ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ლია მუხაშავრია იქნება

30-07-2021, 11:12

გავრცელდა ახალი ინფორმაცია, ლანჩხუთში გაერთი­ანე­ბული ოპოზიციის მერობის კანდიდატი უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია იქნება. ლია მუხ­აშავრია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. შეხუთის მკვიდრია.
ლია მუხაშავრია დაიბადა  ქ. თბილისში,დაამთავრა თბი­ლ­­ისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკ­ულტეტი 1989 წელს; 1995 წელს ტემპლის(აშშ) სამარ­ტლის სკოლა, 1999 წელს ფრანკფურტის საბანკო აკა­დემია.
1990 წლიდან მუშაობს მთაწმინდის რაიონის ადვო­კატურაში; 1997-1999წწ. საქართველოში დიდი ბრიტა­ნეთის ელჩის პირადი მრჩ­ეველი იურიდიულ საკითხ­ებში; 1997-2003წწ. ქართ­ულ-ამერიკული უნივერსი­ტეტის თანადამფუძნებელი და ამავე უნივერსიტეტის სამ­ართლის ფაკულტეტის დეკანი;2003-2005წწ. UშA­ID–ის მიწის ბაზრის პროექტის ექსპერტი; UშAID–ის კაპიტალის ბაზრის პროექტის იურისტი-ექსპერტი; საქ­ართველოში ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნისა და რეგულირების საკითხების იურ­ისტი; პირველი მომხმ­არებე­ლთა უფლებების დამცველი (მომხმარებელთა ომბუცმენი) საქართველოს კომუნიკაცი­ბის ეროვნულ კომისიაში; 2005-2007წწ. მოქმედი ლექტორი; არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 836
FACEBOOK კომენტარები