ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სუფსელებს ყანის (შე)მოსავალი უკვე დაუთვალეს _ რას იტყვის მთავრობა?

სუფსელებს ყანის (შე)მოსავალი უკვე  დაუთვალეს _ რას იტყვის მთავრობა?
7-10-2015, 00:00

შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-4 ლოტთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: სარდიონ ჩხაიძე და ვასილ ბაზაძე, სუფსის მაცხოვრებლები: ალეკო ევგენიძე, ზვიად სარალიძე. აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, საყანე ფართობების მოსავლიანობასთან დაკავშირებით. ჯგუფმა კვლევა ჩაატარა სუფსის, ნიგვზიანის, ჩიბათისა და ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გარდა აღნიშნული ჯგუფის წევრებისა, გათვალისწინებული იყო ასევე ამ დარგში კომპეტენტური პირების მოსაზრებები. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი ჩახვაძის განცხადებით, შემდეგი სურათი გამოიკვეთა: `1 ჰექტარზე კარგ პირობებში შესაძლებელია 8-10 ტონა ქართული ჯიშის სიმინდის მოსავლის მოწვევა, ჰიბრიდულის - 10-12 ტონა. არსებული პირობების გათვალისწინებით, კი 6-7 ტონა მოსავლი მიიღება. საიდანაც მარცვლეული რჩება 4,6 ტონა.~ ჯგუფმა დათვალა ასევე კილოგრამი სიმინდის ღირებულება და სიმინდის მოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნულის გამოკლებით, 1 ჰა ფართობი იძლევა წლიურად 3600 ლარის ღირებულების შემოსავალს. გარდა ამისა კომისიამ დათვალა 1 ჰა ჩალის (1100-1200 კონა) რაოდენობა, ლობიოსა (80-100 კგ) და სოიოს (200-300), გოგრის (1 ტონაზე მეტი) შემოსავალი. სუფსის მცხოვრებ ალეკო ევგენიძის განცხადებით, მათ მიერ შესრულებულ კვლევის შედეგებსა და სამუშაო ჯგუფის კვლევებს შორის არ არის დიდი განსხვავება და სრულიად მისაღებია. მისი განმარტებით, ის ფასი რომელიც სამინისტროს მიერ დაქირავებულმა აუდიტორულმა კომპანიამ წარმოადგინა, არ შეესაბამება რეალურ სურათს. მას შემდეგ რაც სამუშაო ჯგუფი მიიღებს გამოთხოვილ ინფორმაციას მიწის ფასებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრიდან და ქონების ეროვნულ სააგენტოდან, მოამზადებენ საბოლოო დასკვნას. ზუსტ და არგუმენტირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხუთკაციანი ჯგუფი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრათან შეხვედრას გეგმავს. ,,კვლევის შედეგად ჩვენ წარმოვადგენთ რეალურ სურათს, რომ მივაღწიოთ ოქროს შუალედს. სამუშაო ჯგუფი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ გათვალისწინებული იყოს, როგორც ხალხის ასევე სახელმწიფო ინტერესები“, _ განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჩახვაძემ.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა