ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გრიგოლეთში ავარიის დროს დაშავებული ლანჩხუთელი პოლიციელი გარდაიცვალა

12-08-2015, 00:00

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები და სუფსის პოლიციის განყოფილების ორი თანამშრომელი.  ავტოავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი ზვიად პეტრიაშვილი წუხელ გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ფაქტის გამო და გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში, მინდა    პოლიციელის ოჯახს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო.~ _ ნათქვამია გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძის განცხადებაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში ტრაგედია 1-ელ აგვისტოს საღამოს დატრიალდა. ერთმანეთს ფოთის მიმართულებით მიმავალი მიკროვატობუსი და ბათუმისკენ მიმავალი `მერსედესი~ შეეჯახნენ, რის შედეგად ეს უკანასკნელი აფეთქდა, ცეცხლი მეორე ავტომობილსაც მოედო. `მერსედესში~  მყოფი ექვსივე მგზავრი მანქანაში დაიწვა. ბათუმში მიმავალი ბალხამიშვილების ოჯახის ექვსი წევრისთვის 1 აგვისტო სიცოცხლის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა. `მერსედესის~ მარკის ავტომობილში მჯდომი მრავალრიცხოვანი ოჯახის ბედი გრიგოლეთში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ გადაწყვიტა. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ერთ დღეს ერთად ექვსი ცხედარი ჩაასვენეს. საბედისწერო დღეს გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე 25 წლის ლელა ლურსმანიშვილი იყო. ამავე ავტომობილში იმყოფებოდა ლელას მეუღლე, 25 წლის გურამ ბალხამიშვილი და მათი 2 წლის გოგონა - ბარბარე. ტრაგედიამ, ახალგაზრდა ოჯახის გარდა, ბალხამიშვილების დიასახლისი, გურამ ბალხაშვილის დედა - 43 წლის მანანა მორგოშია, მისი დისშვილი - 28 წლის ელისო ნაყოფია და ძმისშვილი - 25 წლის ობოლი ვიტალი მორგოშია შეიწირა. მიკროავტობუსის დაშავებული მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ფოთის საავადმყოფოში გადაჰყავდა. სამწუხაროდ, სასწრაფოს ავტომობილსა და სუფსის ქვეგანყოფილების პიკაპს შორისაც  მოხდა შეჯახება, რის შედეგადაც დაზარალებული ქალბატონი სასწრაფოს ავტომობილში გარდაიცვალა, ხოლო ორი პოლიციელი მძიმე მდგომარეობით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ზვიად პეტრიაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. `ჰო და არა~ გამოთქვამს გულისტკივილს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.      

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
30-10-2020, 17:22
ვრცლად
“შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს – ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე მათგანი გადარჩება” “შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს – ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე მათგანი გადარჩება”
“შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს – ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე მათგანი გადარჩება”
25-08-2020, 21:50
ვრცლად
იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისიზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალაშედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისიზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალაშედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
30-10-2020, 20:10
ვრცლად
უბედური შემთხვევა ჩიბათში
უბედური შემთხვევა ჩიბათში
25-08-2017, 00:00
ვრცლად
სააგენტო პასუხობს პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუა საარჩევნო სიაშია სააგენტო პასუხობს პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუა საარჩევნო სიაშია
სააგენტო პასუხობს პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუა საარჩევნო სიაშია
29-10-2020, 05:13
რეკლამა