პროექტის `თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის~ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამირან გიგინეიშვილმა წარმოადგინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2016 წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ `ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრს~, რომლის დამაარსებელიც არის ბატონი ამირანი წელს 15 წელი უსრულდება.რას ითვალისწინებს, `თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის~? როგორც აღინიშნა, გურიის რეგიონის მდგრადი და გეგმაზომიერი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 17 სექტემბერს N1363 განკარგულებით დამტკიცდა „გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“. ისევე როგორც გურიის რეგიონს, რეგიონის მუნიციპალიტეტებს აქვთ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმები. მუნიციპალური სტრატეგიული გეგმები ეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 55 და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტის 74 დასახლებებს, სადაც თითოეულს თავისი პრობლემები აქვს და ცალკეულ მიდგომას საჭიროებს. ზოგადი გეგმის შემუშავების დროს შეუძლებელი ხდება პროცესში მოსახლეობის ქმედითი მონაწილეობა, არადა ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე უკეთ იცის, თუ რა სჭირდება მის სოფელს. `გურიის შავი ზღვის სანაპირო განსაკუთრებულ, უნიკალურ ადგილს წარმოადგენს არა მხოლოდ რეგიონისა და საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი შავი ზღვის აკვატორიაზე. იგი გამორჩეულია თავისი ჭარბტენიანი ტერიტორიებით, უნიკალური ლანდშაფტითა და სამკურნალო თვისებების მქონე საკურორტო და ტურისტული პოტენციალით. სანაპირო ზოლი 21,5 კმ სიგრძისაა და აქ ორი ლანჩხუთის (სოფელი გრიგოლეთი და სოფელი წყალწმინდა) და ორი ოზურგეთის (დაბა ურეკი და სოფელი შეკვეთილი) მუნიციპალიტეტის დასახლებები მდებარეობს. გარდა იმ საერთო პრობლემებისა, რაც ზოგადად ახასიათებს გურიის რეგიონს, აქ დამატებით სხვა პრობლემებსაც ვაწყდებით. ასეთებია: მიწის ეროზია, პლაჟის ძლიერი დაბინძურება, სპონტანურად ათვისებული ტურისტული პოტენციალი, შავი ზღვის სარეწაო და ზღვის პროდუქტების სამრეწველო შესაძლებლობების გამოუყენებლობა, სხვადასხვა სახის ტურისტული ობიექტის დაუგეგმავი, სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის წესების იგნორირებით წარმოებული მშენებლობები, წყალარინებისა და წყლის მიწოდების სისტემების არ არსებობა~, _ განაცხადა ბატონმა ამირანმა და იქვე განაგრძო: `სანაპირო დასახლებებს სტრატეგიული განვითარების გეგმები არ აქვთ. არ არსებობს გურიის სანაპიროს ერთიანი განვითარების გეგმაც. შედეგად, გაურკვეველია გურიის სანაპიროს, როგორც რეგიონის უდიდესი პოტენციალის მქონე ზონის კონკრეტული განვითარების შესაძლებლობები და საფრთხეები, სამომავლო ხედვა, მიმართულებები და კონკრეტული, გრძელი ან საშუალო ვადიანი მიზნები და ამოცანები~.როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, `ყველა სტრატეგიული გეგმა ცოცხალი დოკუმენტია. ამიტომ, გურიის სანაპირო საზოგადოების მონაწილეობისა და მათი წარმომადგენლების უშუალო ჩართულობის, კომპეტენტური ექსპერტებისა და თვითმმართველობის დაინტერესებული პირების (მაჟორიტარი საკრებულოს წევრები, გამგებლის წარმომადგენლები) მიერ რეგიონისა თუ მუნიციპალური სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის სიღრმისეული დეტალიზაცია, სანაპიროს განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია შესაძლებელს გახდის სანაპიროს გეგმაზომიერ, მდგრად და მიზანდასახულ განვითარებას. სწორედ ამ პრობლემების თქვენს დასახლებაში მოგვარების ინიცირებისთვის ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის მიერ შეიქმნა პროექტი „თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის~. პროექტის პარტნიორები და დონორები არიან: საქართველოს სასოფლო დარბაზი, ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამიისტრო, გაეროს განვითარების პროექტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაცია.~`პროექტის მიზანს წარმოადგენს გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზონის დასახლებათა სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება საშუალო ვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მოსახლეობის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით და ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის ზრდის შედეგად. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის განმახორციელებელი გუნდი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ისახავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას: გურიის სანაპირო სოფლებში მოსახლეობის მიერ არჩეული საზოგადოებრივი სამუშაო ჯგუფების ფორმირება დასახლებების საშუალო ვადიანი სტრატეგიული გეგმების შესამუშავებლად და მათი, როგორც „სანაპირო საბჭოების“ ინსტიტუციონალიზაცია დასახლებების განვითარების შემდგომი მხარდაჭერისთვის; სამუშაო ჯგუფების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება სტრატეგიის ფორმირების პროცესის წარმატებით განსახორციელებლად; 4 დასახლების ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარებისა და განხორციელების გეგმების ფორმირება მოსახლეობის მონაწილეობით; შემუშავებული სტრატეგიების საჯაროობის უზრუნველყოფა; დასახლებათა სტრატეგიების, როგორც მუნიციპალური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილის დამტკიცება საკრებულოებში; სტრატეგიული და განხორციელების გეგმების იმპლემენტაციის პროცესში მონიტორინგის უზრუნველყოფა~ _ გვითხრეს პრეზენტაციაზე და იქვე მოსალოდნელი შედეგებიც გაგვაცნეს: `შემუშავდება მიღებული სტანდარტების შესაბამისი შავი ზღვის სანაპირო დასახლების 4 სტრატეგიული გეგმა და 4 განხორციელების გეგმა, როგორც სტრატეგიის ნაწილი; ოფიციალურ, კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს მიიღებს მოტივირებული, კომპეტენტური და ადგილობრივ განვითარებაზე ორიენტირებული 4 დასახლების სანაპირო საბჭოები, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას საკუთარ დასახლებათა შემდგომი წარმატებებისთვის. ლანჩხუთისა და ოზურგეთის საკრებულოების მიერ დამტკიცდება გურიის სანაპირო ოთხი დასახლების სოციალურ ეკონომიკური განვითარების 5 წლიანი სტრატეგიული გეგმები, სადაც ასახული იქნება სანაპიროს ინტეგრირებული მართვისა და მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტები. შესაძლებელი გახდება გრიგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და შეკვეთილის გეგმაზომიერი, პერმანენტული განვითარება~.პრეზენტაციაზე აღინიშნა ის ორგანიზაციები თუ მუნიციპალიტეტები, რომლებიც მასში არიან ჩართულები და დაახლოებით სექტემბრის თვეში მზად გეგმებს დადებენ.პრეზენტაციას ლანჩხუთის საკრებულოს წევრები: სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე და ღრმაღელის მაჟორიტარი თემურ მარშანიშვილი ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ამირან გიგინეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეე ხელი. მაჟორიტარების თქმით, `კარგია როცა ასეთი პროექტების განხორციელება ხდება და მასში ადგილობრივების ჩართულობა მისასალმებელია. იმედია, ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ჩვენს თემებში არსებული პრობლემების აღმოფხვრის რეალური გზები დაისახება~.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0