ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ დასრულდა სასწავლო პროცესი პანდემიის პორობებში და რა ძირითადი რეგულაციებით დაიწყება ახალი სასწავლო წელი?!

9-09-2020, 16:19

კორონა ვირუსის გამო საჯარო სკოლებს სასწავლო წლის დასრულება მოუწიათ სრულიად ახალი, ონლაინ-რეჟიმით. როგორ დასრულდა სასწავლო წელი და რა ახალი რეგულაციებით დაიწყება სასწავლო პროცესი, ამის შესახებ გვესაუბრება პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კილაძე.  
ონლაინ რეჟიმი, სრულიად ახალი იყო, როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის, მაგრამ რომ არ ველოდით, იმაზე უფრო მაღალი ხარისხით გაართვვა თავი ამ პროცესს ორივე მხარემ. წინასწარ შედგენილი წესების მიხედვით ტარდებოდა გაკვეთილები. დასწრება ნორმალური იყო. თიმსის პროგრამის რესურსების გაზრდასთან ერთად სწავლების ხარისხიც გაიზარდა. შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ონლაინ სწავლებას შეუძლია ჩაანაცვლოს ცოცხალი გაკვეთილები, მაგრამ შექმნილი სიტუაციებით საუკეთესო გამოსავალი მოინახა. ამავე დროს არ შეიძლება არ აღინიშნოს, პროექტ  ,,ტელესკოლის“ შესახებ, რომელიც მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დაეხმარა საბოლოო მიზნის მიღწევაში. შეიძლებ ითქვას, რომ სასწავლო პროცესი დასრულდა ნორმალურად და სწავლების ხარისხიც დადებითი იყო.ახალი სასწავლო წლისათვის სკოლამ გაიარა ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი შემოწმება და სასწავლო პროცესი დადებითად შეფასდა. სწავლების რეჟიმი ისეა დაგეგმილი, რომ დაწყებითი საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს არ გადაფარავენ. ახალ სასწავლო წელს სკოლა ისევ და ისევ აღჭურვილია დეზობარიერებით, არის ხელის სადეზინფექციო საშუალებები, არსებობს საიზოლიაციო ოთახი ყველა სადეზინფექციო საშუალებებით. ასევე  არის თერმოსკრინინგის თერმომეტრები. მერხებიც დისტანცირებულია. ვფიქრობთ, ახალ სასწავლო წელს განათლების სისტემას ხელი არაფრით შეეშლება. ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი მომლოდინით და ინტერესით ელიან როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები. ამიტომ მივმართავ როგორც კოლეგებს და მოსწავლეებს, ასევე მშობლებს და მთელ მოსახლეობას, რომ ყურადღებით მოეკიდონ დადგენილ რეგულაციებს, რომლებსაც აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო. მცირე ტემპერატურის აწევის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, უბნის ექიმებს, რომ სასწავლო პროცესი იყოს ჯანსაღი და ხელი არაფერმა არ შეუშალოს. საქართველოს მომავალი განვითარებისათვის სჭირდება ჯანსაღი თაობა და გამართული საგანმანათლებლო პროცესი.     
       რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 351
FACEBOOK კომენტარები