ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წინასაარჩევნო ვნებანი ლანჩხუთში ანუ ,,პაწა ტვინიც უნდა გაანძრიო, ასეა საჭირო...’’

7-07-2021, 14:54

ადგილობრივი  ხელისუფლების არჩევნებს რეგიონებში პირობითად, ჩვენს არჩევნებსაც ვუწოდებთ, რადგან  ამ პატარა სივრცეში,  ყველაფერი უფრო მეტად ჩანს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს.ლანჩხუთი პატარა რაიონია აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და თითქოს ხელის გულზე გიდევს ყველა საარჩევნო სუბიექტის ავანჩავანი.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების შემდეგ,  იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიული სია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ადრინდელ არჩევნებში იყო. მაჟორიტარების ხარჯზე საკრებულოში უმრავლესობით მოხვედრა გაჭირდება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ცხელი ადგილობრივი არჩევნები გველოდება. რა ძალას გამოიყვანს მმართველი პარტია იმისათვის, რომ მისი ავტორიტეტი არ დაეცეს რიტორიკულ კითხვად რჩება. ასევე საკითხავია ისიც, როგორ ოპონირებას გაუწევს ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდს? როგორი იქნება წინასაარჩევნო გარემო? და ა.შ.
ფაქტია, რომ მაჟორიტარების ხარჯზე საკრებულოში უმრავლესობის მოგროვება ვერ მოხერხდება და როგორც ცნობილი ფილმის გმირი იტყოდა _ ,,პაწა ტვინიც უნდა გაანძრიო, ასეა საჭირო...’’
დღევანდელ  ადგილობრივ საკრებულოში ,,ქართული ოცნება~უმრავლესობითაა წარმოდგენილი, 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან ყველა სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარია. რამდენიმე მათგანი მესამედაც მოხვდა საკრებულოში სხვადასხვა პარტიებიდან. ამჯერად  ,,ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციას კვლავ ამ დეპუტატების იმედი აქვს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი სახეებიც გამოჩნდებიან და ესეც გარდაუვალია.
ვინ იქნება სახელისუფლებო გუნდის მერობის კანდიდატი?! ვისზე დადებს ფსონს ,,ქართლი ოცნება"?! ვრცელდება  ინფორმაცია, რომ მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი ამჯერად მერობის კანდიდატად აღარ მოიაზრება. 
სავარაუდო კანდიდატებს შორის  წარმოშობით აკეთელი ბიზნესმენი დავით მჟავანაძე განიხილება, რაც შეეხება მოქმედ მერს ალექსანდრე სარიშვილს, მმართველი პარტია საკრებულოში წამყვან თანამდებობაზე მოიაზრებს.  იგივე  წყარო გვეუბნება, რომ შესაძლებელია ,,ქართული ოცნების" სიით  საკრებულოში, ორი მოწვევის წინანდელი საკრებულოს თავმჯდომარე რეზო  ჩიტიძე იბრძოლებს.მოსალოდნელია მმართველმა გუნდმა მრავალი სიურპრიზი შესთავაზოს მოსახლეობას ახალი სახეების წარმოდგენის თავალსაზრისით.რაც შეეხება  ოპოზიციას, გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციის  მერობის კანდიდატი, ლანჩხუთის ექსგამგებელი და ადგილობრივ პოლიტიკაში საკმაოდ წონიანი ფიგურა,  გია გოგუაძე იქნება. აღნიშნულის  გადამოწმების მიზნით ტელეფონით დავუკავშირდით გია გოგუაძეს, მან ეს ინფორმაცია ნაწილობრივ  დაასტურა.
გვითხრა,  ამ არჩევნებში აქტიურად რომ იქნება ჩართული ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ იქნება თუ არა მერობის კანდიტატი, ამაზე ჯერ კიდევ ბევრი რამეა შესათანხმებელიო. ლანჩხუთის  ექსგამგებელიმა იქეთაც დაგვისვა შეკითხვა გაგვიკვირდებოდა თუ არა მისი აქტიური მონაწილება ადგილობრივ არჩევნებში, რაღა თქმა უნდა, რომ ეს ჩვენ ეს  არ გაგვკვირვებია.ასევე ვესაუბრეთ ლანჩხუთის ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს კახა ასკურავას.  მანაც გვითხრა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია,  თუმცა ჩვენს მიერ დასმული შეკითხვაზე გვიპასუხა:
,, ჩვენ, როგორც დიდი ოპოზიციური ძალა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს მოლაპარაკება და შეჯერება საერთო კანდიდატზე, როგორც მერობის, ასევე საკრებულოს  თავჯდოარის,  მაჟორიტარების   და საარჩევნო  სიის. პირადად მზად ვარ,  საკუთარი  ამბიციები უკანა პლანზე დავაყენო და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რათა ეს მოლაპარაკება შედგეს. რაც შეეხება,   ოპოზიციური გაერთიანების მერობის კანდიდატად დასახელებას, ალბათ არავისთვის არ იქნება გასაკვირი, თუ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ გაერთიანებას მერობის კანდიდატად შესთავაზებს,  წარსულში ერთ-ერთი წარმატებული გამგებელის გია გოგუაძის კანდიდატურას. დიდი იმედი მაქვს ოპოზიციურ პარტიებს ეყოფათ გონიერება მტკიცე გაერთიანებისთვის, რაც გახდება გარანტია ოცნების დამარცხების.
ჩვენ  დავუკავშირდით პარტია ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის   წარმომადგენელს,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს  ბესო ტაბიძეს: მისი თქმით, მერობის კანდიდატობის  გამოკვეთილი პრეტედენტი  ჯერ არ არსებობს. რაც შეეხება დასახელებულ პიროვნებას, წარმოშობით აკეთელ ბიზნესმენს, დავით მჟავანაძეს მის შესახებ ჯერჯერობით არაფერია დაკონკრეტებული.
     ,,ჰო და არას” ინფორმაციით ,,ქართული ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს საარჩევნო სიის განახლებას, კანდიდატების  სახელი და გვარები ალბათ  მალე გაჟღერდება, აგრეთვე ძველი მაჟორიტარების ერთ ნაწილსაც, რომელიც უფრო სანდოდ არის მიჩნეული, საკმაო ძალისხმევა დასჭირდებათ,  რომ კვლავაც იყვნენ წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებად მმართველი გუნდის მიერ.ასევე არაფერია ჯერ-ჯერობით ცნობილი, ოპოზიციის საარჩევნო  სიასთან დაკავშირებით.
                   მაია კუკულაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 246
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა