ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მართლაც საინტერესო და ინოვაციური პროგრამა გვაქვს და რაც მთავარია, ყველა ამ ინიციატივის უკან დგას რეალური ციფრები, რეალური გათვლები და ჩვენი პროფესიონალური გუნდის დიდი შრომა.

მართლაც საინტერესო და ინოვაციური პროგრამა გვაქვს და რაც მთავარია, ყველა ამ ინიციატივის უკან დგას რეალური ციფრები, რეალური გათვლები და ჩვენი პროფესიონალური გუნდის დიდი შრომა.
22-09-2016, 00:00

_ ბატონო გურამ, ამომრჩევლებში უკვე დარიგდა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის პროგრამა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და იმედისმომცემია. თუმც, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა მოსახლეობას. უფრო დეტალურად მოგვიყევით, თუ რას აპირებთ წარმატების შემთხვევაში?!_ მართლაც საინტერესო და ინოვაციური პროგრამა გვაქვს და რაც მთავარია, ყველა ამ ინიციატივის უკან დგას რეალური ციფრები, რეალური გათვლები და ჩვენი პროფესიონალური გუნდის დიდი შრომა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინიციატივების: გადასახადების შემცირების, თავისუფალი სავალუტო რეჟიმის, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივების, კერძო საგადასახადო არბიტრაჟის, საკუთრების უფლების გაფართოების შედეგი იქნება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის მკვეთრი გაუმჯობესება და ინვესტიციების მოცულობის პერმანენტული ზრდა. ასეთი რეფორმების შედეგად სავსებით რეალისტურია ვივარაუდოთ ქვეყნის ეკონომიკის მრავალწლიანი ორნიშნა მაჩვენებლით ზრდა. _ პროგრამაში საუბარია მილიონ შეჭირვებულზე, რომელსაც ბევრი ქილიკი მოჰყვა, თუ როგორ აპირებს თქვენი პარტია ამდენი შეჭირვებულისთვის შემწეობის დანიშვნას..._ არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს დაპირებას, სადაც საუბარია მილიონ გაჭირვებულ ადამიანზე. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში რეალურად 470 000 გაჭირვებული ადამიანი კი არ არის, რომლებიც ღებულობენ სოციალურ დახმარებას, არამედ, ასეთი გაჭირვებული არის მილიონ ადამიანამდე. ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებიც, ასევე სოციალური შემწეობის მიღებაზე განცხადება დაწერილი აქვს 1 200 000 ადამიანს. გარდა ამისა ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ როგორი გაჭირვებაა ირგვლივ. სახელმწიფოს როლი კი არის, რომ დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულებს და დაუცველებს. სწორედ აქედან მოდის ჩვენი შეთავაზება, სანამ ეკონომიკა წავა წინ და ნელნელა შეიქმნება სამუშაო ადგილები, სანამ ადამიანები ამოისუნთქებენ, რომ სოციალურად დავეხმაროთ რეალურად ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. დღეს ჩოხატაურსა და ლანჩხუთში პრაქტიკულად მოსახლეობის 90 პროცენტს ესაჭიროება დახმარება. თანხები კი ამისთვის არის ბიუჯეტში. ჩვენი პროგრამის ნაწილია ბიუროკრატიის შემცირება, დღეს არსებული 16 სამინისტროს შვიდამდე შემცირება, საიდანაც მილიარდ ორასიათას ლარზე მეტი დაიზოგება. ანუ ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ის სამასი მისიონი ლარი, რომელიც ესაჭიროება სოციალურად დაუცველების ერთ მილიონამდე გაზრდას, თურმე ბიუჯეტში ყოფილა, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას ურჩევნია რამოდენიმე ჩინოვნიკი ყავდეს დაპურებული და მათზე დახარჯოს მილიარდ ორას მილიონ ლარზე მეტი, ვიდრე ერთ მილიონ ადამიანს მისცეს ელემენტარული ლუკმა პურის საშუალება. გარდა ამისა, გაიხსენეთ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩინოვნიკებმა პრემია-დანამატის სახით მთლიანობაში 400 მილიონით გაიზარდეს შემოსავალი. _ საპენსიო თემა ერთ–ერთი პუნქტია თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებში. იქ ვკითხოლბთ, რომ ნებისმიერ ასაკით პენსიონერს მოთხოპვნის შემტხვევაში გაეზრდება პენსია 250 ლარამდე. ფიქრობთ, რომ ვინმე არ მოითხოვს გაზრდას?!აქ საუბარია იმ მდიდარ სეგმენტზე, რომლისთვისაც ეს 250 ლარი მართლაც რომ კაპიკებია. ასეთი ადამიანების რიცხვი დღეს საქართველოში საკმაოდ დიდია და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება გაიზარდა საკმაოდ და ჩამოყალიბდა ისეთ სამოქალაქო ერთობად, რომ იმ ოჯახებმა, რომელთა შემოსავალიც 40, 50 ან 70 ათასი ლარია წელიწადში, მართლაც შეიძლება უარი თქვან ამ მიზერულ თანხაზე, უფრო ღარიბების სასარგებლოდ. _ პროგრამაში საუბარია ეკომიგრანტებზე. ეს პრობლემა ჩვენს რეგიონში მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე აქტუალურია. რას გეგმავთ კონკრეტულად ამ კუთხით?– საუბარია იმ ეკომიგრანტებზე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ანუ რაღაცას დაპირდა და არ შეუსრულა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ისინი საცხოვრებელი ფართით ან თუ მათი სურვილი იქნება სანაცვლოდ მივცეთ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. _ მეწარმეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია. თუმც, ბევრი მეწამრე საუბრობს, მაღალ გადასახადებზე. რას ითვალისწინებს თქვენი პოლიტიკური გუნდი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?_ გადასახადების მხრივ, ვგეგმავთ საშემოსავლო გადასახადის განახევრებას, ანუ 10% მდე დაყვანას უკვე 2017 წლიდან, მოგების გადასახადის განახევრებას 10%– მდე და ქონებისა იმპორტის გადასახადის გაუქმებას. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ერთ ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა საგადასახადო პოლიტიკით არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კი ერთერთი წინაპირობაა ინვესტიციების მოზიდვისთვის., რასაკვირველია აქვე მოვიაზრებთ სასამართლო რეფორმას და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირება-გამარტივებას, რაც ასევე აუცილებელია უცხოური კაპიტალის და ბიზნესის მოტივირებისათვის. რა ჭირდება დღეს ინვესტორს, რომ საქართველოში ჩადოს ფული და გააკეთოს ბიზნესი? დაბალი გადასახადები, რომლის გარანტიასაც ჩვენ ვაძლევთ. მეორე და ყველაზე მთავარი, გამართული და ობიექტური სასამართლო სისტემა, რომელიც დღემდე არის ყველაზე დიდი პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში იქნებიან უცხოელი მოსამართლეები, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეღარ მოუძებნიან მათ მეგობარს, ბიძაშვილს, ნათლიას, ნათლულს და ა.შ. და რაც მთავარია მათ ვერავინ უბრძანებს გამოიტანონ უკანონო გადაწყვეტილება. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინვესტორი მილიონი პროცენტით იქნება დაცული და მათ ექნებათ ბიზნესის კეთებისთვის აფსოლუტურად თავისუფალი გარემო. სწორედ ეს გახლავთ ის უმთავრესი სეგმენტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი და მოსახლეობა ნელნელა ამოისუნთქებს და აღარ იქნებიან დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძა გამგებელმა და გაიმეტებს თუ არა რომელიმე გაჭირვებული ადამიანისთვის თუნდაც ერთჯერად დახმარებას,_ პროგრამაში ამბობთ, რომ თუ თქვენ ხართ მოსწავლის მშობელი შვილის განათლებისთვის წელიწადში მიიღებთ 1200 ლარსო. უფრო კონკრეტულად...განათლება არის ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი. ვგეგმავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ კუთხით. ჩვენ ფულს, რომელსაც განათლების სამინისტრო უხდის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ვაუჩერის, მასწავლებლების გადამზადების, სახელფასო დანამატის, ინფრასტრუქტურის რემონტისა თუ სხვა ფორმით, მივცემთ მოსწავლეების მშობლებსა და სტუდენტებს. კერძოდ, მშობელი თითოეულ სასკოლო ასაკის ბავშვზე მიიღებს წელიწადში 1200 ლარს და თვითონ მშობლები შეარჩევენ შვილებისთვის განათლების სასურველ ფორმას (სახლში განათლების ჩათვლით), რითიც ეფექტიანად მოიხმარენ ფულს, რომელიც მათი შვილების განათლებისთვის იხარჯება დღეს ბიუროკრატიის მიერ. ერთი მხრივ, ეს ამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, ქმნის მაღალ კონკურენციას სკოლებს შორის და ემსახურება განათლების ხარისხის გაზრდას. და რაც მთავარია სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს დაუფინანსდებათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულება._ ზოგადად განათლების ხარისხის თემა მუდამ აქილევსის ქულად მიიჩვენა. თქვენ საუბრობთ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების გაუქმებაზე. ეს რამდენად გამოასწორებს ხარისხს?