6 იანვარი აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლის, დათო რამიშვილის დაბადების დღეა. დავით რამიშვილი დაიბადა 1964 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელეში (წყალწმინდა). მას დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
24-ე ბრიგადის მებრძოლი, 1992 წლის ნოემბერში ოჩამჩირის რაიონის სოფ. ქეთევანაში დაიღუპა. დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით". არჩილ ხოფერიას გადმოცემით, დათო რამიშვილი ოთხ მოხალისესთან ერთად ასრულებდა დაჭრილი მეთაურის ბრძანებას. ისინი გამაგრდნენ მაღლობის (რომელიც უნდა დაეკავებინათ) ძირას მდებარე სახლში... შემდეგმა ბრძანებამ, რომ დაეხიათ უკან, მებრძოლებამდე ვეღარ მიაღწია. ალყაშემორტყმულებმა იბრძოლეს ბოლომდე, უკანასკნელ ტყვიამდე. სახლს ეკიდა ცეცხლი, დარჩათ ერთი ხელყუმბარა. გადაწყდა, რომ თავი აეფეთქებინათ... ერთად მოიყარეს თავი და დათომ ეს ხელყუმბარა სახლში შემოჭრილ აფსუებს გადაუგდო. გარეთ გამოიყვანეს თუ არა, იქაც შეურაცხყოფას შეეცადნენ. დათომ წინააღმდეგობა გასწია. იგი ადგილზე დახვრიტეს.
ასეთი ვაჟკაცების მხრებზე იდგა და დგას საქართველო.
ნათელი მის სულს!
ასეთი ვაჟკაცების მხრებზე იდგა და დგას საქართველო
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 684