ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მერაბ ქარჩავას პასუხები წაყენებულ ბრალდებებზე: `არავითარ ნარკორეალიზატორობას არ ვეწეოდი, ეს იყო მიშა სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთითხნილი ბრალდება~

მერაბ ქარჩავას პასუხები წაყენებულ ბრალდებებზე: `არავითარ ნარკორეალიზატორობას არ ვეწეოდი, ეს იყო მიშა სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთითხნილი ბრალდება~
3-07-2017, 00:00

,,მინდა პასუხი გავცე საკრებულოს სხდომაზე ჩემს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს მე ვისამე დისკრიმინაციას ვეწეოდე, ვიყო ნარკომანი და დიქტატორი. სანამ მოგახსენებდეთ ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოებზე, მიღწევებზე ამ მოკლე დროში, მინდა მკითხველს გავაგებინო, თუ რამ გამოიწვია მაყვალა (მაია) ჩხაიძის აღშფოთება და რატომაა ის ჩემი პერსონის მიმართ ასე აგრესიულად განწყობილი. მაინტერესებს, თუ ის მე მილოცავდა ორიოდე თვის წინ თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს მისურვებდა, რა მოხდა შემდეგ? ადრე არ ვიყავი ნასამართლევი და ბეცი? ჯერ ერთი მინდა განვმარტო, რომ არავითარ ნარკორეალიზატორობას არ ვეწეოდი, ეს იყო მიშა სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეთითხნილი ბრალდება. ცხრა თვის განმავლობაში ვერ წამიყენეს ბრალი, ან როგორ უნდა წაეყენებინათ, როდესაც სრულიად უდანაშაულო ვიყავი. ჩემი საცხოვრებელიც კი არ შეუმოწმებიათ, იქნებ ტონობით ნარკოტიკი მქონდა, არ უნდა დაინტერესებულიყვნენ? მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ და ვერაფერს მიაგნებდნენ. ერთი სიტყვით, ერთი წელი დავყავი იმ ჯოჯოხეთში, რასაც მიშას ციხე ერქვა. სხვათა შორის არც იმას უარვყოფ, რომ ერთ-ერთი პირველი `ნაციონალიც~ მე ვიყავი, მაგრამ მათ მიერ ჩადენილმა სხვადასხვა ვანდალურმა ფაქტებმა მაიძულა დამეტოვებინა მათი რიგები 2006 წელს, ჩემი პატიმრობა იყო სასჯელი მათი მხრიდან. ციხიდან გამოვედი სრული ამნისტირებული, აქვე დავამატებ, არ უარვყოფ, რომ ჩემი ნერვული სისტემა ცოტათი შელახულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არაკორექტული ვარ. რამ გამოიწვია მაია ჩხაიძის გაღიზიანება: კულტურის ცენტრის მენეჯერის ინიციატივით მოხდა უფუნქციო თეატრისა და კინოს ისტორიის შემსწავლელი წრის (პედაგოგი მაია ჩხაიძე) გაუქმება და პედაგოგისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. პედაგოგს მოსწავლეთა რაოდენობა არ ჰყავდა და აქედან გამომდინარე, წრის ფუნქციონირების საკითხიც გაურკვევლობას ქმნიდა, მავანთა და მავანთა მფარველობით ჩხაიძე დღემდე ითხოვს შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას, ანაზღაურების მიღებას. კულტურის ცენტრში შექმნილი მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, მ. ჩხაიძეს არც აცანის კულტურის ცენტრში არ აქვს ზემოთ თქმული წრე ჩამოყალიბებული და შესაბამისად, იქაც არ ატარებს წრის მეცადინეობას, თუმცა ანაზღაურებას მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ მაინც იღებს. სწორედ ამ უკანონობის აღმოფხრა დაისახა მიზნად ცენტრის მენეჯერმა (ანუ მე), რის განხორციელებასაც შეეწინააღმდეგა ჩხაიძე და უხამსი ქმედებებით მხოლოდ საკუთარი პოზიციების წინ წამოწევას და ყოველივეს თავის თავზე მორგებას ცდილობს~, _ ამბობს მერაბ ქარჩავა. მისივე თქმით, _ `რადგან მაია ჩხაიძემ სიტყვა დისკრიმინაცია ახსენა, განვმარტავ, რომ წლებია მას თავად ჰყავს დისკრიმინირებული ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომლები და არა