ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ იქნებიან ,,ოცნების~" ახალი სახეები? მეოცნებეთაგან“ ვინ მოხვდება გახარიას სიაში და რას ფიქრობს ,,გაბრაზებული" ამომრჩეველი?

26-07-2021, 11:29

ადგილობრივი თვითმ­მართვე­ლობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ბუნებრივია, ვნებათაღელვის საგნად რჩება, მიუხედავად იმისა თუ რამდენად არის განწყობილი მოსახლეობა საარჩევნოდ.ახალი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ლანჩხუთის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვი 9-მდე შემცირდება, 18 დეპუტატი კი პროპორციული სიით იქნება წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ყველა სოფელს თითო მაჟორიტარი არ ეყოლება.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 16 ტერიტორიული ერთეულია და 17 მაჟორიტარი ჰყავს, აქედან 2 ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულშია, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ერთი მაჟორიტარი ეყოლება. ამჟამად ლანჩხუთის საკრებულო 27 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ვინ იქნება ოცნების მერობის კანდიდატი ლანჩხუთში?  რამდენიმე ახალი სახის შემდეგ, სავარაუდოდ, ოცნება არჩევანს კვლავ ალესანდრე სარიშვილზე შეაჩერებს.
 გადაწყვეტილია ისიც, რომ ქალაქს ერთი მაჟორიტარი ეყოლება. ვისზე დადებს ფსონს ,,ოცნება“,  ჯერ უცნობია.  როგორც ცნობილი ხდება ა(ა) იპ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის კანდიდატურა გამოიკვეთა, რომლის კონკურენტი მოქმედი მაჟორიტარი კახა კვიტაიშვილია. ორივე საკმაოდ სტაჟიანი წევრია ლანჩხუთის საკრებულოში. რაც შეეხება წულაძეს, მან წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ქალაქი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაამწვანა, ინფრასტრუქტურა რომ არ მოიკოჭლებდეს, ლანჩხუთის ცენტრს კიდევ არა უშავს, თუმცა ეს სულ სხვა თემაა. რაც შეეხება კახა კვიტაიშვილს, მას მოსახლეობა დადებითად ახასიათებს თავაზიანობით გამორჩეული ახალგაზრდაა, პასუხს მაინც გაგცემს კითხვაზე.  (ბევრი ამასაც არ აკეთებს.)
ერთ მაჟორიტარულ ოლქებად გაერთიანდება,  მაჩხვარეთი, გვიმბალაური და ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც გამოკვეთილი ფიგურა გიორგი ჩახვაძეა.
 ნიგვზიანის თემის ბეჭდაუდებელი ფალავანი, რომელიც მოსახლეობამ დავით აღმაშენებლადაც კი მონათლა, ბესიკ ტაბიძეა და ამჟამად მას მოუწევს ნინოშვილელი აღმაშენებელიც გახდეს, რადგან ნიგვზიანის და  ნინოშვილის თემის მაცხოვრებლებს ერთი კანდიდატის არჩევა მოუწევს.
 აცანის, მამათისა და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ მაჟორიტარულ ოლქად იქნება  წარმოდგენილი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამ სოფლებს  საერთო მაჟორიტარის არჩევა მოუწევს, რამდენადაც ცნობილია, ემზარ თედორაძეს, რომელსაც არჩევნების ლომსაც უწოდებენ, საკმაოდ რთული მისია შეიძლება ხვდეს წილად. რადგან აკეთის და მამათის თემსაც უნდა მოაწონოს თავი, არადა ორივე მათგანი საკმაოდ რთული სოფელია. აკეთის თემს კი საერთოდ მისასვლელი გზაც არა აქვს, ამ სოფელში ასევე პრობლემა სასმელი წყალი, ეს თემი  ერთერთია ,,გაბრაზებულთა“ შორის.
ლესისა და ჯურუყვეთის საარჩევნო უბნები ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდება. ელისო ჭიჭინაძე თუ სპარტაკ კვაჭაძე? მძახლები ერთმანეთში მორიგდებიან, ერთ-ერთი პარტიულ სიაში გადაინაცვლებს.
ასევე პარტიულ სიაში გადაინაცვლებს სუფსის მაჟორიტარი და ,,ოცნებას“ ფსონის დადება სუფსაში ბესიკ კუპრაძეზე მოუწევს. 
 ჩოჩხათის მაჟორიტარად ცნობილი ექიმი რეზო კვერენჩილაძე სახელდება, თუმცა არაა გამორიცხული, მოქმედი მაჟორიტარი განიხილონ. 
შუხუთი-ნიგვზიანის საარჩევნო ოლქში ზაზა წულაძე ან გიორგი იმნაიშვილი იბრძოლებს.
რაც შეეხება მმართველი პარტიის პარტიულ სიას, ამ თემაზე კულუარებში ახალი ინფორმაციებიც ვრცელდება და დიდი ,,აჯაფსანდალი’’ შეიძლება მომზადდეს,  თუმცა წინასაარჩევნო სიურპრიზებს  მიჩვეული ამომრჩეველი, ახლა ვეღარაფერს გაიკვირვებს, იმისთანა ქალაქში სადაც,  ცხოვრების დონე სიღარიბის ზღვარს ზემოთ ვერ ქაჩავს,  მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მმართველი ძალის მიმართ დიდია, ხოლო ამ უკმაყოფილების ხელოვნული გადაფარვა არც თუ ისე მარტივია. 
,,ოცნების" პარტიულ სიაში  ყველაზე დიდი შანსი და ამომრჩევლისგანაც  დადებითი პირობის გარანტია  აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს, ლადო ნანაძეს. 
ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ვერიკო კვირკველიას, ციცი ჩხაიძეს, ვენე კვირკველიას, ალექსანდრე მახათაძეს... სიაში წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე ეცდება მოხვედრას, ასევე იქნება წინა მოწვების საკრებულოს წევრის დარეჯან ბურჭულაძის კანდიდატურა, რომელიც იმ საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ მოხვდა, სიაში მოხვედრის შანსი აქვს ,,ოცნების“ ოფისის თანამშრომელს ლოლიტა ურუშაძეს. სავარაუდოდ ახალი სახე იქნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ზოგიერთი თანამშრომელი.
ვინ გაუწევს ოპონირებას მმართველ ძალას, ეს ცალკე საკითხია, თუმცა  შეიძლება მოხდეს ისეთი გასაოცარი რამეც, ზოგიერთი კანდიდატი ოპოზიციის რიგებში რომ გვეგონა, პირდაპირ მეოცნებეთა სიაში გამოგვეჭიმოს.
 საარჩევნო სუბიექტებს შორის გახარიას პარტიაა ის ძალა, რომელიც პირველად ამ არჩევნებზე წარსდგება ამომრჩევლის წინაშე და ბუნებრივია, რომ საზოგადოებას აინტერესებს, რის და ვის ხარჯზე გეგმავს იგი თავის დამკვიდრებას და ვის წაართმევს ხმებს ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? როგორც კულუარებში საუბრობენ ,,მეოცნებეთ“ შორის ბევრს აქვს სურვილი  შეიძლება გახარიას პარტიაში გადასვლის, იმასაც ამბობენ, რომ ამ პარტიის დამფუძვნებლის და მასთან დაახლოებული წრის გემოვნება საკმაოდ მაღალია, თავის რიგებში, არაპროფესიონალს, გაუნათლებელს და ,,მრავალ პარტიაზე“ გადამხტომს არ მოიაზრებს, რაც ,,ქართული ოცნების“ არქილევსის ქუსლად არის ცნობილი. გამოდის რომ გახარიას პარტია გვერდით მხოლოდ ,,დიმიტრი გელოვანებს“ თუ დაიყენებს. 
ცხელი ზაფხულის შემდეგ, საკმაოდ ცხელი შემოდგომა გველის, მათთვის ვინც საარჩევნო მარაქაში იქნება მკლავდაკაპიწებული, თორემ  საარჩევნო  პანდემიისა და მძიმე ეკონომიკის პირობებში, ისედაც გაწამებულ მოსახლეობას პოლიტიკას ვერც კი უხსენებ. 
მაია კუკულაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 666
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა