"თაფლის ფესტივალი" პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსიქორფსის” მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალმა უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად ტარდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: განვითარების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე, მოადგილე შოთა ფირცხალაიშვილი,საგარეო-ურიერთობათა განყოფილების უფროსი ლევან კილაძე, კოოპერატივ თანამედროვე მეფუტკრეობის წარმომადგენელი მამუკა იმნაძე. გელა ზოიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს გააცნო ლანჩხუთის კოოპერატივების მიღწევები, მეფუტკრეების წარმატებები, გურიაში მიმდინარე სიახლეები სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ. ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭარო-სამრეწველო პალატასთან ერთად იგეგმება დარგის განვითარებისათვის და ახალი საწარმოების შესაქმნელად. ბატონმა ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მონაწილე სტუმრებს და სამომავლო ღონისძიებებზე მიიწვია
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0