მარტო ისინი... მოგახსენებთ, რა თანხები დავუზოგე ჩემი მოსვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტს და პირველ რიგში. რაიონს წარმოგიდგენთ კულტურის ცენტრის გაერთიანების საფინანსო განყოფილების უფროსის, ამზორ როყვას მოხსენებით ბარათს: ,,მოგახსენებთ, 2017 წლის 1 მაისიდან დღემდე კულტურის ცენტრში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მიღებული ფინანსურ შედეგებზე; შტატის ერთი ერთეულით (სახელფასო განაკვეთი 300 ლარი) შემცირებით მიღებულია წლიური ეკონომია 2400 ლარი; შეუწყდა ხელშეკრულებები 300 და 250 ლარიანი ორ თანამშრომელს, რითაც მიღებულია წლიური ეკონომია 4060 ლარი; რადგან არ იქნა დანიშნული კულტურის ცენტრის მენეჯერი, ხოლო მისი მოვალეობის შესრულება ბრძანებით დაევალა დირექტორის მოადგილეს. ეკონომიამ შეადგინა 6791 ლარი, რაც გათვალისწინებული იქნა აპრილის თვეში განხორციელებულ საფინანსო გეგმის კორექტირების დროს. ამრიგად, მხოლოდ ბოლო ორ თვეში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 6460 ლარი. სრულიად _ 13251 ლარი. ამ დოკუმენტითაც კარგად ჩანს, მხოლოდ ბოლო ორ თვეში რა დანაზოგი გავუკეთეთ ბიუჯეტს. ხოლო მე, ვმუშაობ ორ თანამდებობაზე და ვიღებ ერთ თანამდებობრივ სარგოს, _ ამბობს ცენტრის მენეჯერი. ის წარმატებების შესახებაც საუბრობს: `კულტურის ცენტრის შემოქმედებითი წრეების მონაწილეობით 5 შიდა და სამი გასვლითი ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, ივნისის თვეში სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისში სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში გამართულ საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვეს. ლოტბარს, ავთანდილ თურქიას კი საუკეთესო ლოტბარის წოდება მიენიჭა. აღნიშნულ კონკურსში (საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნულ კონკურსში) მონაწილე კულტურის ცენტრის ბავშვთა ვოკალური წრის პედაგოგს, ნინო ჭელიძეს და ქორმაისტერ ნანა მგელაძეს ლაურეატის წოდებები მიენიჭათ, ბავშვთა გუნდებმა კი მეორე ადგილი მოიპოვეს. 2017 წლის 5-10 ივნისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სახელოვნებო კვირეული“ ჩატარდა. მასში მონაწილეობას ლანჩხუთის კულტურის ფოლკლორის კაბინეტი იღებდა. წარვადგინეთ ეთნოგრაფიული მასალები. კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მენეჯერს მერაბ ქარჩავას და ფოლკლორის კაბინეტის სპეციალისტს მაია ჭანტურიას. კულტურის ცენტრის მენეჯერის ინიციატივით, ივნისის თვიდან ამოქმედდა სალარო, სადაც ღონისძიებებისთვის ბილეთების გაყიდვა წარმოებს. რაც შეეხება კულტურის ცენტრის სამომავლო გეგმებს, პრიორიტეტულად მიიჩნევა ,,კულტურა და კრიზისი“ ამ ამოცანის ერთობლივი დასახვა-დაძლევა. რომლის პირველი ნაბიჯი კულტურის ცენტრის შემოქმედებითი წრეების, საესტრადო და ფოლკლორული ჯგუფების 29 ივნისს ჩატარებული შემოწმებ-დათვალიერება გახლავთ, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს კულტურის და კრეატიული სექტორის პოტენციალის გაძლიერებას, კულტურის სფეროში ხელსაყრელი პირობების შექმნა-განვითარებას. იმედია, მკითხველი შესაბამისს დასკვნებს გამოიტანს, ვინ აკეთებს საქმეს, ვინ ტყუის და ვინ მართალია. სხვათა შორის, მე ვარღვევდი კანონს, როდესაც მაია ჩხაიძეს შევთავაზე ალტერნატიული გზა, ანუ ნამდვილად შეექმნა აცანაში ჯგუფი და მე ამაში გადავუხდიდი შესაბამის თანხას, ამას ვაკეთებდი იმის გამო, რომ ვიცი რას ნიშნავს პატიმრის ოჯახი, თუმცა არაფერმა არ გასჭრა.~

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა