ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა ნომერზე უნდა დარეკოთ, როცა უამინდომის გამო რაიმე სახის პრობლემა შეგექმნებათ?

რა ნომერზე უნდა დარეკოთ, როცა უამინდომის  გამო რაიმე სახის პრობლემა შეგექმნებათ?
27-01-2016, 00:00

როგორც გამგეობის პრესსამსახური აცხადებს, უამინდობის გამო კვლავ განაახლა მუშაობა საგანგებო შტაბმა, რომელსაც გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს. მსგავსი შტაბები შექმნილია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც გამგებლის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. `შტაბის მუშაობის 24 საათიან რეჟიმშია და მუდმივად იღებს ინფორმაციებს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისგან. ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს აცანა, აკეთი, მამათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე ჩოჩხათსა და ნინოშვილში. ბოლო ინფორმაციით ელექტროენერგია არ მიეწოდება აცანას, აკეთის, მამათის, მაჩხვარეთის (ორაგვე), ლესის (ჭინათი) და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებს. `ენერგო პრო ჯორჯიას~ ლანჩხუთის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციით, ავარიულ უბნებზე მიმდინარეობს სამუშაოები~ _ ეს გუშინ დღის პირველ ნახევარში გავრცელებული ინფორმაციაა. ლანჩხუთის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ განაცხადა, რომ ტექნიკა დილიდანვე გასულია და მუშაობს ნიგვზიანის, ლესის, ჩოჩხათის, აცანის, მამათის, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და მიმდინარეობს გზის გაწმედითი სამუშაოები, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში მობილიზებულია საჭირო ტექნიკაც და ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლების წარმომადგენლებისგან შემოსული ინფორმაციების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკა ამა თუ იმ სოფელში შესაბამის სამუშაოს შეასრულებს.ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ინფორმაციით კი, გუშინ სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. სულ მუნიციპალიტეტში 3624 მოსწავლეა, აქედან გუშინ არ გამოცხადებულა 2853 მოსწავლე, რამაც სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვია. `სწავლება შეჩერებულია აცანის, აკეთის, ნიგოითის, ლესის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთის #1, ჩოჩხათის, სუფსის, ჭანჭათის, ქვემო აკეთის, ნინოშვილის, ახალსოფლის, ღრმაღელისა და შრომისუბნის საჯარო სკოლებში. სწავლება სკოლებში გამოდარებისთანავე გაგრძელდება~ - განაცხადეს რესურსცენტრში.გუშინვე აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო და გურიაში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა. `გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება~ _ ნათქვამია განცხადებაში.ლანჩხუთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. `უამინდობის გამო სააღმზრდელო პროცესი ორშაბათამდე ყველა ბაღში შევაჩერეთ. ბავშვებიც ვერ დადიოდნენ. როგორც კი ამინდი გამოვა და მშობლებს ბავშვების გამოშვება არ შეეშინდებათ, პროცესსაც განვაახლებთ. ქალაქის ბაღებში მთელი ღამე ჩართული გვქონდა გათბობა, მაგრამ სულ 7 ბავშვი მოვიდა. თავიდან პროცესი შევწყვიტეთ აცანის, მამათის, აკეთის, შრომისუბნისა და ნინოშვილის ბაღებში, თუმცა უკვე ყველა ბაღში შევაჩერეთ პროცესი~, _ განუცხადა `ჰო და არას~ ცენტრის უფროსმა დავით წულაძემ. როგორც ცნობილია, უამინდობის გამო, რთული ვითარებაა არა მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,ა არამედ მთელს გურიის რეგიონში, სადაც თოვლის საფარმა საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. გუშინ შუადღისთვის უამინდობის გამო 8000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, საიდანაც 2500 აბონენტი უსაფრთხოების მიზნით "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ იყო გამორთული. ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას მთელი დღის მანძილზე განაგრძობდნენ. `ინტენსიური თოვის პარალელურად, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გზები ინტენსიურად იწმინდება. მობილიზებულია სპეცტექნიკა. სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. თოვლის ინტენსივობა არ გავძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს გზების სრულად გაწმენდა. საგანგებოდ შექმნილი შტაბი, უპირველეს ყოვლისა, კოორდინაციას გაუწევს დიალეზის პროგრამაში ჩართულ პირთა დროულად გადაადგილებას; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გარდაცვლილთა გადასვენებისათვის სასაფლაოზე მისასვლელი გზების გაწმენდის საკითხს. უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და მეზობელ რეგიონებთან. სამეგრელოს გუბერნიიდან უახლოეს საათებში სამხიდიანი გრეიდერი შემოვა. მობილიზებულია, დაახლოებით, 25-მდე ერთეული ტექნიკა; საგანგებოდ შექმნილი შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს~ _ ეს განცხადება გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გუშინ შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. დასასრულ, მოგაწვდით გურიაში მოქმედი სტიქიასთან ბრძოლის შტაბის ცხელი ხაზის ნომრებს. თუ უამინდობის გამო სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ, უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 0496 275881; 595 597770. გურიის შტაბს კოორდინაცია აქვს მუნიციპალიტეტის შტაბებთან, ასევე `ენერგო-პრო ჯორჯიას~, `წყალმომარაგების კომპანიისა~ და `სოკარ გაზის~ შტაბებთან.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები