25 ოქტომბერს დიდი მხიარულება იყო ლანჩხუთის კულტურის ცენტრში, სადაც უამრავი ბავშვი მოვიდა მშობლებთან და უფროსებთან ერთად, წინასწარ დაანონსებული კონცერტი, რომლის მონაწილეები იყვნენ ანსამბლ ,,ივერიის” ორი განუყრელი მეგობარი - ,,ორი ჯუჯა”, ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.
კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ნუგზარ ერგემლიძე, ბესო კალანდაძე, ზურა კობეშავიძე, მაკა ქაჯაია.
სცენაზე იყო, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,შავი მარგალიტები,“ ქორეოგრაფ ირაკლი ჩახვაძის ხელმძღვანელობით.
ორი განუყრელი მეგობარი და ყველა თაობისათვის საყვარელი ,,ორი ჯუჯა“ წელს იუბილარია, ნუგზარ კვაშალი 70 წლის, ხოლო ვახტანგ ტატიშვილი, 80 წლის გახდა. მაყურებელი ტაშით მიესალმა მათ და აპლოდისმენტები კონცერტის დასრულებამდე არ შეწყვეტილა.
სტუმრებმა ხაზი საკუთარ გურულ წარმომავლობას და მხიარული ისტორიებიც უამბეს შეკრებილებს. კონცერტი დარბაზის სრული ჩართულობით მიმდინარეობდა, ცეკვავდა და მღეროდა ყველა საყვარელ ჰიტებს, რომლებიც თაობიდან თაობაში გადადის.
კონცერტის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ბავშვებს მცირედი შემოწირულებითა და დიდი გულით, სცენაზე ავიდა ლანჩხუთში მცხოვრები უკრაინელი ბიჭუნა და ყველამ ერთად ზურა კობეშავიძესთან ერთად შეასრულა უკრაინული სიმღერა.
,,ორი ჯუჯა” იუბილარია, კონცერტი ლანჩხუთის კულტურის ცენტრში
მაია კუკულაძე
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 750