ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ექს-პირველმა მოადგილემ, ვახტანგ ზენაიშვილმა, რომელსაც სასამართლო დავა აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთში მოქმედი გაზეთების ჟურნალისტებთან საქართველოს უზენაესმა სასამართლოს განჩინება გაასაჯაროა. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმდინარე წლის ხუთი თებერვლით დათარიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც თავის დროზე არ გაიზიარა ლანჩხუთის გამგებლის მტკიცება, რომ თითქოსდა მას ჰქონდა უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაეთავისუფლებინა მისი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 22 სექტემბერით თარიღდება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. „ყველა სასამართლო ინსტანციამ გამგებლის ბრძანება ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არაკანონიერად ცნო და მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლის დასაბუთება, რაც გამგეობამ ვერ გააკეთა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ ქონდა უფლება საფუძვლის გარეშეც გაეთავისუფლებინა თანამშრომელი. არადა, როგორც პირველადი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ დეტალურად ახსნა თუ რატომ არ ჰქონდა გამგეობას უფლება საფუძვლის გარეშე თანამშრომლი გაეშვა. იმედს ვიტოვებ, რომ გამგეობა არ დაადგება ძველ მცდარ გზას და სამართლიანობას აღადგენს“, - ამბობს ზენაიშვილი, რომელიც სამართლიანობის აღდგენაში მის თანამდებობაზე აღდგენასა და გაცდენილი 17 თვის ხელფასის ანაზღაურებას გულისხმობს, რომელიც საერთო ჯამში 23800 ლარია. `პირველ რიგში, მე ვიბრძოდი სამართლიანობის აღსადგენად, შემდეგ ვითხოვ ნაცდურის ანაზღაურებას. ვაპირებ დაბრუნებას და არც გაბუტული ვარ არავისზე. ჩვენს საქმიაონობას განსაზღვრავს თვითმმართველობის კანონი და მე არასდროს მიმიღია ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო უკანონო. 2015 წლის 21 მაისს გამოიცა ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. 17 თვე ვიბრძოლე იმისთვის, რომ გამოცემული ბრძანება უკანონოდ ეცნოთ. ცოტა გასაკვირიც კი არის, რომ ერთწინადადებიანი ბრძანების განხილვას, კანონიერია თუ არა ის, ამდენი დრო რომ სჭირდება. როცა უზენაეს სასამართლომდე მივიდა საქმე, თებერვალი იყო. დრო გადიოდა, ვიკითხე, როდის განიხილავდნენ ჩემს საქმეს. ასე მიპასუხეს, რომ უზენაესში ბევრი საქმეა შესული და ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ამაშინ ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ლაფსუსი. თუ მოსამართლე არ გყოფნის, მაშინ უნდა დაამატო და 15 მილიონი ლარი არ უნდა გქონდეს გამოყოფილი ნარკოტესტისთვის შარდის ანალიზის ჩასაბარებლად~ _ აცხადებს ზენაიშვილი. გამგებლის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ გამგეობა დროში გაწელვის ტაქტიკას არ აირჩევს. რაც შეეხება მის მუშაობას ურუშაძის მოადგილედ, ზენაიშვილი ამბობს, რომ ეს ბატონი ზაზას ასარჩევია: `მისი არჩევანია, შეუძლია წავიდეს სახლში~. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგებლის ყოფილმა პირველმა მოადგილემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზაზა ურუშაძის სახელზე განცხადებაც შეიტანა. „ბატონო ზაზა, იმედი მაქვს არ გამოსცემთ მორიგ უკანონო ბრძანებას გამოგონილი საფუძვლით და მიიღებთ სწორ, სამართლიან გადაწყვეტილებას, ანუ შექმნით პირობებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღმადგენთ თანამდებობაზე და გადამიხდით განაცდურს“, - წერია ზენაიშვილის განცხადებაში. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა ნუგზარ სხირტლაძის მონაწილეობით და ლანჩხუთის გამგეობა უზენაეს სასამართლოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომელმაც ძალაში დატოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გაადწყვეტილება და ზუსტად ერთი წლის წინ, ვახტანგ ზენაიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა _ უკანონოდ ცნო გამგებლის მოადგილის გათავისუფლება მოტივაციის გარეშე. თავის მხრივ, გამგეობა ირწმუნებოდა, რომ გამგებელს ამის უფლება მოტივის გარეშეც ჰქონდა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციებში გადაწყვეტილებები კანონიერად იქნა მიღებული და არ არსებობს გასაჩივრების საფუძვლები _ სასამართლო პირდაპირ მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარს პერსპექტივა არ აქვს. `საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიაონობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამქე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული~ _ აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში, რომელიც 22 სექტემბრით თარიღდება. `ჰო და არა~ შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი გათავისუფლებისას მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ნიშნით `დასაჯეს~ _ იმდროისთვის ის მაშინ უკვე ოპოზიციაში გადასული `თავისუფალი დემოკრატების~ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ზენაიშვილი ირწმუნებოდა, რომ მას გამგებელი ურუშაძე მიანიშნებდა _ ან პოსტი უნდა დაეტოვებინა, ან პარტია, თუმცა გამგებლის მოადგილე პოსტზეც რჩებოდა და მწვავე განცხადებებითაც გამოირჩეოდა. მაშინ ზენაიშვილმა ისიც გაახმაურა, რომ ლანჩხუთის გამგებლისგან ჰქონდა ინფორმაცია ვახტანგ ზენაიშვილის მოხსნა გუბერნიასა და უშიშროებაში იყო გადაწყვეტილი. `რა თქმა უნდა, ამაში გუბერნატორ გია სალუქვაძის ხელი ურევია და სისტემური პოლიტიკაა ასეთი. წინა გუბერნატორსაც ჰქონდა ჩემი მოხსნის სურვილი, მაგრამ მაშინ ზაზა ურუშაძემ არ შეასრულა მისი დავალება, რადგანაც მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ის დაიცვა~ _ ამბობდა ზენაიშვილი. მეტიც, ის ვარაუდობდა, რომ `კაზარიანის საქმე~ მის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია იყო. `მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, ეს ყველაფერი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც დიდი პროვოკაცია, რომ არავითარი მეწარმე კაზარიანი არ არსებობს, არამედ არსებობს პროვოკატორი კაზარიანი ე.წ. `ბეტეერი~ და ეს ყველაფერი დაიგეგმა რომელიღაც კაბინეტში. ეტყობა, ზოგიერთ ორგანოს უხვად ყავს მსგავსი ხალხი და ხშირად დადიან მუნიციპალიტეტებში, რომ ვინმე გამოიჭირონ. ამაზრზენია, როცა სხვისი სახელით მოქმედებ და გამორჩენას ელი, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ისაა, როცა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა ამას `ჩალიჩობს~. ეს ძალიან მალე გაირკვევა. მსგავსი მეთოდები ძერჟინსკის ჰქონდა, როცა ვითომ არალეგალურ ორგანიზაციებს ქმნიდნენ, მასში ითრევდნენ ადამიანებს, შემდგომ კი იჭერდნენ და ხვრეტდნენ~ _ აცხადებდა იგი. მაშინ `კაზარიანის საქმეზე~ ერთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის სახელით მოქალაქეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 402 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 3000 ლარი. თუმცა ამ საქმით ზენაიშვილის `გაჭედვა~ ვერ მოხერხდა. მოკლედ, გათავისუფლებიდან 17 თვის შემდეგ ვითარება ისეთია, რომ ვახტანგ ზენაიშვილი თავის პოსტზე უნდა დაბრუნდეს, რაც დიდ ინტრიგას ტოვებს _ თუ როგორ განვითარდება მოვლენები გამგეობაში. `ჰო და არა~ აღნიშნულ საქმეზე კვლავაც დაწერს და მკითხველს ოპერატიულად მოუთხრობს, როგორ განვითარდება მოვლენები.
უზენაესი სასამართლოს `ვახტანგური~ ლანჩხუთის გამგეობას: ვახტანგ ზენაიშვილის საქმეზე თქვენი საჩივარი უსაფუძვლოაო!
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0