ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გუგა ივანაშვილი ევროპის ჩემპიონია

გუგა ივანაშვილი ევროპის ჩემპიონია
15-11-2016, 00:00

სადაც სხვადასხვა ქვეყნის არაერთი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი, ლანჩხუთელმა გუგა ივანაშვილმა 16 წლიანებში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მთლიანობაში გურულ კარატისტთა აქტივში ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ხუთიც ბრინჯაოს მედალია. ევროპის მასშტაბით, მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის პრიოზიორები გახდნენ ზურა ბერიძე, მერაბ ლომაძე და ნიკა დარჩია. ჩვენებურთაგან მესამე შედეგი აჩვენეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ლაშა ჩხაიძე, საბა კვიჭიძე, ბათა დუმბაძე, გიორგი მამინაიშვილი და გიორგი ზენაიშვილი. რაც შეხება გუნდურ მაჩვენებელს, აქ გურულმა კარატისტებმა მეორე ადგილი დაისაკუთრეს და შესაბამისად, ვერცხლის მედალსაც დაეპატრონენ. ცნობისთვის, გასულ წელს იმავე რანგის ტურნირზე, რომელიც თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა, გუგა ივანიაძე 14-15 წლიანებში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მან მაშინ მხოლოდ ნახევარფინალი დათმო. კარატე–დოს გურიის რეგიონული ფედერაციის ტავკაცის მერაბ თურქიას თქმით, – ეს მიღწევა ორმაგად სასიხარულო და საამაყოა იმ პირობების გამო, რომელშიც ლანცხუტელ სპორტსმენებს უწევთ მომზადება. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს. ახალბედებმაც გამოიჩინეს თავი და რამდენიმე მედალი მათ ანგარიშზეც არის. გუგა ივანაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერია და ევროპის პირველობის მოგება შეძლო. მადლობა მინდა გადავუხადო ლანჩხუთის სპორტულ ცენტრს გაწეული დახმარებისთვის. აქვე მინდა ერთი რამ დანანებით აღნვნიშნო, უფრო მეტი შედეგი გვექნებოდა, მაგრამ სპორტსმენებმა ჩემპიონატზე წამოსვლა ვერ შეძლეს. ამის მიზეზი პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად საჭირო საწევრო გახლდათ. ზოგიერთის ოჯახმა შეძლო ეს და ზოგის ვერა. ცალკე თემაა ის პირობები, რომელშიც ჩვენს გვიწევს მუშაობა. დარბაზში არ გვაქვს პირობები, რომ სპორტსმენმა ივარჯიშოს, ან ვარჯიშის შემდეგ გამოიცვალოს ნორმალურად. ახლა ზამთარი კარს მოგვადგა და გათბობაც არ მუშოაბს დარბაზში. მალე ბიუჯეტის განხილვა მოხდება, სადაც პრიორიტეტებზე იქნება საუბარი. მგონი კარატისტებს კი გვაქვს ის შედეგი, რომ ჩევნი დაფინანსება გაიზარდოს. თხოვნა მექნება ყველასთან, რომ ყურადღება გვჭირდება, რათა პირობები გავიუმჯობესოთ~. _ გვითხრა მერაბ თურქიამ.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები