ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ დაამარცხა კოვიდი, ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ ერთი კონცერტით

30-06-2021, 11:49






25 ივნისს,  ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართა წლის შემაჯამებელი კონცერტი,  რომელიც პანდემიის პირობებში საკმაოდ მცირე დროში მომზადდა. კონცერტს ტაში და აპლოდისმენტები არ მოჰკლებია, იგი გახსნა სამუსიკო სკოლის დირექტორმა მაია ჩავლეიშვილმა, მან აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა  შესძლეს, სულ რაღაც 2 თვეში მოემზადებინათ საკონცერტო რეპერტუარი, სადაც შეძლებისდაგვარად ყველა განყოფილებაა წარმოდგენილი. ,,დასრულდა სასწავლო წელი, იგი მოგეხსენებათ, განსხვავებული იყო, პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვით, მაინც ვახერხებდით სასწავლო პროცესს, დღეს გვინდა  წარმოგიდგინოთ ყველა განყოფილება, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ეს არის ძალიან ცოტა ხნის ნამუშევარი, ჩვენ ეს შევძელით ერთმანეთის გვერდით დგომით, ვამხნევებდით ერთმანეთს, რომ წარმატებით დაგვემთავრებინა სასწავლო წელი“თქვა მან და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ მშობლებს, ვინც პანდემიის პირობებში აქტიურად თანამშრომლობდა მუსიკალურ სკოლასთან. პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა, ყველამ ერთად  ეს ყველაფერი შესძლეს. მონაწილეთა შორის იყვნენ, ყველა საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგებთან: ნინო პატარაიასთან, ლალი გავაშელაშვილთან, მაია ფირცხალაიშვილთან, ნანა მგელაძესთან, ლიანა ურუშაძესთან და სხვებთან ერთად, მათ შორის იყო რამდენიმე კურსდამთავრებული და ანსამბლი ,,არაბესკა’’. კონცერტის რეპერტუარიდან ერთ-ერთი ნომერი ,,ქართული ხმების” წევრის ზურაბ ბაკურაძის ხსოვნას მიეძღვნა. დამსწრეთა შორის იყვნენ,  მოსწავლეთა მშობლები და მოწვეული სტუმრები. 
კონცერტი დასაწყისში,  ხალხურ საკრავთა ანსამბლის მიერ შესრულდა ,,არხოტო სამშობლო“ ხელმძღვანელი ინდირა ჯგერენაია, სოლისტი ნიკოლოზ იმნაძე. კონცერტის რეპერტუარში შედიოდა: გ.დონიცეტი ბარკაროლა, გიორგი ბოლქვაძე პედაგოგთან ერთად. მარკ ნევინი -ტანგო, ანასტასია ხურცილავა. შუბერტი, რომანსი  შეასრულა ანდრია ჩხაიძემ ვიოლინოს თანხლებით, პედაგოგ ლიანა ურუშაძესთან ერთად. ო. თედორაძე ,,ყვავილების ვალსი" ეკატერინე ქინქლაძე და ანასტასია ტუსკია.
გიტარა - ბრაზილიური სიმღერა -ზაზა მკურნალიძე და დათო ფიქცხალაიშვილი. ფ.ლეი-სიყვარულის ისტორია, თათია გურჩიანი პედაგოგთან ერთად.
სულხან ცინცაძე, რომანსი კინოფილმიდან ,,აბეზარა’’'  ანა ხოცანიანი; ა.ხაჩატურიანი მუსიკა ბალეტიდან ,,ჩიპოლინო“ თეკლა იმნაიშვილი და ელენე წულაძე.
ლილიკო ნემსაძე-თბილისო;
ნიკოლოზ გულბატაშვილი, იოანე ებრალიძე და დათა გავარჯალაძე;
გ.ყანჩელი- ,,ყვითელი ფოთლები“  ნანა იმნაიშვილი
გ.ყანჩელი, ,,შერეკილები’’, მელოდია კინოფილმიდან, შემსულებელი რეზი ზოიძე. კრამერი - ეტიუდიN4,  ლიკა ლომაძე მე-6 კლასი;
ბრიტენი - ვალსი, შემსრულებელი ნიკოლოზ წილოსანი;
ჯ.კახიძე-,,ჰერიო ბიჭებო“- ქრისტინე ბოლქვაძე
დ.შოსტაკოვიჩი - ვალსი, შემსრულებელი რუსუდან გავარჯალაძე;
რ.ლაღიძე- ,,მუხამბაზი თბილისს“ ფრანსის ლეი -მუსიკა კინოფილმიდან ,,ქალი და მამაკაცი“;
დასასრულს, ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გართიანების ხელმძღვანელმა ლია ურუშაძემ, მადლობა გადაუხადა, პედაგოგებს, მშობლებს, მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას: ,,მშობლებო! თქვენი სახელით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლას, ყველა პედაგოგს მის დირექტორს, სასწავლო ნაწილს, იმ ყოველი დღისათვის, რაც მათ თქვენთან ერთად გაატარეს. ეს არ არის ადვილი, ძალიან დიდი შრომის შედეგია, რაც ჩვენ აქ სცენაზე ვნახეთ. დიდი მადლობა! მადლობა იმისათვის, რომ დღეს თქვენ  აქ, კოვიდი დაამარცხეთ“ _ თქვა მან.
კიდევ ერთი სიახლე:ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ,,სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება“ ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობისა და სუფსის სამუსიკო სკოლა, მიმდინარე წლის 27-28 ივნისს მონაწილეობენ ყოველწლიურ ტრადიციულ ფესტივალში სენაკი 
,, არტ ფესტივალი“-2021, რომლის დამაარსებელი და ხელძღვანელი გახლავთ ვალერიან შიუკაშვილი.

მაია კუკულაძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 118
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა