ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პოეტების სტუმრობა ლანჩხუთში

პოეტების სტუმრობა ლანჩხუთში
16-03-2016, 00:00

, 11 მარტს მისივე სახელობის სახლმუზეუმში დიდი სტუმრიანობა იყო. მუზეუმთან არსებულმა შემოქმედებითმა საზოგადოება `სამებამ~ (ხელმძღვანელი დარეჯან ბიწაძე) სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ პოეტებს უმასპინძლა. პოეზიის საღამოს `სამებას~ წევრებიც: ჯემალ დობორჯგინიძე, გელა გეგუჩაძე, გიგლა აფხაზავა, ავთო ჩხაიძე, აკაკი გაგუა, ნესტორ თოიძე, დიმიტრი ბერიძე, მამუკა ჟორდანია, ზაქრო ხარიტონაშვილი ესწრებოდნენ. საღამო თბილ ვითარებაში წარიმართა. სტუმარმა გივი ფრანგიშვილმა, იგივე ზაურ ნიჟარაძემ თავისი ლექსები გაგვაცნო. ბატონ გივის იცნობენ როგორც მხატვარს და მისი ფსევდონიმია ზაურ ნიჟარაძე. `გველეშაპს ჩაურჭო ლახვარი ხახაში,წმინდანმა აღაპყრო თვალები ცისკებნდა წმინდა ღვთისმშობლის კალთაშიიმედით გვიცქერის ქრისტე~ _ ამბობს ერთ ლექსში პოეტი. პოეტმა-მხატვარმა თავისი ნახატები და ხელნაწერი ლექსების რვეული საჩუქრად გადასცა მუზეუმს. დავით ჩირგაძემ, როგორც მან აღნიშნა, ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. გამოცემული აქვს ლექსთა კრებული `ქრისტეს გზით~, რომელიც მუზეუმს უსახსოვრა. `მე ხატთან მისვლა რომ არ მიჭირდადა რომ არ მიჭირს მე ლოცვა ცისკრის...მე რომ ვარსკვლავებს ვხედავ მიწიდანჩემი ლოცვანი არის იმ მიწის!~ _ ამბობს პოეტი.აკაკი თევზაძე ვანის ლიტერატურულ-შემოქმედებითი გაერთიანება `საჩინოს~ ხელმძღვანელი გახლავთ. მიღებული აქვს გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. გამოცემული აქვს როგორც ლექსთა კრებული, ასევე გამოსცემს ლიტერატურულ გაზეთს `მწერლის გაზეთი~. ბატონი აკაკი ერთ-ერთ ლექსში ამბობს:`ყოჩივარდები, ენძელები, ჰყვავის იები,სიცოცხლის ხალისს მისცემია აზრი ძიების,თან ისე დათბა, ისე მოლბა გულქვა ზამთარი,თვალებში ცრემლიც უკიაფებს მონანიების.~რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები