ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`კიდევ ერთმა ქართველმა, გურულმა, მოსწმინდა ნამუსი საქართველოს და მოიხადა მისი კაცური ვალიც~

`კიდევ ერთმა ქართველმა, გურულმა, მოსწმინდა ნამუსი საქართველოს და მოიხადა მისი კაცური ვალიც~
15-05-2017, 00:00

უკვე წლებია ჩვენს მეგობარ უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, რამდენიმე ქართველი უკვე დაიღუპა აღნიშნულ ბრძოლაში. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მეომარი დაეცა გმირულად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში _ ქართული არმიის მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსის მკვიდრი დავით სიხარულიძე. გავრცელებული ცნობით, სიხარულიძე უკრაინის მხარეს მოხალისედ აიდარის~ ბატალიონში იბრძოდა. ლანჩხუთის მხედრიონის~ ყოფილი თავკაცი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, არჩილ ხოფერია სუფსელ მეომარზე წერს: ამ ბოლოს სულ მოგონებების წერა მიწევს.. იმედია ოდესმე გამარჯვებაზეც დავწერ ამათი სულების გასახარად.. კიდევ ერთმა ქართველმა, გურულმა, მოსწმინდა ნამუსი საქართველოს და მოიხადა მისი კაცური ვალიც პირადი იმ ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვინც მასთან ერთად იბრძოდა. დავითი სულ პატარა ბიჭი იბრძოდა გვარდიაში აფხაზეთში. მისი ბიძა და ბიძაშვილი ბათლომე კომახიძე და გოგიტა კი ჩემთან ერთად. სამწუხაროდ, ომი აფხაზეთის დაცემის შემდეგაც გაგრძელდა – უკვე სამოქალაქო ომის სახით. დავითიც როგორც გვარდიელი ამ დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა. დაჭრილი 3 მეგობართან ერთად ტყვედ ჩავარდა. იმ სამს სამწუხაროდ კლავენ, ამას ეკითხებიან – სადაურია? პასუხობს, რომ ლანჩხუთელია. მერე ეკითხებიან თურმე მეგრული კილოთი – არჩილას იცნობ ხოფერიას?! რა უნდა ეპასუხა პატარა 18 წლის ბიჭს, რომელსაც მეგობრები იქვე მოუკლეს და თვითონ დაჭრილია? არა – პასუხობს – არ ვიცნობ. რას იტყუები ბიჭო, არჩილას როგორ არ იცნობ? აგინებენ. ავტომატის კონდახიც მიაყოლეს და თავი დაანებეს ( არადა მართლა არ მიცნობდა პირადად)... იმის მერე ბევრ ცეცხლში გაიარა სამშობლოსთვის და ბოლოს უკრაინის მიწაზე დაუღამა უფალმა. ეხლა კი უკვე იქაა მის ფეხებთან ძმების გარემოცვაში. იმედია, როცა ჩვენთვისაც დაღამდება, ასე ვალმოხდილები მიუვალთ უფალსაც და მათაც...~ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტის ინფორმაციით, დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან დაიღუპა. კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი გმირულად დაეცა დონბასში. დავით სიხარულიძე ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. 2015 წლამდე ის მაიორი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და "აიდარის" წევრი გახდა. ის სოფელ ნოვოლუგანსკთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა. უკვე სათვალავი ამერია, მერამდენე ქართველი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. ასეულობით ქართველი ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის დასაცავად ბრძოლას. უკრაინის პრეზიდენტის მიერ საზეიმოდ დადებული ფიცის მიუხედავად, არცერთს არ მიუღია უკრაინის მოქალაქეობა. ამის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასაცავად ბრძოლას და იღუპებიან კიდეც, ისევე, როგორც 34 უკრაინელი დაიღუპა აფხაზეთში, ხოლო ბევრმა, მათ შორის გიორგი ღონღაძემ, იქ ჭრილობა მიიღო. იბრძვიან რა უკრაინაში, ქართველები უკრაინელ გმირებს ვალს უბრუნებენ. ისინი თავისუფალი საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ ამავდროულად, უკრაინას თავიანთ მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ. შემთხვევითი არაა, რომ უცხოელებს შორის უკრაინაში დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ქართველია. დაე, მსუბუქი იყოს მათთვის უკრაინული მიწა...", - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, უკრაინაში დავით სიხარულიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი პირადად დაესწრო. ჰო და არა~ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს ლანჩხუთელი მებრძოლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მშობლებს, ოჯახს, დედმამიშვილებს და ახლობლებს.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა