ლანჩხუთელ მედიკოსთა ამქარს, კიდევ ერთი ექიმი გამოაკლდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა დარეჯან თხელიძე, ექიმ ტრავმატოლოგ ნუგზარ ურუშაძის მეუღლე.
საოცრად ენერგიული და სიცოცხლით სავსე ქალბატონი ქართული კულტურის დიდი მოამაგე და დამფასებელი, დარეჯან ექიმი წლების მანძილზე მუშაობდა ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში, იყო რაიონის მთავარი ექსპერტი. მეუღლე ნუგზარ ურუშაძესთან ერთად იგი ამშვენებთა ლანჩხუთელი ექიმების იმ განუმეორებელ თაობას, რომელმაც დაუვიწყარი კვალი დატოვა რაიონის ისტორიაში. თაობები ყოველთვის იამაყებენ და გაიხსენებენ იმას, რომ ლანჩხუთს ჰყავდნენ საოცარი ექიმები, ერთ-ერთი მათგანი იყო დარეჯან ექიმი. ნუგზარ ურუშაძეს და მის მეუღლეს დარეჯან თხელიძეს ლანჩხუთი იცნობდა, როგორც ულამაზეს წყვილს, მოწოდებით ექიმემებსა და უდიდესი კაცთმოყვარეობის მქონე ადამიანებს. მოგონებათა უსასრულობას შეუერთდა დარეჯან ექიმი, იგი ლანჩხუთში ყველას ახსოვს, როგორც დიდი ენერგიის მქონე, პროფესიონალი და მედიკოსების ულამაზესი ოჯახის დიასახლისი, რომელმაც ოთხი ასეთივე ულამაზესი შვილი და უნიჭიერესი შვილიშვილები დატოვა..
ქალბატონი დარეჯანი ახლა, სამედიცინო სფეროში, სამეგობროსა და სამეზობლოში გამორჩეულ ადამიანთან, ცოცხალი იუმორის მქონე ნუგზარ ურუშაძესთან ერთად დააკლდება ლანჩხუთს. ,,ჰო და არა’’ თანაუგრძნობს ურუშაძეების ოჯახს ქალბატონი დარეჯან თხელიძის გარდაცვალების გამო.
გარდაიცვალა ექიმი დარეჯან თხელიძე
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 889