ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ და ტრიფონსაც დაიჭერენ!~

`შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ და ტრიფონსაც დაიჭერენ!~
28-11-2015, 00:00

ბიუროზე დამტკიცებული დღის წესრიგი საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო.საკრებულომ დაამტკიცა დადგენილების პროექტები, რომელებიც შეეხებოდა გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა-ტექნიკური მუშაკების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დამხმარე მოსამსახურეების რანგში დამატებას. ასევე მხარი დაუჭირეს პროექტებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის #46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე~ დადგენილებაში შესული ცვლილება საკრებულომ დაამტკიცა. როგორც საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლან ლაშხიამ განმარტა, მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 700 ათასი ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომელიც უნდა აისახოს ბიუჯეტის როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის საკითხის განხილვას სხდომაზე პირველი ხმაური მოჰყვა. დეპუტატები დაინტერესდნენ თუ რატომ არ მოხდა ზოგიერთ სოფელში არსებული დაზიანებების გათვალისწინება ჩამორიცხული თანხის ფარგლებში. ამას სხდომაზე მყოფი გამგებლის ზაზა ურუშაძის განმარტება მოჰყვა: _ ყველა დაზიანებული კერა აღმოიფხვრება. წლის ბოლომდე ჩვენ ყველას ვერ მოვასწრებდით. იანვრიდან გაგრძელდება სამუშაოები. ასე რომ, ნურავინ იფიქრებს საქმე არ კეთდება. ბიუჯეტში შესატან ცვილებებზე, სადაც საუბარი იყო სპორტული ცენტრისთვის 54 ათასი ლარის დამატებით გამოყოფაზე, ოპოზიციონერმა გია გოგუაძემ იკითხა, _ `როცა წლის ბიუჯეტი დავამტკიცეთ, ხელფასების თანხა არ იყო გათვალისწინებული წლის ბოლომდე? ასევე უნდა გითხრათ წინა საკრებულოს მიერ მიუღებენ პრემიაზე, რომელიც სასამართლოში ორჯერ წააგეთ უკვე. როცა თქვენი არგუმენტი მოვისმინე, ბიუჯეტში თანხა არ იყო და ამიტომაც არასწორად მიიჩნიეთ წინა საკრებულოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ბრძანება. როცა საჭირო დარჩა, ფული მოიძიეთ? რა ხდება. შეცდომაში შეგყავთ სასამართლო და ყველა?~ _ იკითხა გოგუაძემ.მას ისევ გამგებელმა უპასუხა: `ხელფასები გათვლილი იყო მთელ წელზე. მერე ღონისძიებებზე წავიდა თანხა. 54 ათასიდან ახლა ნახევარზეა საუბარი. როგორც მე ვიცი, აქედან 12 ათასია ხელფასებზე საჭირო. რაც შეეხება წინა საკრებულოს პრემიებს დიახაც არ იყო მაშინ თანხა, ასევე ეს საკითხი ჩვენი იურისტების მიერ გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში~.კახა ასკურავამ 100%-იანი გრანტის მომპოვებელი სტუდენტების დიფნანსებაზე თქვა: `მართალია ჩვენს მიერ ინიციპარებული პროექტი ჩავარდა, მაგრამ თქვენ თქვით, რომ სხვა წყაროდან მოხდებოდა მათი წახალისება. მაინტერესებს ამ ბავშვებმა მიიღეს თუ არა დაფინანსება.~როლანდ ლაშხიას თქმით, _ ერთ სტუდენტს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, რომელიც გვარდება და თანხა ამ ბავშვებს აუცილებლად ჩაერიცხებათ. ექს-გამგებელმა ისიც შეახსენა შეკრებილებს, რომ 10 ა(ა)პი-ა დღეს, წინათ კი 13 იყო, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი ა(ა)იპ-ებში გაზრდილია. `ამას მარტო მე კი არა არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვა ამბობს. კულტურის მონსტრი რომ შექმენით, რამდენი ადამიანი იქ დასაქმებული?!~ _ იკითხა ასკურავამ.მას გამგებელმა გააწყვეტინა: `ნაციონალების~ შედგენილ დასკვნას არ ვცნობ. ეს არასამთავრობო თქვენია სწორედ. ეს არის ტყუილი. თქვენ ყოველთვის ტყუილს ლაპარაკობთ. ასე იყავით მთელი 9 წელი. თუ სადმე არის ზედმეტი კადრი გავუშვებთ. მუხთახორა, თუგინდ ჩემი მიყვანილი იყოს, სახლში წავა. შტატების გაბერვას არ დავუშვებ. 1,8 მილიონი იხარჯება ბაღებში, იქ არ უნდა იყოს მაღალი ხელფასი?! ა(ა)იპ-ებში არის ხალხი, ვინაც არ იცის ბიუჯეტი, წავა სახლში~. კახა ასკურავამ ბიუჯეტის არ მცოდნე ხალხის დასახელება თხოვა გამგებელს, რომელმაც უპასუხა, რომ ეს ფრაზა ზოგადად თქვა.სხდომაზე ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელთა პრეტენზიებზეც ისაუბრეს. როლანდ ლაშხიას განცხადებით, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელების პრეტენზიების სრულად გათვალისწინება შეუძლებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში 5 მილიონ 500 ათას ლარიანი ბიუჯეტი უნდა იყოს, ლანჩხუთის სინამდვილეში კი ადგილობრივი შემოსავლის ნაწილში, იგი ორ მილიონზე მეტი არ არისო.ამ განცხადებას საკრებულოს წევრის, დარეჯან ბურჭულაძის გაკვირვება მოჰყვა - თუ ადგილობრივი შემოსავალი ორ მილიონზე ლარზე მეტი არაა, მაშინ რის საფუძველზეა ბიუჯეტი გაზრდილი მილიონ 261 ათასი ლარითო. ლაშხიამ კი ბურჭულაძის ნათქვამში შესწორება შეიტანა, წლევანდელ წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტი მხოლოდ 700 ათასი ლარითაა გაზრდილიო.სუფსის მაჟორიტარი დეპუტატის, ჯუმბერ ბლაგიძის მოსაზრებით, როცა გამგეობა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილავს და კორექტირებას შეიტანს ბიუჯეტში, მუშა პროცესში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული დეპუტატებიც: `კარების შემოჯახუნება რა წესია. ვინც არ უნდა იყოს ის _ ცინცაძე, ბლაგიძე თუ ჩიბურდანიძე. რა საშუალებაც არის, იმ თანხას ვყოფთ.~ეს თემა კი უფრო განავრცო ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია გოგუაძემ: `ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები ჩვენსკენ წამოვიდნენ ჩხუბითა და ხელების შლით, რატომ არ გვაძლევთ თანხასო. ჩვენს კითხვაზე - გაქვთ თუ არა კომუნიკაცია გამგებელთანო, ზოგიერთი მათგანისგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ძალიან გთხოვთ, შეჯერდით სამსახურების ხელმძღვანელებთან და თქვენ თავად დაარეგულირეთ სიტუაცია, რომ მერე ჩვენსკენ არ იშვირონ ხელი და არ გვეჩხუბონ~, _ დასძინა გოგუაძემ, რომელმაც მაგალითად `ლანჩხუთი ტექ-სერვისის~ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნუგზარ ცინცაძის განცხადება მოიყვანა საფინანსო კომისიის სხდომიდან. აღნიშნული ფაქტი სხვა დეპუტატებმაც დაადასტურეს.ყოფილი გამგებლის ამ ნათქვამმა მოქმედის გაცხარება გამოიწვია: `რომელ სამსახურის უფროსთან არ მაქვს კომუნიკაცია? ვინ თქვა, რომ ცინცაძეა იქ სამსახურის უფროსი?! ჩხაიძეა იქ ხელმძღვანელი პირი და კეთილი ინებეთ, ის მოიწვიეთ აწი სხდომებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სულ ტყუილის ტირაჟირებას ახდენთ~ _ განაცხადა ურუშაძემ.მას გია გოგუაძემ კიდევ ერთი მაგალითი შეახსენა: `თენგიზ კიკვაძე, რომელიც ერთ-ერთი ა(ა)პი-ის ფინანსური დირექტორია, სხვა გზა აირჩია კომუნიკაციის. თქვენთან კონსულტაციის შემდეგ გვითხრა, რომ საკრებულოს დეპუტატები თუ მოგცემენ 2,2 მილიონს, მე პრობლემა არ მაქვსო. ამიტომაც არის ისინი შემდეგ ჩვენკენ რომ იშვერენ ხელს. მოგვაშორეთ, ბატონო, ეს ადამიანები. ჩვენ ნუ გვბრალდება, თითქოს თანხებს არ ვაძლევთ.~მას ზაზა ურუშაძემ უპასუხა, რომ ეს ტყუილია _ არვის გიგზავნით და თუ გინდათ, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები თქვენ მიიწვიეთ და გაიგეთ, რას ითხოვენო.საკრებულოს წევრთა თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის მეტი დაფინანსებაა საჭირო.`როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტის მთავარ ეპიდემიოლოგს ხელფასი 350 ლარი ქონდეს და იგივე ხელფასი ქონდეს რომელიმე სხვა ა(ა)იპ-ის თანამშრომელს. ამ სამსახურის ხელშია ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ჯანდაცვასთან ერთად გადასახედია საბავშვო ბაღების პედაგოგთა ანაზღაურებაც. არ შეიძლება ასე~ _ აცხადებდნენ საკრებულოს წევრები.`როცა წყალს აკეთებთ, მას კონტროლი სჭირდება. ის რომ მოგეწამლოთ, რა მოხდება ხომ წარმოგიდგენიათ. თქვენც დაგიჭერენ, მეც და ტრიფონსაც. ჯანდაცვა აკონტროლებს ამას, მათ კი მაღალი ხელფასები სჭირდებათ. ასევე უნდა ვთქვა ბაღებზე. როცა არდადეგებია, დაბალი რანგის მუშაკები ხელფასს არ იღებენ. 10 თვეზე გათვლილ ბიუჯეტს ამტკიცებთ?! დირექტორი, ან უფროსი მასწავლებელი 12 თვეს იღებს ხელფასს, სხვებმა რა დააშავეს,~ _ თქვა კახა ასკურავამ.როლან ლაშხიას თქმით, ასეთი ბიუჯეტი ბაღების ცენტრიდან შემოდის, ჩვენ არ ვერევითო.დარეჯან ბურჭულაძემ ბაღებში დაბალ ხელფასებს გაუსვა ხაზი _ `40 ბავშვი ყავს ყოველდღიურად მასწავლებელს თუ ძიძას და მათი ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს. ამისთვის უნდა გამოინახოს თანხები.~საკრებულოს სხდომაზე ასევე `გურიას~ ცენტრალური სტადიონის ირგვლივაც ისაუბრეს. მოქმედმა გამგებელმა ყოფილები სტადიონის დანგრევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მამათის მაჟორიტარმა კახა ურუშაძემ `ნაციონალების~ დროს გაკეთებული სოფლის პროექტები შეახსენა დამსწრეებს. `მამათში რაც `ნაციონალების~ დროს გაკეთდა არაფერი არ მუშაობს. ხიდი გააკეთეს, ჩაინგრა. ანეკდოტად დადის მამათში სტადიონის ფარის გაკეთება. ერთი ფარი სოფლის ცენტრში დადგეს, მეორე კი 4 კილომეტრის დაშორებით. მახსოვს, კიდევ ჩამოიყვანეს ტელევიზიები და გამოაცხადეს, წყალი მწყურვალსო. სად არის მერე წყალი. გაფუჭდა!~ _ თქვა მაჟორიტარმა.გამგებელმა წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა: `13 მილიონი იხარჯება წელს, გადით სოფლებში და ნახეთ რა კეთდება ინფრასტრუქტურის კუთხით. ქალაქში 2016-17 წლებში არც ერთი ქუჩა არ დარჩება ასფალტის და საინაღვრე არხის გარეშე. მომავალ წელს ინფრასტრუქტუის კუთხით 4,5 მილიონს ველოდებით. როცა დაფინანსებაზე საუბარი რისი საშუალებაც გვაქვს იმას ვაძლევტ ა(ა)პიებს. 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა წყალი სოფლებს. შევქმენით ა(ა)იპი, რომელიც მუშაობს ამ კუთხით. მის გამართულად მუშოაბს 2 მილიონი არ ეყოფა. ამის საშუალება კი არ არის. ბევრს რამეს ვაკეთებთ, მაგრამ ოპოზიციას ამის დანახვა არ უნდა. კი ბატონო გამაკრიტიკეთ, მაგრამ დაინახეთ რასაც ვაკეთებთ. ლანჩხუთი მოწინავე რაიონებს შორისაა. ეს უნდა იცოდეთ.~ოპოზიციონერებმა გამგებელს უთხრეს, რომ გაკეთებულს მიესალმებიან, მაგრამ ისიც შეახსენეს, ხელისუფლება იმისთვის არის, საქმე აკეთოსო. სხდომაზე ასევე ითქვა ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმთან დაკავშირებით. ნიგვზიანის მაჟორიტარის, ბესო ტაბიძის თქმით, ამ საქმე როგორც იქნა ეშველება და ამისთვის გამგებელი მადლობას იმსახურებსო. სხვა დეპუტატებმაც აუბეს მხარი ტაბიძეს და სოფლებში განხორციელებული პროექტების გამო ურუშაძის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. თუმცა იყო შენიშვნებიც. გიორგი ჩახვაძემ სოფელში გაკეთებული ნაპირსამაგრი სამუშაო გაიხსენა. `რაც დედა შვილი დაწყევლა, ყველა ჩიბათში მოვიდა. 50 ათასი დახარჯეს და 20 ოჯახი მიაქვს წყალს. ველოდებოდით სტიქიის ფული ჩამოსვლას, მაგრამ 4,5 ათასი ლარია სულ ჩიბათზე, ეს ეყოფა?!~ჩახვაძემ გამგებელმა განუმარტა, რომ იანვარში დანარჩენი თანხა გამოიყოფა და პრობლემა არ იქნებაო. ნონა მურვანიძემ მოედნიდან სველი წესით ოზურგეთლების მიერ ქვა-ღორღის გატანა გააპროტესტა. როგორც განმარტეს, ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ მოგვარდაო. რასაც მურვანიძე არ დაეთანხმა და ორი დღის წინანდელი ფაქტის შესახებ მოუთხრო კოლეგებს. საკრებულო სხდომაზე სხვადასხვაში დეპუტატებმა კიდევ რამდენიმე საკითხი დააყენეს, თუმცა ჩვენი საგაზეთო ფართის სიმწირისგან გამომდინარე შემდგომ მოგითხრობთ.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები