ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ალა პუგაჩოვამ, რენატა ლიტვინოვამ, ქსენია სობჩაკმა და ზემფირამ რუსეთი დატოვეს

8-03-2022, 23:33

ალა პუგაჩოვა ვნუკოვო-3 აეროპორტში უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შენიშნეს. ზუსტად სად წავიდა მომღერალი, უცნობია.  ტელეგრამარხის ცნობით, ბავშვები მომღერალთან ერთად იმყოფებოდნენ. უცნობია გაფრინდა თუ არა მათთან ერთად მაქსიმ გალკინი. ცნობილია, რომ პუგაჩოვას ეშინია ფრენის – ტურნეში ყოფნის დროსაც კი ყოველთვის ამჯობინებდა მატარებლით მგზავრობას.
ალა პუგაჩოვას საჯაროდ არ გამოუთქვამს  უკმაყოფილება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მაგრამ მისმა მეუღლემ მაქსიმ გალკინმა ინსტაგრამზე ომის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა. რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ის მკაცრად დაგმო ასეთი პოზიციისთვის და დაიწყო მის კონცერტზე შეძენილი ბილეთების უკან დაბრუნება. გარდა ამისა, სახელმწიფო ტელეარხებიდან გაქრა რეკლამები გალკინის მონაწილეობით.
რუსეთი, ასევე, დატოვეს და საფრანგეთში გაემგზავრნენ რენატა ლიტვინოვა და ზემფირა. იტყობინება spletnik.ru რამდენიმე დღით ადრე რუსეთი დატოვა ქსენია სობჩაკმა და ვაჟთან ერთად თურქეთში გაემგზავრა. ქსენია სობჩაკი სამშობლოს დატოვებაში დაადანაშაულეს, თუმცა მან აღნიშნა რომ დაგეგმილ შვებულებაში გავიდა.

გადასვლები: 1 249
FACEBOOK კომენტარები