ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რომან ბიწაძე: `ჩვენ არც პრემიები აგვიღია, განსხვავებით სხვა საკრებულოებისაგან, რადგან ვთლით, რომ საპრემიო საქმეები არ გაგვიკეთებია~

რომან ბიწაძე: `ჩვენ არც პრემიები აგვიღია, განსხვავებით სხვა საკრებულოებისაგან, რადგან ვთლით, რომ საპრემიო საქმეები არ გაგვიკეთებია~
16-10-2015, 00:00

სადაც საკრებულოში მის მოღვაწეობაზეა საუბარი. საკრებულოს წევრი მისივე კომისიის სხდომების გამცდენ წევრებზე საუბრობს და ბიუჯეტით მოსახლეობის არასაკმარის ინფორმირებაზე წერს: `მე ვარ საკრებულოს ერთადერთი წევრი, რომელსაც არ მაქვს გაცდენები, როგორც საკრებულოს და ბიუროს, ასევე იმ კომისიების სხდომებისა, რომლის წევრიც ვარ. გაცდენებში ვგულისხმობ, გაცდენებს, როგორც საპატიო, ისე არასაპატიო მიზეზებით. კომისიამ, რომელსაც ვხელმძღვანელობ საანგარიშო პერიოდში გამართა 19 სხდომა საკრებულოს რეგლამენტის და კომისიის დებულების დაცვით, მათ შორის 13 მორიგი, ანუ სავალდებულო და 6 რიგგარეშე სხდომა. კომისია შედგება 5 წევრისაგან, ესენია: რ. ბიწაძე, ა. ქანთარია, ა. ხუხუნაიშვილი, გ. კერესელიძე და კ. ასკურავა. კომისიის სხდომებზე წევრების დასწრების ხარისხობრივი მაჩვენებელი ასეთია: გ. კერესელიძე - 1 საპატიო გაცდენა; ა. ქანთარია - 1 საპატიო გაცდენა; ა. ხუხუნაიშვილი - 1 გაცდენა; კ. ასკურავა - 4 გაცდენა, მათ შორის 2 საპატიო მიზეზით. საკრებულოს სხდომებზე საკითხის გამომტანად და მთავარ მომხსენებლად კომისია 57 შემთხვევაში იყო, რაც ბევრად აღემატება სხვა კომისიების ანალოგიულ მაჩვენებლებს. საკრებულოს ბიუროს სხდომებზე მთავარ მომხსენებლად და საკითხის გამომტანად კომისია 43 შემთხვევაში იყო, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. უშუალოდ კომისიის სხდომებზე განხილული იყო 78 საკითხი, კომისიის მიერ მომზადებულია 19-ზე მეტი დასკვნა სხვადასხვა საკითხებზე. კომისიის მიერ მომზადებული იყო 10-ზე მეტი საკრებულოს ნორმატიული აქტი.~რომან ბიწაძე წერილში მიუთითებს იმ ინიციატივებს, რომელიც მან, როგორც საკრებულოს წევრმა წამოაყენა: `პირველი შენიშვნა შეეხებოდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პრობლემას. კოდექსის მანამდე არსებული რედაქცია გულისხმობდა, რომ საკრებულოს ნებისმიერი წევრი, მნიშვნელობა არ ჰქონდა მას საკრებულოში ეჭირა თუ არა რაიმე თანამდებობა იღებდა კომპენსაციას ფულადი სახით ხარჯების ანაზღაურების მხრივ. კანონის ეს ნორმა არასოდეს არ მომწონდა, რადგან ვთვლიდი, რომ საკრებულოს თანამდებობის პირებს ისედაც ჰქონდათ საშუალებები განეხორციელებინა კანონით მინიჭებული უფლებები და არ მიმაჩნდა სწორად თანამდებობის პირებს მიეღოთ კომპენსაცია. საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ხელაძეს ეს აზრი გავუზიარე, მას მოეწონა და შევთავაზეთ საკრებულოს ბიუროს წევრებს, რომლებიც არიან თანამდებობის პირები ნებაყოფლობით გვეთქვა უარი მიგვეღო აღნიშნული კომპენსაციები. უნდა აღინიშნოს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო იყო იშვიათი გამონაკლისი, რომლის თანამდებობის პირები არ ვიღებდით კომპენსაციებს. დავამატებდით, რომ ჩვენ არც პრემიები აგვიღია, განსხვავებით სხვა საკრებულოებისაგან, რადგან ვთლით, რომ საპრემიო საქმეები, ჯერჯერობით, არ გაგვიკეთებია. საქართველოს პარლამენტის მიერ გაზიარებული იქნა ჩემი შენიშვნები და კანონში ჩაიწერა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელ ხარჯებს მიიღებენ მხოლოდ საკრებულოს არათანამდებობის პირები. ეს ნორმა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა მთელ საქართველოში.მეორე შეთავაზებული ინიციატივა შეეხება მუნიციპალიტეტების საპრივატიზაციო ობიექტების საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის საკითხს. მუნიციპალიტეტები ასეთი ობიექტების საწყის ფასს განსაზღვრავენ კერძო აუდიტის შეფასებების საფუძველზე, რომელიც წარმოშობს გარკვეულ სირთულეებს. მაგალითად, პროცესი დროში ჭიანურდება იმიტომ, რომ აუდიტის შერჩევას, მის მიერ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება. პრობლემატურია აუდიტის ანაზღაურების საკითხიც, რადგან მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ამ მიმართულებით თანხების ქრონიკულ დეფიციტს განიცდის. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: იმის გამო, რომ კერძო აუდიტი აფასებს საპრივატიზაციო ობიექტების საწყის ფასს, შეფასებებისას ყოველთვის ადგილი აქვს ინდივიდუალურ მიდგომას, ანუ შესაძლებელია ერთგვაროვანი ობიექტები სხვადასხვა ფასად იყოს შეფასებული არამარტო სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, არამედ მუნიციპალიტეტის შიგნიდან. აუდიტის მიერ ობიექტის შეფასებას აქვს ასევე ის ნაკლიც, რომ ყოველი შეფასებისას, როგორ ობიექტურადაც არ უნდა ჩატარდეს პროცესი, ყოველთვის ჩნდება იმის განცდა საზოგადოებაში, რომ აუდიტმა ან თვითმმართველობამ ხელოვნურად ხომ არ შეამცირეს ან პირიქით გაზარდეს საპრივატიზაციო ობიექტების ფასი. ვფიქრობ უმჯობესია არსებობდეს მარტივი, ასე თქვათ, მათემატიკური ფორმულა, რომლის მეშვეობით მუნიციპალიტეტები თავად განსაზღვრავენ საწყის ფასებს. ეს შესაძლებელია, რადგან მუნიციპალური ქონებები პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში ტიპიური, საბჭოური მშენებლობის ობიექტებია და ისინი მხოლოდ აშენების თარიღით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ასეთი ფორმულის არსებობის შემთხვევაში ვიგებთ დროში, ვზოგავთ თანხებს და პრაქტიკულად კითხვებიც მოხსნილია. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია უახლოეს დღეებში ეს ასახული იქნება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.მესამე ინიციატივა შეეხება სამასალე მერქნის მოპოვების პრობლემას. თუ ვინმეს ჰქონია შეხება ამ საკითხთან მათ კარგად იციან თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს. გარემოს დაცვის სამინისტრომ გაიზიარა ჩემი შეხედულებები და დიდი ალბათობით სამასალე მერქნის მოპოვების საკითხი სერიოზულად გამარტივდება და წლის ბოლოსთვის ასახული იქნება შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. ვფიქრობ, ერთი ადამიანის პირობებზე ეს საკმარისია და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ასეთ საკითხებში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული.~საკრებულოს წევრი საზოგადოებასთან შეხვედრებს იხსენებს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრიორიტეტებში დასაქმება პირველი იყო: `შეხვედრებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებული არის საბიუჯეტო პროცესის თაობაზე, ანუ ის საშუალებები, რომლითაც ჩვენ მათ ინფორმირებას ვახორციელებთ აშკარად არასაკმარისია. ამას ემატება ის გარემოება, რომ თვითონ ბიუჯეტის ფორმატი რთული გასაგებია მოქალაქეებისათვის და არამარტო მათთვის. შეხვედრებმა აშკარად დაგვანახა, რომ მოქალაქეები პრიორიტეტებს ანიჭებდნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა დასაქმება, გაზიფიცირება, გზების კეთილმოწყობა, საბავშო ბაღები, წყალმომარაგება და ა.შ. სამწუხაროდ, ფეხბურთი არც ერთ შეხვედრაზე პრიორიტეტად არ დასმულა. როცა მათ ვუხსნიდი, რომ დასაქმება და გაზიფიცირება ყველაზე ნაკლებად შედის მუნიციპალიტეტის მოვალეობაში-მეთქი, მაშინ ისინი საბავშო ბაღებს და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს მთავარ პრიორიტეტებად ასახელებდნენ. არაფერს ვამბობთ მძიმე სოციალური ფონის გამო საცხოვრებლად საშიში სახლების შეკეთების და ზოგადად დახმარებების პრობლემაზე, რომელიც თითქმის თანაბრად აწუხებს ჩვენი მოსახლეობის ამ კატეგორიას.~

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები