ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დავით ასკურავას ახალი წიგნი ,,გზა წარსულიდან"

დავით ასკურავას ახალი წიგნი ,,გზა წარსულიდან"
23-09-2022, 12:27

ამას წინათ, გამომცემლობა ინტელექტმა მკითხველ საზოგადოებას მიაწოდა, მხცოვანი მწერლის, ჩვენი რაიონის მკვიდრის, ლან­ჩხუთის საპატიო მოქალაქის, მრავალი ლიტერატურული, შემოქმედებითი პრემიის ლაურიატის, დავით ასკურავას ისტორიული რომანი ,,გზა წარსულიდან~, რომელშიც აღწერილია საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთი მნი­შვნელოვანი მონაკვეთის, სამტრედია (ეს სახელი ამ ქალაქს რკინიგზის მშენე­ბლობის დღეებში მიენიჭა)-ბათუმის რკინიგზის მშენე­ბლობა. 
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მნიშვნელოვან აქტს, გვერდით მიჰყვება გურია-აჭარის, მთლიანად საქართვ­ელოს სვე-ბედის გახსენება. კერძოდ, 1801 წელს საქართველოში კრონინგის ჩექმით შემობიჯება, რამაც საქართველო სირცხვილის წუმპესა და უნუგეშობაში ჩააგდო. განსაკუთრებითYუნდა აღვნიშნო წიგნში საქართველოს ერთ-ერთი სამთავროს, გურიის წარსულისადმი ავტორის დაინტერესება, საიდანაც ვიგებ, რომ მე-17, მე-18 საუკუნეებში გურიის მფლობელობა ვრცელდებოდა თითქმის მილასონამდე. სხვათა შორის, ქართულ-მხატვრულ ლიტერატურაში, ავტორი პირველად ცდილობს მხა­ტვრულად აამეტყველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი, გურიის სამთავროს სასახლე და იქაური წეს-ჩვე­ულებები. როგორც ავტორი აღწერს, ჭარბი თვითშემ­ეცნებითი ცხოვრება დუღდა ამ პატარა სამთავროს სასახლეში. აქ უცხო არ იყო იტალიურ, ფრანგულ ენებზე მეტყველება და სასახლის ,,თეატრალურ ოთახში~ ფრანგულ-იტალიური პიესების ჩვენება. 
აი, პირველი მაგალითი ბატონი მედვედევის ,,სიბრძნეზე,~ როცა მისი სი­ტყვებით რუსეთთან შეერთებამდე საქართველო სახელმწიფო არ იყო. ამ ოცობოცო გენიოსს და მის მიმდევრებს მსურს გავაგონო, რომ 30 საუკუნის წინათ საქართველო სახელმწიფო გახლდათ და მას დიდი აიეტი ედგა სა­თავეში. რომანში განსაკუთრებით და სიყვარულით არის აღწერილი აჭარა, ეს ჩვენი ტკივილიანი კუთხე. აი, სად ჩანს ავტორის მახვილი თვალი და მზერა, მოწინავე ქართველების მცდელობა დაღუპვისაგან ეხსნა დედის კალთას მოგლეჯილი ეს პატარა და მშვენიერი კუთხე. ავტორი ერთაგან შენიშნავს, რომ სამტრედია-ბათუმის რკინიგზის ხაზის გაყვანით, ცარიზმმა მართალია კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ კუპრით სავსე წარსულში ეს არის კუპრით სავსე კასრში ერთი სუფრის კოვზი  თაფლის გარევა, რომ რუსეთს რკინიგზის გაყვანით მისი საქმის მოკვარახჭინება უფრო სწადდა, ვიდრე აჭარისა და გურიის დანარჩენ საქართველოსთან სატრანსპორტო დაკავ­შირება. 
მხცოვან მწერალს ვულოცავ წიგნის გამოცემას. ვუსურვებ ჯანის სიმრთლეს და შემოქმედებით წინასვლას! 

დარეჯან ბიწაძე,
 ქართული კულტურის ამაგდარი;
შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას" თავმჯდ­ომარე;
 თ. ფირცხალა­იშვილის შემოქმედთა მუზეუმის მენეჯერი

პ.ს. წიგნის შეძენის მსურველებმა შემეხმიანეთ ტელ: 599 20 23 83; ან მოიკითხეთ თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 556
FACEBOOK კომენტარები