ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საკრებულომ სამუშაოები მოინახულა

საკრებულომ სამუშაოები მოინახულა
7-09-2015, 00:00

თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძემ, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ამავე კომისიის წევრებმა: დარეჯან ბურჭულაძემ, ჯუმბერ ბლაგიძემ, კახა ურუშაძემ, თემურ მარშანიშვილმა და ელგუჯა ჩხაიძემ ღრმაღელისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურის, სტიქიის სალიკვიდაციო და სოფლის პროგრამით გათვალისწინებული მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს. _ აღნიშნულის შესახებ ჰო და არას~ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, _ ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ორმეთში დასრულდა სასაფლაოს შემოღობვა, სოფელ ომფარეთში ილია ჯიშკარიანის ეზოსთან მოეწყო მილ-ხიდი-გაბიონი. სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება შ.პ. ს ,,ტალღა“-მ უზრუნველყო.  სოფელ ომფარეთში მიმდინარეობს წყლის დებეტის მოწყობა, პროექტის ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს, დასრულებულია პირველი ეტაპი. 20 ტონიანი საცავიდან ტექნიკური წყალი 80 ოჯახს უნდა მიეწოდოს. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით ჯგუფმა შენიშვნები გამოთქვა, მილი საიდანაც წყალი გამოედინება, უნდა შეიღებოს.  სოფელ წყალწმინდაში დასრულდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, გაბიონი მოეწყო ელგუჯა სარიშვილის სახლთან მდებარე ღელესთან, რომელიც ავდრის დროს ტბორავდა სარიშვილის საკარმიდამოს და მიმდებარედ მდებარე სოფლის საყანე ფართობებს.  აღნიშნულმა ჯგუფმა მოინახულა ასევე სოფელ წყალწმინდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა. ჩამორეცხილია გზის ნაწილი, სადაც დაწყებულია ხიდის მშენებლობა,რომლის აგება ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 444 ათას ლარს შეადგენს, სამუშაოებს შპს ,,სახარია“ ახორციელებს.  სოფელ წყალწმინდაში ინტენსიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 60 პატარაზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებით აგებული შენობა იქნება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „საბა“ ახორციელებს, მშენებლობა დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება - 252 ათას ლარს შეადგენს. კომისიამ მოინახულა გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის კომპლექსის მშენებლობის პროცესი, ამ ეტაპზე შენობის გადახურვა მიმდინარეობს.  გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის კომპლექსი ორსართულიანი იქნება და 46 პერსონაზეა გათვლილი, კომპლექსის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.  აქ სამუშაოებს შპს „გილმარი-2“- ასრულებს და დაახლოებით 350 ათასი ლარი დაჯდება. კომისიამ მოინახულა ასვე სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხიდმაღალაში, მინი-სტადიონი, რომელიც შემოიღობა, გაკეთდა განათება, საპირფარეშო, ინდმეწარმის ინიციატივით მისასვლელი გზა მოიხრეშა (რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული), ასევე მოინახულეს სასაფლაოს ღობე, რომელიც ქვა-ყორით შემოიღობა, დაახლოებით 152 მეტრი, ასევე გაკეთდა 4 ჭიშკარი. აღნიშნული პროექტები სოფლის პროგრამით განხორციელდა, სამუშაოები კი ინდ.მეწარმე იროდიონ ყაჭეიშვილმა შეასრულა.  

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები