ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის ყველაზე საშიში

18-08-2017, 00:00

მე ვარ ბედნიერი, რომ ვიცნობდი და ვმეგობრობდი ისეთ ვაჟკაცებთან, როგორებიც იყვნენ ჯამბულათ ხოფერია და დათო რამიშვილი. ისინი თავის მეგობრებთან ერთად სამშობლოს ერთიანობას შეეწირნენ.დიახ, აღარ არიან ისინი ჩვენს სამყაროში, ჩვენს განზომილებაში, მაგრამ დარჩნენ სამარადჟამოდ ჩვენს ცნობიერებაში ვაჟკაცობის, გმირობის, ზნემაღლობის, წარსულთან კავშირის, ქართველობის სიმბოლოებად. რეალობა, რბილად თუ ვიტყვით, არასასურველია. გააყიდულ ომებს შეწირულ ქართველთა ხვედრი გვახსენებს ამ რეალობას. აქ კი, ჩვენს თვალწინ, ჩვენს ირგვლივ, ფულის მოყვარულ ქართველთა კეკლუცობას არა აქვს ბოლო. და ასე გრძელდება და გრძელდება.ის, სიამაყედ ქცეული სიმბოლოები კი არავის ახსოვს. ზნეობრივი ღირებულებების მსხვრევას ადამიანის დაცემა ახლავს თან.აი, ეს არის ყველაზე საშიში! ნონა გიგინეიშვილი 2000 წელი

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები