ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვალოდია წულაძის ნატერფალზე!

 ვალოდია წულაძის ნატერფალზე!
26-01-2018, 11:10

ლანჩხუთის სახალხო თეატრის სცენაზე 50 წლის მანძილზე მოღვაწეობდა ვალოდიია წულაძე, ჩვენი რაიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მამულიშვილი, თეატრისა და კინოს ბრწყინვალე მსახიობი. თავის უერთგულეს მეუღლესთან და არანაკლებ მომხიბვლელ მსახიობთან, თამარ კირთაძესთან ერთად, ქმნიდა რა უკვდავ სახეებს თეატრსა და კინოში, ფასდაუდებელ ქველმოქმედებას ეწოდა ახალგაზრდა თაობის სამსახიობოდ დახელოვნებაში, ლანჩხუთის თეატრსა და პიონერთა და მოსწავლეთა სახლში. საკმარისია გავიხსენოთ მათ მიერ ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან დაოსტატებული მსახიობები და დეკლამენტორები: ლია ურუშაძე, მარინა იმნაძე, ია ხავთასი, თამაზ წილოსანი და სხვები. დღეს ხომ ყველა ხედავს და აფასებს ლია ურუშაძეს, უნიჭიერეს ქალბატონს, მსახიობსა და დეკლამენტორს, ნებისმიერი ღონისძიების სწორუპლოვად წამყვანს. ახლა კი ჩემი მიზანი გახლავთ, ორიოდე კეთილი სიტყვა ვთქვა ახალ სასიხარულო მოვლენაზე ( დიახაც, მოვლენაზე), რაზეც დიდი ინტერესით დამუხტა საზოგადოება გაზეთ ,, ჰო და არაში“ გამოქვეყნებულმა წერილმა. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში 14 იანვარი თეატრის დღეა და მას ყველგან, სადაც ხელოვნება უყვართ, ღირსეულადაც აღნიშნავენ. დიახ, სასიხარულო მოვლენად მიმაჩნია, რომ რეჟისორმა დავით წერეთელმა დაოსტატებული სელექციონერივით, მიაგნო ნიჭიერი ახალგაზრდების ჯგუფს და მათი ძალისხმევით განასახიერა მარკ კამელოტის პიესა ,,FAMIL ფრანგული განრირით“. მსახიობები: გურამ იმნაძე, ბაჩანა პატარაია, ქრისტინა ლორია, თეა დვალიშვილი, ლელა ჭეიშვილი, ბაჩი ხუხუნაიშვილი. ამ ყმაწვილებს მინდა მამაშვილურად მოვუწოდო, რომ ლანჩხუთის თეატრის სცენაზე ვალოდია წულაძისა და თამარ კირთაძის გარდა დაუვიწყარი სახეები შექმნეს ჩვენი რაიონის შვილებმა ალიოშა ჯორბენაძემ, ტერენტი ურუშაძემ, უშანგი იმნაძემ, გივი ურუშაძემ, შალვა ფირცხალაიშვილმა, თამარ ნარსიამ, ხასან კუნჭულიამ და თქვენ მათს წარუშლელ სამსახიობო ნატერფალზე სახელოვნად წარმოჩნდით, ბარაქალა, თქვენ! ამასთან, ნუ შეშინდებით, მომავალს ნუ შეხედავთ უპერსპექტივოდ. ყოველ მთავრობაში ფუნქციონერი ჩინოვნიკები მოდიან და მიდიან, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არავის ახსოვს, თქვენ კი არავის დაავიწყდებით! სამწუხარო ის არის, რომ თქვენს მიერ განსახიერებული პიესის პრემიერას წინ არ უძღოდა შესაფერისი რეკლამა, სარეკლამო ფუსფუსი, არ მოხერხდა თეატრის 400 სკამის შევსება თეატრს მოწყურებული მაყურებლბით და რომ ეს გახლავთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გამოჩენილი გულგრილობა. ეს ხომ წარუშლელი სირცხვილია?! ცუდია, რომ ხალხი კვლავ და კვლავ სამართლიანად ჩივის სამთავრობო ,,მოღვაწეთა“ დაკაპიწებულ ოფლისღვრაზე, ხელფასების, პრემიების, წანამატების საანგარიშოდ. ბევრ რამეში არ ვეთანხმები ნაციონალებსა და ,,ქართული ოცნების“ მესვეურებს, მაგრამ აქ მათი კრიტიკა სრულიად სამართლიანია, თუმცა მათაც გამორჩათ ხელფას-პრემიებში სამართლიანად რომ თანაეგრძნოთ ჩვენი ვეტერანებისათვის, რაც ,,მზრუნველ მთავრობას“ გამორჩა ბიუჯეტის სიმწირის გამო! არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ სანამ დედამიწაზე ` იარსებებენ შეიარაღებული ძალები, მანამ და უფრო დიდხანს იარსებებენ ვეტერანები, სისხლითა და სხეულით რომ იცავენ ქვეყანასა და ხალხს ავბედით ომში. ახალგაზრდები, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს, გაიარეს სამხედრო სამსახური და ეს ახალგაზრდები, რომლებმაც შთამბეჭდავი პიესა უჩვენეს საზოგადოებას, უნდა წახალისდნენ დამსახურებისამებრ, თუ არა ისინიც წავლენ კი არა, გაიქცევიან ,, საოცნებო ევროპას და აშშ-ში“, სადაც კვლავ ბატონობს სოროს-დალესის ქაოსური სტიმელიზარტორი. ლანჩხუთის თეატრში დადგმული ახალი სპექტაკლი დავით წერეთლისა, გახლავთ ვალოდია წულაძისა და მისი თანამებრძოლების სამსახიობო ნატერფალზე ოსტატური შედგომა და ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი.ჩემი მეგობრის, მატონ დავით ასკურავას, ყველა წიგნიერი კი არა, მაპატიონ, გლეხიც კი კი იცნობს მოთხრობებითა და მახვილგონიერი ,,სანიანგო“ კორესპონდენციებით. მისი პატარა წიგნი ვალოდია წულაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ზღვაში წვეთია და ამაზე ბატონი დავითი სამართლიანად ამბობს: ,,ჩარლი ჩაპლინზე ასსამოცდასამი მოგონება და მონოგრაფიაა გამოცემული, ბატონი ვალოდიასთვის, მეტი თუ არა, სამი, ოთხი წიგნი ნამდვილად უპრიანი იქნება. ჰოდა, ღმერთმა ხელიც მოგიმართოთ, უკეთესს თუ შექმნით მერწმუნეთ, გამახარებთ!“ დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ ვალოდია წულაძის ნატერფალზე ხსენებული პიესით უკვე შეიქმნა ახალი საინტერესო გზა სამსახიობო უკვდავებისაკენ. ჯუმბერ ფირცხალაიშვილი

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები