ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საკრებულოს სხდომა სამი საკითხითა და მცირე შენიშვნებით

1-09-2021, 11:59

27 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ნანაძე უძღვებოდა. სხდომას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიძინა იმნაიშ­ვილი, საკითხის მომხსენებლები და 19 დეპუტატი  ესწრებოდა დღის წესრიგის პროექტი სამი საკითხი­სგან შედგებოდა.
სამივე საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება დადგენილების მისაღებად: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
წლის ბიუჯეტით გარე განათებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის დაფინანსება 230 ათასი ლარით განისაზღვრა, წინა წლის ხარჯთან  შედარებით 25 ათასით მეტი, თუმცა, გაირკვა  რომ წლის დარჩენილი პერიოდისთვის დეფიციტი შეიქმნება.მიმდინარე წლის 25 აგვისტოს თვის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე განათების ხარჯმა უკვე 217,7 ათასი ლარი შეადგინა, დარჩენილი 12,3 ათასი ლარი კი აგვისტოს თვის ხარჯებისთვისაც კი არაა საკმარისი.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ განვლილ პერიოდში საშუალო თვის ხარჯი შეადგენს 27,3 ათას ლარს, დამატებით წლის დარჩენილი პერიოდისთვის 109 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს მოხმარებული ელექტრო ენერგიის ხარჯის დაფინანსება. ხარჯის დაფინანსება უნდა განხორციელდეს  ჯარიმების და საურა­ვების გეგმის 109 ათასი ლარით ზრდის ხარჯზე“-განმარტავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების ასახვის მიზნით ლანჩხუთის საკრებულოში  აღნიშნულ საკითხზე ადმ­ი­ნ­ისტრაციული წარმოება დაიწყო,  საკრებულოს სხდ­ო­მაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყ­რაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, დეპუტატმა ამირან გიგინეიშვილმა, იმ მოტივით, იგი  რომ წინა საარჩევნო პერიოდი ბიუჯეტში ცვლილებას   არ ეთ­ანხმება. ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდგომ  სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კახა კვიტაიშვილმა ლანჩხუთის მერის მოადგილეს ბიძინა იმნაიშვილს მიმართა, იმასთან დაკავშირებით, რომ მალე მოსავლის აღების პერიოდი დადგება და ბაკურის ტერიტორიაზე არსებულ საყანე ფართობში გზების გაუვალობის გამო მოსახლეობას მოსავლის აღება გაუჭირდება დეპუტატმა აღნიშნა, რომ იქნებ წერტილოვნად მაინც მოხერხდეს ამ მისასვლელების შეკეთება, რათა  მოსავლის აღება უფრო მოსახერხრებელი გახდეს, აღნიშნულ წინადადებას მერის მოადგილეც დაეთანხმა და მისი თქმით  დაწყებულია ამაზე მუშაობა, არა მხოლოდ მცი­რე მონაკვეთების შეკეთება უნდა მოხდეს, არამედ სა­ყანე ფართობებთან  ყველა მისასვლელი უნდა მოწესრიგდეს.
შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა შუხ­უთისა და აცანის  ტერიტორიის საზღვრის გამყოფი  ნიშნის თაობაზე ისაუბრა, მან თქვა რომ არაერთხელ დააყენა ეს საკითხი, შუხუთი-აცანის ტერიტორიის გამ­ყოფი საზღვრის ნიშანი განთავსებულია შუხუთის სი­ღრმეში, რაც მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან  პრობლემას წარმოადგენს.
მაია კუკულაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 842
FACEBOOK კომენტარები