_ ჩვენი რეფორმა ზუსტად ამას ემსახურება. ჯანსაღი კონკურენცია გააჩენს სკოლაში მოტივირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებს. სკოლაში შევა მეტი ფული, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმ 1200 ლარზე, რაც ორჯერ უფრო მეტია, რასაც დღეს სამინისტრო უხდის სკოლებს. შესაბამისად გაიზრდება მასწავლებლის ხელფასიც და სკოლებში უკვე მოტივირებულად წავლენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები. გარდა ამისა, საინტერესო რეფორმები გვაქვს დაგეგმილი სასწავლო გეგმებისა და სტანდარტების შემუშავების სფეროში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ ყველა ინიციატივას, რომელიც განათლებას გაათავისუფლებს ბიუროკრატიული შეზღუდვებისგან და შექმნის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მომსახურების წარმოების შესაძლებლობას კონკურენციის პირობებში._ მიწის პრივატიზაცია ცუდად მიმდინარეობს და ბევრი ხარვეზებზე საუბრობს. თქვენს პროგრამაში წერია, რომ მიწა გადმოგეცემათ საკუთრებაში ყოველგვარი დოკუმენტაციისა და საფასურის გარეშე. საიდან დავადგინოთ, რომ ეს მიწა ჩემი საკუთრებაა, თუ დოკუმენტაციას არ ითხოვთ?!_ აქ საუბარია იმ მიწებზე, რომელსაც მოდავე არ ყავს. და ასეთი მიწები არის დაუკანონებელი მიწების უმეტესობა. ხშირად რამდენიმე თაობა ფლობს მიწას და ყველა მეზობელმა იცის რომ ეს მიწა არის ამ ადამიანის საკუთრება. რატომ ვერ უნდა შეძლოს ამ პიროვნებამ მიწის დასაკუთრება?! ვიცით, რომ ძალიან ბევრი საბუთი განადგურებულია, ბოლო ათიოდე წელია, რაც შემოვიდა ეს ელექტრონული მონაცემები, მანამდე კი ყველაფერი არქივებში ინახებოდა და საბუთების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რაიონებში ან დაიკარგა ან ხანძარმა გაანადგურა და ა.შ. ჩვენი ინიციატივაა სწრაფი დაკანონება ამ მიწების, თუ რასაკვირველია არის იმის მოწმეები, მეზობლები მაგალითად, რომ ეს მიწა ათწლეულებია არის ამ კონკრეტული ადამიანის და ისინიც ოფიციალურად დამემოწმებიან ამაში. რაც შეეხება იმ მიწებს, სადაც მოდავეები არსებობენ, ეს საქმეები ჩვეულებრივ გადაწყდება სასამართლოში. დაუკანონებელი მიწა არის დაკარგული ქონება ქვეყნისთვისაც და კონკრეტული მფლობელისთვისაც. _ საუბარია სამსახურების გაუქმებაზე, თუ მოხდება მთავრობის ოპტიმიზაცია. მართალია, თქვენი გეგმის მიხედვით, ყოველ დაკარგულ სამსახურზე კომპენსაციას მიიღებენ მთელი წლის მანძილზე, მაგრამ ეს დასაქმებულთა გულისწყრომას გამოიწვევს, რადგან სამსახურის დაკარგვა არავის უნდა..._ ჩვენი მიზანია უმაქნისი ბიუროკრატიის შემცირება, რაც დაზოგავს თანხებს და ნებისმიერი სახის სახელმწიფო ადმინისტრირებას გახდის უფრო მოქნილს და მარტივს. აქ საუბარია იმ ყოვლად არაფრის მაქნისი სამინისტროების გაუქმებაზე, რომელთა ბიუჯეტიც დღეს როგორც უკვე აღვნიშნე, მილიარდ ორას მილიონ ლარზე მეტია. ამას რასაკვირველია მოყვება სახელმწიფო რგოლში დასაქმებულთა შემცირებაც. თუმცა, ჩვენ ადეკვატურ საკომპენსაციო ღონისძიებად მიგვაჩნია დათხოვნილ 40,000 საჯარო მოხელეს ერთი წლის განმავლობაში გადავუხადოთ მათი ხელფასის 70%, კომპენსაციის სახით. ამ ღონისძიების მიზანია, რომ მათ ერთი წლის განმავლობაში მოახერხონ კერძო სექტორში სამუშაო ადგილის მოძებნა, მათ გადამზადებაზე ზრუნვა, საკუთარი ბიზნესის დაწყება და ყველა იმ შესაძლებლობის სრულად გამოყენება, რასაც ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების შედეგად გაძლიერებული და გააქტიურებული კერძო სექტორი შექმნის. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ არ მოვდივართ პოპულიზმით, არამედ მოვდივართ რეალური რეფორმებით და ცვლილებებით. ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ზოგიერთი რეფორმის მტკივნეული შედეგები და ზუსტად ამიტომ ვთავაზობთ მსგავს გამოსავალს და ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდა, როგორიცაა ასეთი საკმაოდ დიდი და ხანგძლივი კომპენსაცია. არც ერთ პარტიას არ აქვს სურვილი რომ შეამცირონ ბიუროკრატია და მილიარდ ლარზე მეტი არ გაფლანგონ უაზროდ. ამ ფულით ჩვენ ერთ მილიონ ადამიანს ვაძლევთ ლუკმა პურის საშუალებას და დაახლოებით რვაას მილიონ ლარს ვათავისუფლებთ სწორედ ჯანდაცვისათვის, რომ თუნდაც მცირედი, სამას ლარამდე, მაგრამ ამ ოდენობის მედიკამენტი მაინც მიიღოს გაჭირვებულმა ადამიანმა უფასოდ. და იცით რატომ არ უნდათ სხვებს ამ სამინისტროების შემცირება? მარტივი პასუხია, მერე აქტივისტების დასაქმების პრობლემას ხედავენ. ჩვენ ვამბობთ მარტივად, რომ დასაქმება უნდა მოხდეს პროფესიონალიზმის მიხედვით და არა დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილობით, ძმაკაცობით და ნაცნობობით, როგორც დღესაა არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში. R

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები