ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მუზეუმების საერთაშორისო დღე ლანჩხუთში

მუზეუმების საერთაშორისო დღე ლანჩხუთში
19-05-2017, 00:00

დღევანდელი ღონისძიების თემა გახლდათ ,,1924 წლის აჯანყება და სტალინური რეპრესიები“, წარმოდგენილი იყო საბჭოთა პერიოდის სიმბოლიკები, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენის ექსპონირებით. ლექციას უძღვებოდა ისტორიკოსი ლალი რამიშვილი, მან მიმოიხილა უახლესი წარსულიდან მთელი რიგი ისტორიული მოვლენები. ისაუბრა ისეთ ფაქტებზე რომელიც გასული საუკუნის 90 წლებამდე ტაბუდადებული და სრულიად იგნორირებულიც კი გახლდათ. მსმენელებს ლანჩხუთელი ადამიანების შესახებ უამბო, რომლებიც რეპრესიებს ემსხვერპლა და ისტორიაში ღირსეული ადგილი დაიკავეს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ ღონიძიებას საკრებულოს დეპუტატები - ია ჩხაიძე, ნონა მურვანიძე, დარეჯან ბურჭულაძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. განსაკუტრებიტ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეიმში წარმოდგენილი თემისა და ექსპოზიციების ავტორი იყო მუზეუმის მცენიერ თანამშრომელი ლალი რამიშვილი, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია ეს დღე ყოფილიყო განსაკუთრებულად საინტერესო. მას დახმარებას უწევდნენ მეზუუმის დირექტორი ნონა იმნაძე, მეცნიერ–თანამშრომელი მანანა სიხარულიძე, ფონდის მთავარი მცველი თინა კალანდარიშვილი, ექსკურსია მძღოლი ინდირა მახარაძე და მუზეუმის თანამშრომლები: თინა გიორგაძე და ლამზირა გურგელაძე. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა ასევე ვალოდია წულაძის სახელობის, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის , სპორტისა და ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმებში.

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები