ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

"ჰო და არას" ექსკლუზიური ინტერვიუ კახა ებრალიძესთან

"ჰო და არას" ექსკლუზიური ინტერვიუ კახა ებრალიძესთან
28-08-2015, 00:00

_ ბატონო კახა, თქვენივე რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრები აცხადებენ, რომ სფფ-ის ყრილობის დელეგატის კანდიდატურა და პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეუთანხმეთ, ბევრისთვის თქვენი გადაწყვეტილებები მოულოდნელიც აღმოჩნდა. _ ვისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ან მე არ მიცნობს, ანაც ის კატეგორიაა, ჩემგან განსხვავებით მხარდაჭერას ხან ერთს რომ ჰპირდება, ხან მეორეს. რაც შეეხება შეთანხმებას, ამის სამართლებრივი ვალდებულება არ მქონია. _ თუმც არის მორალური მხარეც, ისინი ხომ თქვენი ფედერაციის წარმომადგენლები არიან! _ სწორედ მორალური თვალსაზრისით არ ჩავაყენე ოფიციალურად ისინი საქმის კურში და უხერხულობაშიც. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა გრფფ–ის არჩევნები ტარდებოდა, მანამდე შევხვდი ჩემი ფედერაციის გამგეობის წევრებსა და სუბიექტებს, სადაც აღვნიშნე, რომ თუ მხარს დამიჭერდნენ, კენჭს მხოლოდ მაშინ ვიყრიდი. ყველამ დამიჭირა მხარი! დავაყენე კანდიდატურა და შემდეგ ამ ადამიანების ნაწილმა დაწერა კოლექტიური განცხადება, სადაც მე მხარს არ მიჭერდნენ და არ ცნობდნენ არჩევნებს! გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან და აშკარა იყო, მათზე ზეწოლა განხორციელდა. კარგად მესმოდა და მესმის მათი _ არ აქვთ ფუფუნება, რომ ეჭვქვეშ დააყენონ შემოსავალი, რომლითაც ოჯახს არჩენენ. არჩევნების შემდეგ მათ ჩემთან შეექმნათ უხერხულობა, თუმცა ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ ეგრძნოთ. ამასთან, ერთი მათგანიც კი არ გამიშვია ფედერაციიდან! ახლაც ვიცოდი, რომ ოფიციალურად ისინი საქმის კურსში რომ ჩამეყენებინა, გაცილებით ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ. მხოლოდ ფაქტებს გეტყვით: რაც პრეზიდენტი ვარ, 5-6 ყრილობა გაიმართა და გამგეობას არც ერთხელ არ გასჩენია სურვილი პირად საუბარში მაინც დაეფიქსირებინა პროტესტი, ახლა რატომ მიპირისპირდებიან? _ საითკენ მიგყავართ? ზეწოლაზე მიანიშნებთ? _ მე ბრალს ვერავის დავდებ, თუმც როცა ჩემი გამგეობის წევრები არასამუშაო დღეს არასამუშაო საათებში მოდიან ლანჩხუთში და ჩემთან შეხვედრა უნდათ, ეს რას ნიშნავს? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს კვირა საღამოს გაუჩნდათ სურვილი ჩემთვის პასუხი მოეთხოვათ? 5 წლის მანძილზე ერთხელაც არ დაინტერესებულან დელეგატის ვინაობით და ახლა ორშაბათ დღესაც არ დაელოდნენ? _ როგორც ამბობენ, შეიძლება თქვენი გადაყენებაც მოინდომონ! _ ამის ბერკეტი არ არსებობს. მე კანონი არ დამირღვევია და თუ ამ ხალხს დელეგატის წარდგენამდე არ ჰქონდათ პრეტენზია, ფიქრობთ, რომ ეს საკითხი ჩემი გადაყენების საფუძველია? მე არ ვეპოტინები სკამს და ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება პირად კეთილდღეობას. მე რეგიონულ ფედერაციაში არ მაქვს 1 ლარი ხელფასიც კი! ამას გარდა, პირადი კეთილდღეობა წინ არასდროს დამიყენებია _ ორჯერ დავტოვე 1200 ლარიანი სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებოდი იმას, რაც ხდებოდა! მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ სამსახურს არ ვეპოტინები ფულის გამო და არც სფფ-ის პრეზიდენტის სკამზე ვარ ჩაბღაუჭებული. სასაცილოა ჩემზე თქვა, რომ ევროპალიგის ფინალზე დასწრებით `გადამიბირეს~. _ თუ არც ხელფასი გაქვთ და ვერც ევროპალიგის ფინალით გადაგიბირეს, რატომ უჭერთ მხარს რევაზ არველაძეს? _ როცა ზვიად სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, პირველად ლანჩხუთში ჩამოვიდა და თქვა, რომ `გურია~ ბრენდი და ჩემი პრიორიტეტიაო. მისი და გენმდივან რევაზ არველაძის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდით. შპს `გურიას~ ჰქონდა 250 ათასიანი საბიუჯეტო დავალიანება და სფფ–ის სარეკომენდაციო წერილით ეს თანხა ჩამოგვაწერეს; ლანჩხუთის სტადიონზე პირადად სფფ-ის პატრონაჟით დაიგო 700 ათასიანი ბერძნული მინდვრის საფარი; საჩუქრად გადმოგვცეს 80 ათასი ლარის ღირებულების ინდივიდუალური სკამები; გურიის ფეხბურთის ფედერაციას შეუძინეს ოფისი ქალაქის ცენტრში; ოზურგეთის ბავშვთა სკოლას გადაეცა 25 ათასი ლარის ღირებულების ეკიპირება. 4 წელიწადში როდის გაკეთდა გურიის რეგიონში ამდენი რამ? ამის შემდეგ მე არ ვიქნებოდი მართალი, მხარი სხვისთვის დამეჭირა. გული მწყდება, რომ ვერ დავუჭირე მხარი მერაბ ჟორდანიას, ვისაც ლანჩხუთის ფეხბურთში დიდი ღვაწლი აქვს. სამწუხაროდ, ერთისთვის უნდა დამეჭირა მხარი... ამ ეტაპზე მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ რაიმეს თქმას დავაპირებ, ჟურნალისტებს თავად დაგიკავშირდებით

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა