ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ორო ცარიელი სკამი და პრობლემების ზღვა, რომლის გადაჭრასაც მერობის კანდიდატი ლია მუხაშავრია მოსახლეობას შეპირდა

29-09-2021, 11:58

გაზეთ ,,ჰო და არასთან“ არსებულ საზოგადოებრივ დარბაზ ,,თავისუფალ სახლში" მერობის კანდიდატის, ლია მუხაშავრიას მიერ დაანონსებულ დებატებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებთან  არ დაე­სწრნენ ,,ქართული ოცნებისა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“  მერ­ობის კანდიდატები.  შესაბა­მი­სად ორ სკამი თავისუფალი დარჩა ,,ეს ჩემი უპატივცემულობა კი არა, ამომრჩევლის უპატივცემულობაა, დასანანია, რომ ჩემს ოპონენტებს არ ეყოთ გამბედაობა ჩემთან დებატების გამართვის, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბატონი, ალექსანდრე სარიშვილი, მოქმედი მერია და ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს განვლილი საქმიანობის შესახებ თავის ამო­მრჩევლებს, მით უფრო, რომ ისევ აპირებს გახდეს ლანჩხუთის მერი. ხოლო ბატონ კალანდარიშვილს ამ დებატებში მონაწილეობით ადვილად შეეძლო დაერწმუნებინა ამომრჩეველი საკუთარ უპირატ­ესობაში,  მაგრამ ვაი, რომ არც პირველს, სარიშვილის აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა და არც მეორეს გამბედაობა ამისათვის. მაშ, რის იმედად აპირებთ არჩევნებში წარმატებას, ბატონებო?“_  განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ცნობილმა უფლ­ებადამცველმა,  ლია მუხაშ­ავ­რიამ და  საკუთარი წინასაარჩ­ევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა ამოამრჩეველს. მან  იმ სასიცოც­ხლოდ აუცილებელ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლის თუ ქალაქის მოსახლეობას დღეს ესოდენ აწუხებს.
,,ჩემთვის უმთავრესია ინფრასტ­რუქტურული განვითარების საკ­ით­ხები. დავდივარ სოფლებში შეხ­­ვედრებზე და ვიცი, რომ ძალიან ბევრგან გზა ისე მძიმე მდგომარეობაშია, რომ სახანძრო მანქანა ვერაფრით ვერ მიუსწ­რებს,  თუკი სადმე ხანძარი გაჩნ­დება, რომ არ გადაიწვას ვინმეს სახლი ან რაიმე ნაგებობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ახლა ვართ პანდემიის პირობებში წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია სასწრაფო დახმარების მანქანას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ პაციენტამდე მიაღწიოს. გუშინ  ვიყავით სოფელ ხორეთის ტერიტორიაზე, შეგვხვდა სასწრაფო დახმ­არების მანქანა, რომელიც მიდიოდა კოვიდ ინფექციით დაავ­ადებულ მცირეწლოვან პაციე­ნტთან და გზის მონაკვეთის გავ­ლას სულ ცოტა ნახევარი საათი მაინც მოუნდებოდალა.  ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი, როდესაც ხანდახან წუთებია გადამ­წყვეტი სიცოცხლის გადას­არ­ჩენად. სირცხვილია ოცდამეერთე საუკუნეში ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ თანამედროვე საქართველოში არა გვაქვს გზები, სადაც სასწ­რაფო და სახანძრო დროულად მიუსწრებს უბედურებაში ჩავარ­დნილ ადამიანს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასმელი წყლის საკითხი იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ არ ვცხოვრობთ, არც უდაბნოში და არც ნახევრად უდაბნოში, წყლის რესურსი საკმად დიდია, არა მარტო სასმელი წყ­ლის, არამედ მინერალური წყლ­ებით მდიდარ გურიაში, სოფლებში სასმელი წყალი ონკანში არ მო­დის, თუმცა იქ სადაც მოდის ეს არის ,,ტექნიკური წყალი,“ ძალ­იან უვარგისი, ხოლო ძალიან ბევრგან წყალი უბრალოდ არ არ­ის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს გარკვეული სერიოზული ოდენობის თანხა იხარჯება, წყა­ლთან დაკავშირებით. მაგალითად, მე შუხუთში ვცხოვრობ და წყალი მაისის თვის შემდეგ არ მაქვს. აუცილებლად შესამოწმებელია ვარგისიანობაზე წყალი, იმიტომ რომ, დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლის გამოყენება არის ჯანმრთელობისათვის ძალ­იან სახიფათო. თქვა მან და ისიც დასძინა, რომ სასმელი წყლისა და გზის პრობლემა საერთოდ არ უნდა იდგეს თანამედროვე პერი­ოდში დღის წესრიგში.  მერობის კანდიდათმა ასევე ისაუბრა ინტე­რნეტის მისაწვდომობაზე, მით უმ­ეტეს რომ დღევანდელი პირობ­ებში საჯარო სკოლები გადასულია ონლაინ სწავლებაზე და ინტერნეტის არაარსებობა მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში სერიოზული პრობლემაა. აღნიშნა ის­იც, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საკითხებს და ვფი­ქრობს რომ არა მარტო ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი მთელ რიგ სოფლებში, არამედ უსახსრო ოჯახების შვილებს, რომელთაც არა აქვთ კომპიუტერი, უნდა დაეხმაროს მუნიციპალიტეტის მერი, რომ სასწავლო პროცესში ჩართვა შესძლოს. საუბარი იყო განათ­ლების საკითხებზე, აუცილებელ პირობებსა და იმ ტექნიკურ პრობლემებზე, რაც ამ კუთხით არსებობს. ,,ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ ააშენეს სკოლები, თუმცა მე როგორც ვიცი არც ერთი ახალი სკოლა არ აშენებულა, რაიონში, გერემონტდა რამდენიმე მათქანი და ვფიქრობ, რომ სრული ინტერნებიზაცია მუნიციპალიტ­ეტის სოფლებისა შესაძლებლობას მისცემს ბავშვებს, კარგი ხარიასხის განათლება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად თუკი ექნებათ შესა­ბავისი კომპიუტერული საშუალე­ბები“.საუბარი შეეხო ყველაზე საჭირ­ბოროტო თემას, სოფლის მეურნეობას. ლია მუხაშავრიამ თურქ­ეთის სახელმწიფოს გამოცდილებაც გააცნო ამომრჩეველს.  თურ­ქეთში მუნიციპალიტეტი კი არ ეხმარება პირდაპირ აფუძვნებს, ყველანაირად ხელს უწყობს , რომ ადამიანები კოოპერატივში გაერ­თიანდნენ, ამის რამდენიმე მაგალ­ითიც მოიყვანა.
საუბარი შეეხო დამატებითი სა­მუშაო ადგილების შექმნას , რაც ჩვენს მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება 
,,მივესალმები ყველა ახალგაზრდას.  მინდა გამოვხატო მათ მიმა­რთ დიდი მხარდაჭერა და პირო­ბას ვაძლევ, რომ ნებისმიერი გაერთიანება, ფორმალური თუ არაფორმალური, თუკი ისინი ერთად რაიმე საქმიანობას გადაწყ­ვეტენ, იქნება უპირობოდ ჩემგან მხარდაჭერილი, დავეხმარები, როგ­ორც არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება და გაა­ფართოვონ თავიანთი საქმიანობა, ისე დავეხმარები ნებისმიერი ბიზნესიდეის განხორციელებაში, რათა მოიპოვონ დაფინანსება. მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი საწარმო უნდა იყოს  აუცილებლად სოცია­ლური საწარმო და გათვლილი იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
მივმართავ  უცხოეთში წასულ ძალიან ბევრ ლანჩხუთელს, რომ­ელიც იქ ძალიან მძიმე შრომით არის დაკავებული, თუ ვინმეს აქვს რაიმე საშუალება და რაიმე რაოდენობის კაპიტალი, ის აუცილებლად ჩადოს მცირე ბიზნესში, რომელსაც აქ, თავის სოფელში, თავის მუნიციპალიტეტში გახსნის და ამისათვის მინდა ძალიან მარტივი და ძალიან ცხადი გეგმა შემოგთავაზოთ.  ვიცით, რომ ჩვენს სოფლებში არის შემორჩენილი ჯერ კიდევ კომუნისტებისდროინდელი შენობები, ეს იქნება კლუბები, მაღაზიები თუ საწარმოები, რომლებიც განადგურების პირასაა,  ვაპირებ ჩემი მერობის პირობებში ყველა ეს ნაგებობა იყოს აღრი­ცხული, გადმოეცეს მუნიციპალი­ტეტს და ვინც წარმოადგენს ბიზნესგეგმას, რომ ამ შენობაშე გახსნის, სახელოსნოს, საწარმოს, საცხობს, ნებისმიერი ბიზნესის მიმართულებით შექმნის სულ მცირე ხუთ სამუშაო ადგილს, მე გპირდებით, რომ ყველა ეს ქონება ამ ადამიანებს პირობით ერთ ლარად გადაეცემა.“  _ თქვა ლია მუხაშავრიამ და გარდა ამისა უამრავ საინტერესო და საჭირო საკითხებზე გაამახვილა ყურა­დღება.
მაია კუკულაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 36
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა