საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალ ,,კავკასია 2016"-ის დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლა. გასულ წელს ქალაქის ცენტრში, როგორც ხუთშაბათს, ბევრი სტუმარი შეკრიბა და გვიან ღამემდე ისმოდა სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები და ცეკვები. მანამდე კი იყო ოფიციალიური მიღება. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ პროექტის ორგანიზატორები და მონაწილეები თავდაპირველად ადმინისტრაციულ შენობის სააქტო დარბაზი მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობის თვალსაზრისით პროექტი მნიშვნელოვანია. სტუმრებს ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მიღების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ფესტივალის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს.. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ლატვიის, რუსეთის, ისრაელის, ინდოეთის, სომხეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის ანსამბლებმა. "კავკასია 2016“-მა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქი მოიცვა. ფესტივალის მიზანი საქართველოს, მეზობელი და ევროპული ქვეყნების დაახლოება და კულტურის წარმოჩენა იყო. კონცერტი, რომელიც ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართა, სახალხო ანსამბლ ,,მხედრების" ცეკვით გაიხსნა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაყურებელმა სხვადასხვა ანსამბლების მიერ შესრულებული ულამაზესი საცეკვაო ნომრები იხილა. კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე ესწრებოდნენ. მხარის გუბერნატორმა ფესტივალის მონაწლებეს სიტყვით მიმართ: მიხარია, რომ გურიის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს კიდევ ერთხელ მასპინძლობს. ლანჩხუთში ,,კავკასია 2016“ უკვე მეორედ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა მიიღეს. ეს გახლავთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ქორეოგრაფიული ფესტივალი, რომელიც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის თითოეულ ორგანიზატორს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარესა და ყველა მონაწილეს“. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა, უდიდესი მხარდაჭერისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ხელაძეს ქორეოგრაფთა კავშირის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0