ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გია ქურიძის წიგნის პრეზენტაცია

23-09-2021, 16:00

,,არტ კაფე“ ,,ქეთოსთან” გა­იმ­ა­რთა გია ქურიძის წიგნის, ,,მო­ბ­რ­ძანდი”, პრეზენტაცია, რომელსაც ლანჩხუ­თის საზოგადოების ის ნაწილი დაესწრო, ვინც ლანჩხუთის კოლო­რიტს, კულტურის ცენტრის ყოფილ ხელ­მძღვანელს,  თეატ­რა­ლური დასის რე­ჟისორსა და  სამ­ხატვრო ხელმ­ძღვანელს კარგად იცნობდა. სტუ­მა­რთა შორის იყვნენ ის ადამიანებიც,  ვინც გიას ადრე არ იც­ნო­­ბდა, ვისთვისაც გია ქურიძე თავისივე შემოქმედებით გახდა ცნობილი და მახლობელი. საღამო მიჰყავდა გიას მეუღლეს  და წიგნის რედაქტორს, ნანა შაინიძეს.  
წიგნში შესულია გია ქურიძის მოთხ­რობები და ლექსები,  ნანა შაინიძის ლექსი და მოგონება, ლან­ჩხუთელი ახალგაზრდა ავტორების: პაპუნა ფირცხა­ლაიშვილის და ზუ­რა მურვანიძის ლექსები;

წინასიტყვაობა: პოეტი გენრი დოლიძე და გაზეთ ,,ჰო და არას“ რედაქტორი - ნონა გიგინეიშვილი. კრებული გამოცემულია პოლიგ­რაფი­ული სერვისის ,,თNP Pრინტ” შპს,,ემბიემსი ჯგუფი“-ის მიერ. წიგნის პრეზენატაციას ესწრებოდნენ გია ქურიძის ოჯახის წევრები შვილი - გოდუნა ქურიძე და ძმისშვილი - ქეთა ქურიძე.
ამ საღამოს მასპინძელი თითქოს,  თავად წი­გ­ნის ავტორი იყო, უბ­რალო და დიდი გულის ადამიანი, გია ქუ­რიძე. სკოლის მეგობრები ახლობ­ლები, თანაქალაქელები და ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ და ისინიც, ვინ ადრე არ იცნობდნენ საკმაოდ ემოციური სიტყვებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და რომ არა კოვიდრეგულაციები დაუსრუ­ლებლად გაგრძელდებოდა იგი.
 გია ქურიძე _ გამორჩეული და განსაკუთ­რებული თავისი შინაგანი სამყაროთი, ერთნაირად დიდიც და პატარაც; კაცი, რომელიც უყვარ­დათ და ენდობოდნენ, მანაც იცოდა სიყვარულის ფასი და იგივე სიყვარულს აფრქვევდა ირგვლივ; კაცი რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ მშობლიურ ქალაქში და მისი სული ყოველთვის იტრიალებს აქ, სადაც მის სახელს ყოველთვის იხსენებენ მისი შემოქმედებისა და ცხოვრებისეული ეპიზოდების ფონ­ზე. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა   ლამაზ, წყნარ და უჩვეულო გარემოში. ნამდვილად დასამახსოვ­რებელი დღე იყო. 
              მაია კუკულაძე 


განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 93
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა