სკოლაში უნდა გადარჩეს საქართველო!
მე 120 წლის გურულ ოდაში ვცხოვრობ. ჩემმა ოჯახმა 9 პედაგოგი აღზარდა (8 მათემატიკის, 1 ქიმიის); ყველა უნივერსიტეტელი. Bბაბუა, ბენია კვაჭაძე ჩიბათის სკოლაში 4 საგანს ასწავლიდა. 27 წლის ასაკში მისი სიცოცხლე მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა.
ერეკლე მეფე ამბობდა: ჩემი მიზანია ჩემი ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე მოწყობა. დღეს ყველა პროგრესულად მოაზროვნე (და არა პროგრესულად) შინ, ევროპაში დაბრუნებაზე ფიქრობს. Eეს კი წარმოუდგენელია განათლებაში ამდენი სისტემური პრობლემის პირობებში. საქართველო ბოლო ადგილზეა მოსწავლეების მიერ წაკითხულის გააზრების მიხედვით. Aამ დროს ამდენი უნივერსიტეტული სტუდენტი (მომავალი ათი ათასობით მეცნიერი) არ ყავს არც ერთ ქვეყანას. Yყველამ მშვენივრად ვიცით, თუ როგორ უჩივიან პროფესორ-მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის უაღრესად დაბალ დონეს. სკოლაში უნდა გადარჩეს საქართველო.
განათლებული და კვალიფიციური კადრების გარეშე ქვეყნის მომავალი წარმოუდგენელია.
მოგეხსენებათ, მოსწავლეს აქვს უფლება ნიშნის ამაღლების. მე შემთხვევით გავიგე, ჩემს რამოდენიმე მოსწავლეს გამოუთქვამს პრეტენზია, რომ მათ აქვთ არა ცხრიანის, არამედ, უნივერსალური ათიანის ცოდნა. ამ შემთხვევაში გამოცდა უნდა ჩატარდეს. რადგან მათ პრეტენზია ჰქონდათ, უნდა შემოწმებულიყო მათი სააზროვნო უნარები რთული საკითების გადაწყვეტისას. ის საკითხები, რომლებიც მათ მიეწოდათ, არანაირად ამას არ შეესაბამება და რაც მთავარია, ყველა საკითხი გამზადებული და გამოყვანილი მიაწოდეს მათ.
სულ არ არის საჭირო იყო მათემატიკოსი, რომ ეს მიხვდე. ყველა ნაწერი არის იდენტური, წერტილ-მძიმეც კი; არც ერთი წინადადება არაა განსხვავებული.
ყველას გეკითხებით, იქნებ ვინმემ ახსნას, საერთოდ რატომ არის ასეთი გააფრთებული ბრძოლა ათიანებისთვის, ატესტატში ნიშანი საერთოდ არ იწერება და არავითარი უპირატესობა უმაღლესში ჩაბარებისას არა აქვს მედალოსანს.
იკითხეთ: ჩვენი რაიონიდან რამდენი გახდა შარშან სტუდენტი, მათ შორის რამდენი იყო მედალოსანი და რამდენმა მიიღო გრანტი. 10 პროცენტს არ ცდება. რაც ამ ქვეყანაზე ათიანი, მედალია და სიკეთეა ყველაფერი თქვენთვის მემეტება, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენი მონაგარი უნდა იყოს და არა გაყალბებული.
აინშტაინი ამბობს: გაჩერება შეიძლება, როდესაც აღმართზე მიდიხარო, ხოლო როდესაც ვარდები, ჩერდები დანარცხებისას.
მე გაკვეთილზე, რომ გეფერებით, ისე გირჩევთ ჩიორებო, ჟღურტულებო, პატარებო და კარგებო, მიეცით მაგალითი დიდსა და პატარას და უარი თქვით სიყალბეზე.
მე არანაირად არ მოვითხოვ დირექციის მიერ ჩემს უჩუმრად საგანგადაბარებული ჩემი მოსწავლეების ხელახალ გამოცდას და თუ გიხარიათ საათში ათასი ათიანი დაგიწეროთ ვისაც გინდათ იმათ. მე კი გირჩევთ, თუ გინდათ წარმატებულები იყოთ, 10-იანი გინდათ, ისწავლეთ 10-ზე.
დიდების გასაგონად: ,,სამხრეთ აფრიკაში უნივერსიტეტის შესასვლელში წერია: ერი რომ მოსპო არ გჭირება ატომური ბომბი, რაკეტები, ტანკები სისხლის ღვრა. Gგააყალბე მოსწავლის პასუხი. ინჟინრები სახლებს დაანგრევენ, ექიმები ხალხს დახოცავენ, პოლიტიკოსები ვაი კანონებს მიიღებენ. “ ამას ჩვენა ქვეყანა მართლაც ათიანზე ასრულებს.
ნუ მივაჩვევთ შვილებს ყალბ ნიშნებს, რამეთუ ეს ქვეყნის უფსკრულში ვარდნაა, რომლის შეჩერება შეუძლებელია.
პ.ს. კეთილის მსურველებმა მირჩიეს: ასეთი საქციელით სისტემას უპირისპირდები და დაგაგნგრევსო. მე კი მგონია მართალ ხალხთან დაპირისპირებაში სისტემა ირყევა და ინგრევა, თორემ ყველაფერთან შეგუებული და ყველაფერზე ხელის მომწერე საჯარო მოხელის იმედზე ჩემი მტერი დარჩა.
ლანჩხუთიდან უამრავ სასიკეთო საქმეს ჩაყრია საფუძველი, ამიტომ მოგიწოდებთ გავშალოთ მსჯელობა განათლების ამ გადაუდებელ პრობლემებზე.
#1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი