შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ლია მუხაშავრია უკვე 6 წელია ლანჩხუთში, შუხუთში ცხოვრობს და აქედან აგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას, ანუ იცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში. მან დააფუძნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გურიის თხილი“, რომელიც ლანჩხუთის სოფლების 98 თხილის მწარმოებელ ოჯახს აერთიანებს. კოოპერატივმა 2017 წელს ლანჩხუთის ცენტრში ააშენა და აამუშავა თხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც დღეისათვის დასაქმებულია 25 ადამიანი.
ლია მუხაშავრია უფლებადამცველი იურისტია 1989 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი და გახდა ადვოკატი. 1994-1995 წლებში ის სწავლობდა აშშ-ში, როგორც ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი, ფილადელფიის, ტემპლის სამართლის სკოლაში, სადაც მიიღო სამართლის მაგისტრის წოდება. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, მან გააგრძელა თავისი საქმიანობა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე - დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლ“-ს და ამ ორგანიზაციასთან ერთად მოიგო არა ერთი პრეცენდენტული საქმე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.
ლია მუხაშავრია პირველი ქართველი ადვოკატია, რომელმაც მოუგო პირველი პრეცენდენტული საქმეები ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს, კერძოდ, ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ და შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამ პროფესიული მიღწევებისა, მას მიაჩნია, რომ მისი ყველაზე დიდი დამსახურებაა მისი თაოსნობით 21 ქართველი ადვოკატისთვის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული ტრენინგი 2002-2003 წლებში. ამ ტრენინგის შედეგად ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ადვოკატების უძლიერესი გუნდი, რომელიც წარმატებით იგებს საქმეებს ევროსასამართლოში.
ლია მუხაშავრიას იცნობენ, როგორც დიდი მიღწევების მქონე ადვოკატს ევროპისა და აშშ-ის პროფესიულ წრეებში, მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო საქმეებში ლონდონში, სტრასბურგსა და ვაშინგტონში. როგორც ადვოკატი ის ორჯერ იყო მიწვეული და მუშაობდა ლონდონში საადვოკატო ფირმასა და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციაში, მას ასევე გააჩნია აშშ-ში, ფილადელფიაში მოქმედი საერთაშორისო ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილე-ბა.
ლია მუხაშავრია არის გაერო-ს და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და საერთაშორისო ტრენერი წამების საკითხებში, ასევე საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზატორი, მომხსენებელი და მასპინძელი.
ლია მუხაშავრია იყო პირველი მომხმარებელთა უფლებების დამცველი კომუნიკაციების სფეროში.
ლია მუხაშავრიას აქვს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, ის იყო და დღესაც არის რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ბორდის და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი. მას შეუძლია ლანჩხუთისთვის დამატებითი უცხოური ინვესტიციებისა და დონორების დაფინანსების მოპოვება და ლანჩხუთის განვითარებისათვის მრავალი პროექტის დაფინანსება.
ლია მუხაშავრიამ განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ აშშ, ფილადელფიაში, ტემპლის სამართლის სკოლაში, შემდეგ გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში საბანკო აკადემიაში, მან თსუ-ში ასევე დაამთავა კინორეჟისურის ფაკულტეტი ოთარ იოსელიანისა და ბუბა ხოტივარის კლასში.
აირჩიეთ ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერად, თუ გინდათ, რომ ლანჩხუთი გახდეს დასაქმების, ნორმალური ცხოვრებისა და შვილების აღზრდის ადგილი. ლია მუხაშავრია შექმნის თქვენთვის ახალ სამუშაო ადგილებს, აამუშავებს ახალ საწარმოებს და აღადგენს არსებულ და დღეს უმოქმედო ინფრასტრუქტურას, ბიუჯეტის ყველა თეთრი დაიხარჯება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად და მოხმარდება მუნიციპალიტეტის აღმშენებლობას, ლანჩხუთელების ადგილზე დამაგრებას, სამუშაოდ უცხოეთსა და დიდი ქალაქებში წასული მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაბრუნებას და დაკეტილი სახლებისა და სოფლების გამოცოცხლებას. ყველა ლანჩხუთელი ძალიან მალე საკუთარ ოჯახზე იგრძნობს ცვლილებებს, რასაც ლია მუხაშავრიას მერად არჩევა მას მოუტანს! R
ვინ არის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ლია მუხაშავრია?
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 930