ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მონოსპექტაკლი ,,შეჭრა" ლანჩხუთში

მონოსპექტაკლი ,,შეჭრა" ლანჩხუთში
23-09-2022, 12:18

17 სექტემებრს ლანჩხუთში, ვა­ლ­ოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზ­ეუ­მში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა მონოსპექტაკლი ,,შეჭრა” წარმო­ადგინა.
მონოპიესა მოგვითხობს ისტორიას, ომის შემდგომ, დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარ­ჩენის­თ­ვის ბრძოლაზე. ეს არის ერთი ქალის,ჯულიეტა კვარაცხელიას ისტორია, რომელიც ზღვისპირა ქალაქ  სოხუმში დაიბადა და დევ­ნილობაში, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში აგრძელებს ცხოვრებას.
უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც იძულე­ბულია მიტოვებული თეატრის შენობას შეაფაროს თავი. კიტა ცხ­ომაიას პიესა რეალურ ისტორიას ეყრდნობა და ზოგადად დე­ვნილ ადამიანთა ტრაგედიას ასახვას, რომელთაც მხოლოდ ისღა დარჩენიათ თვითონვე გამონახონ გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან თავის გადასარჩენად.
სცენარის ავტორია კიტა ცხომარია, რეჟისორი – ლაშა შერ­ოზია. სპექტაკლში დევნილი ქა­ლის როლი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა, მარინა ბურდულმა შეასრულა.
წარმოდგენას,  რომელიც გაიმა­რთა ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით,  საკმაოდ ფა­რთო სპექტრის მაყურებელი დაე­სწრო,  მოქმედება მიმდინარეობდა მუზეუმის აივანზე, ხოლო პუბლიკა  ეზოში ღია ცის ქვეშ განთ­ავსდა. მის დაწყებამდე მსახიობმა მარინე ბურდულმა და რეჟისორმა ლაშა შეროზიამ მცირე რეპეტიცია გაიარეს,  დევნილი ქალი  ამჯერად,  მუზეუმში იჭრება და გვიყვება საკუთარ მეტად ტრაგიკულ ამბავს.
,,ეს რა არი? მუზეუმი?  ძალია­ნაც კარგი, კარგი აივანია, ვისი მუზეუმია? ვალოდია  წულაძის სახელ­ობის ,,თეატრისა და კინოს“ მუზეუმი, მე მიყვარს მუზეუმები, კინოც, თეატრიც. ამათ უყურე ერთი, თქვენ მე არ მიცნობთ, არ გაბედო არ მომიახლოვდე, მომიახლოვდი  და ნახავ რასაც გიზამ, თქვენ აქ საიდან გაჩნდით? თქვენ რა გინდათ აქ? იცი ეს მუზეუმი დაკეტილია,  ასე  რომ, შეგიძლიათ წახვიდეთ... დღეს მე აქ შემო­ვიჭერი, არ გაბედოთ მოახლოება!  რა? ვისია მუზეუმი, შენია მუზეუმი? შენი?  ჩემი სარეცხი ხომ კი­დია, ესე იგი ჩემია...“
საოცარი სამსახიობო ხელოვნება აჩვენა მსახიობმა მარინე ბურდულმა, შესაბამისად  მქუხარე აპ­ლ­ოდისმენტებიც დაიმსახურა.  დე­ვნ­ილობის მძიმე ისტორია და მუდამ თავშესაფრის ძიებაში გატარებული წლები, ოჯახის დაკარგვა და გამოსახლების შიშით ცხოვრება, ძნელია  ემოციის გარ­ეშე წარმოიდგინო აფხაზე­თიდან დევნილთა ცხოვრება, რომელსაც მარინე ბურდულის გმირი მოგვ­ითხრობს. უბრალო ქალის ბუნებრივობა დამაჯერობლობა, უშუ­ალობა და ტრაგიზმი იმდენად შე­მაძრწუნებელი გახლდათ, მაყ­უ­რე­ბელს თვალზე ცრემლი არ შე­შრობია, კიდევ ერთხელ გაცო­ცხლდა, კადრები, რომელიც აფხა­ზეთიდან დევნილმა ხალხმა გაიარა იმ უმძიმესი დღეებიდან მოყოლებული დღემდე.
,,გმირობა მარტივია, მე დღესვე მომცემს სახელმწიფო გმირობის სტატუსს, მაგრამ მე ბინა მინდა!  ბინა, სადაც ჩემს სარეცხს გავფენ და ბინა, სადაც მე მოვკვდები, მოვკვდები და წაიღეთ ის ბინა სადაც გინდათ!“ 
წარმოდგენა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს  მიეძღვნა.

მაია კუკულაძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 435
FACEBOOK კომენტარები