ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რაში მიბაძა გოგი ხელაძემ მედიკო მეზვრიშვილს?

რაში მიბაძა გოგი ხელაძემ მედიკო მეზვრიშვილს?
13-11-2015, 00:00

ლანჩხუთის საკრებულოს თავკაცმა კი, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობილი ბრძანება!რატომ იმყოფებოდნენ ამირან გიგინეიშვილი და გურიის გუბერნატორი თურქეთში?`სამჯერ რომ წააგებ ზედიზედ სასამართლოს ერთი და იგივე საქმეზე, ამათგან ორჯერ შენივე სარჩელით წამოწყებულს და მესამეს, სასამართლოს გადაწყვეტილება რომ აუცილებლად უნდა აღასრულო იმას, მაინც რომ თეთრი ძაფით კერავ და ბლანდავ, მითხარი რა გქვია შენ, ხვალ რომ შეგხვდები სადმე, რა დაგიძახო?~ _ ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში იმ ხმაურიან საქმეს, რის შესახებაც `ჰო და არას~ წინა ნომერში ვწერდით _ სასამართლომ ლანჩხუთის გამგეობას ამირან გიგინეიშვილის გადაწყვეტილების აღსრულება მოსთხოვა.როგორც ცნობილია, საკრებულოს ექს-თავკაცი პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან მივიდა და მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარების სურვილი პოლიტელიტას არ გამოუჩენია, ისევ არასამთავრობო სექტორში დაბრუნდა. ახლახანს ის `კივიტას გეორგიკას~ ექსპერტის რანგში თურქეთში იმყოფებოდა, სადაც პროექტის `მიწათსარგებლობის ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისთვის~ დასკვნითი კონგრესი გაიმართა. მასთან სწორედ ამ საკითხთან სასაუბროდ მივედით. ამას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ ოზურგეთის სასამართლომ 2014 წელს მისივე გამოცემული ბრძანებულების აღსრულება მოითხოვა, რომელიც საკრებულოს წევრებისა და აპარატისთვის ერთი თვის პრემიარული თანხის გაცემას ეხებოდა და ამ თემაზეც მოგვიწია საუბარი._ ბატონო ამირან, რა ხდებოდა თურქეთში?_ 5-6 ნოემბერს ქალაქ სტამბულში ევროკავშირის ერთობლივი საოპერაციო პროგრამის `შავი ზღვის აუზი - 2007-2013 წწ~ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის `მიწათსარგებლობის ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისთვის~ დასკვნითი კონგრესი გაიმართა. გურიის რეგიონი აქტიურად ცდილობს ევროპულ პროგრამებსა და ინიციატივებში მონაწილეობა მიიღოს; შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო თანამშრობლობის პროგრამა განსაკუთრებით მიმზიდველი ევროპული ინსტრუმენტია რეგიონული ინტეგრაციისათვის. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეს კონკრეტული პროექტი გარკვეულწილად დაგვეხმარება განვავითაროთ და დავნერგოთ საზოგადოების მონაწილეობის, განათლებისა და სამეცნიერო კვლევის ევროპული ინსტრუმენტები მმართველობის პროცესის მხარდასაჭერად. ჩვენ ამ პროექტში ჩავერთეთ შედარებით გვიან, 2009 წელს, მასში შავი ზღვის აუზის 6-ვე ქვეყანა (ბულგარეთი, უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, რუსეთი) მონაწილეობდა, მაგრამ რუსეთი რეალურად განზე გადგა. ამ ქვეყანაში არასამთავრობოები უცხოეთიდან შემოსული ფულით კანონით ვერ ფინანსდება და შესაბამისად, ის არ არის ჩართული._ ჩვენ რა დოზით ვართ ჩართულები?_ გურიის რეგიონი აქტიურად არის წარმოდგენილი. ჩვენთან არის ორი დიდი მდინარე სუფსა და ნატანები. სწორედ მათი გეოგრაფიული სისტემები შემუშავდა, დადგინდა ეროზიების სურათი, დაბინძურების ხარისხი. კლიმატთან დაკავშირებული ცვლილებიც გამოიკვეთა. ეს ყველაფერი მეცნიერულ დონეზეა დამუშავებული. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. საკითხების განხილის შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები. მცენიერების მხრიდან ცალკე, უნივერსიტეტების მხრიდან და მუნიციპალიტეტების მხრიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ მოხდება შემდგომი თანამშრომლობა. კონგრესს ესწრებოდა შავი ზღვის საერთაშორისო კომისიის მდივანი, რაც კიდევ უფრო მიუთითებს იმას, რამდენად აქტუალური საკითხები იყო._ ბატონო ამირან, როგორც ვიცით, შეხვედრაზე მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე იმყოფებოდა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ არასამთავროთა გარდა, სამთავრობო სტრუქტურებიც არიან ჩართულნი პროექტში. _ ბატონი გია და ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ჩვენი ორგანიზაციის მიერ იყო მოწვეულები. პროექტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ქ. ოზურგეთის მერმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი (ცარევოს მუნიციაპლიტეტი, ბულგარეთი; ჰაირაბოლუს მუნიციპალიტეტი, თურქეთი; ილიჩევსკის, სერგეევკის, იუჟნის მუნიციპალიტეტები, უკრაინა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას, ეს მისასალმებელია. სტამბულის ვიცე-გუბერნატორი ესწრებოდა კონგრესს, რაც ძალიან კარგი ფაქტი გახლდათ. _ ჩვენგან პროექტს მარტო `კივიტას გეორგიკა~ ახორციელებს?_ დიახ. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის დასკვნით კონგრესზე შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ჰაირაბოლუს მერმა, `ტურმეპას~ გენერალურმა მენეჯერმა, ტეკირდაგის უნივერსიტეტის კანცლერმა, მარმარას მუნიციპალიტეტების გაერთიანების თავმჯდომარემ, თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, ასოციაცია `კივიტას გეორგიკას~ პრეზიდენტმა გიორგი მესხიძემ და საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო კომისიის წარმომადგენლმა, დოქტორმა მამუკა გვილავამ მიმართეს. _ ბატონო ამირან, თურქეთიდან დაბრუნებულს, სასამართლო პროცესზე მოგიწიათ წასვლა. მართალია, ის კონგრესთან კავშირში არ არის, მაგრამ გვაინტერესებს რა ხდებოდა?_ 2014 წლის მაისში მე გამოვეცი ბრძანებულება, რომელიც საკრებულო წევრებსა და აპარატის მუშა-მოსამსახურეთათვის ერთი თვის საპრემიო თანხის გაცემას ითვალისწინებდა. სულ საუბარი იყო 34 ათას ლარზე. _ ჰო, მაგრამ ამას მაშინვე არ დაეთანხმა გამგეობა და არც მოხდა თქვენი ბრძანების აღსრულება._ გამგეობამ ჩემი ბრძანების გაუქმება მოითხოვა და სარჩელი შეიტანა სასამართლოში. თან არგუმენტად დაურთო, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არქონის გამო, არ მომხდარიყო შესრულება, რაც არასწორი გახლდათ. როცა მე ბრძანება გამოვეცი, იქედან ცოტა ხანში ბიუჯეტში შემოვიდა 425 ათასი ლარი. ეს ვიცოდით წინასწარ და ამიტომ გამოვეცი ბრძანება. თან ეს იყო ჩემი თავმჯდომარეობის დროს გამოცემული მეორე ბრძანება პრემიაზე. სასამართლო როცა გაიმართა, მე უკვე თავმჯდომარე აღარ ვიყავი. ოზურგეთში გაიმართა პირველი პროცესი და ჩემი ბრძანება არ გააუქმა სასამართლომ. გამგეობა იძულებული გახდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა. იქაც იგივე დატოვეს. გამგეობას უთხრეს, რომ საკრებულოც და გამგეობა მუნიციპალიტეტის ერთი შემადგენელი რგოლია და არ შეიძლება ერთი ჩივლობდეს მეორეს. ეს არის აბსურდიო. ამდენი ხანია ველოდით აღსრულებას, მაგრამ არ მოხდა. ვფიქრობდით, რომ მოხდებოდა შეთანხმება. ჩვენს მიერ მოხდა წერილის გაგზავნა მოლაპარაკებაზე. მათგან პასუხიც არ მიგვიღია. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვეთ ჩემი ბრძანების აღსრულება, რასაც ოზურგეთის სასამართლო დაეთანხმა. ალბათ, გამგეობა კიდევ ერთხელ გასააჩივრებს, თუმცა, სააპალაციო დიდი ალბათობით იგივეს დატოვებს. სასამართლომ გამგეობას დაავალა ჩვენთვის ადვოკატის მომსახურების თანხის ანაზღაურებაც. ჩვენ გამგეობა გარკვეულწილად დავინდეთ. შეგვეძლო მოგვეთხოვა განაცდურიც, ანუ ყველა გადაცილებულ დღეზე თანხა დამატებით. ეს არ ვიკადრეთ. გამგეობა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღსრულებს უკვე წელზე მეტია. _ თუ გამგეობამ უარი განაცხადა აღსრულებაზე, მაშინ რა მოხდება?_ ბიუჯეტს დაედება ყადაღა და იძულებულნი გახდებიან, ეს თანხა გადაიხადონ. სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ მოგვიწევს წარსდგომა._ სააპელაციოს გულისხმობთ?_ არა, სხვა რამეს. მოხდა საკმაოდ საინტერესო ფაქტი, შეიძლება სასაცილოც ვუწოდოთ, აბსურდული თუ არა. რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს დღევანდელმა თავკაცმა გოგი ხელაძემ ჩემს მიერ 2014 წლის მაისში გამოცემული ბრძანებულება გააუქმა და დაწერა, რომ დაუყოვნებით აღსრულდესო. საინტერესოა, ჩემი ბრძანებულება დაუყონებლივ არ უნდა აღსრულებულიყო?! მე თავმჯდომარე არ ვიყავი?! ანაც ორჯერ მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომ ჩემი ბრძანება კანონთან სრულ შესაბამისობაში იყო. ბატონი გოგი ადგა და გააუქმა, თან არგუმენტად ის დაურთო, რა მოტივითაც სასამართლოში მოხდა ჩემი ბრძანების გასაჩივრება. უბრალოდ, სასაცილოა, როცა სასამართლო ამბობს, რომ ეს მოტივი არადამაკმაყოფილებელია და შენ ბრძანებას ამით ამყარებ. სწორედ ამის გამო შევიტანთ სარჩელს და თავმჯდომარეს უფლებამოსილების გადაჭარბებაში დავადანაშაულებთ. შესაბამისად, მოხდება მისი ბრძანების გაუქმებაც. არ შეიძლება ლუდივიკოსავით, კანონი და სახელმწიფო მე ვარო! ამ ფაქტთან დაკავშირებით თელავის `ლეგენდარული~ გამგებელი მედიკო მეზვრიშვილი გაგვახსენდა _ მისი ბრძანება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე აბსურდული და კომიკური: ქალბატონ მედიკოს ახლობელს თელავის ბაზართან ინტერესი ჰქონდა, თუმცა სასამართლომ ის გაამტყუნა და ბაზარი კანონიერ მფლობელს დაუტოვა. თელავის გამგებელმა `გამოაცხო~ ბრძანება: `ვბრძანებ გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება~. მართალია, ჩვენს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოს გადაწყვეტილება ღიად არ გაუუქმებია, მაგრამ სასამართლოს მიერ ორჯერ სამართლიანად ცნობილი გადაწყვეტილების გაუქმება არაპირდაპირი გზით ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ნიშნავს. მარტივად რომ ვთქვათ, ამირან გიგინეიშვილმა გამოწერა პრემიები, რაც ოზურგეთისა და სააპელაციო სასამართლოებმა მართლებულად ცნეს _ გოგი ხელაძემ კი მართლებულად ცნობილი ეს გადაწყვეტილება გააუქმა (?). `დამთხვევაა~ ისიც, რომ მედიკო მეზვრიშვილმა თავისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ასრულება მოითხოვა... ცოტა გასაკვირი კია, ფრთხილმა და დიდი გამოცდილების მქონე მაღალჩინოსანმა ასეთი რამ რომ მოიმოქმედა...

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები