერთოდ არ დარჩეს საარსებო წყაროს გარეშე.
ამირან გიგინეიშვილი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
მერობის კანდიდატი
ირაკლი მარშანიშვილი
„ევროპული საქართველოს“
ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის წევრს, ლანჩხუთი - ჩოხატაურის მაჟორიტარს ქალბატონ ნინო წილოსანს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდომარეს ბატონ გიორგი ხელაძეს
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 800