ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიკეთით სავსე ლანჩხუთელი კაცი

20-01-2021, 12:02

შემოქმედთა მუზეუმში ბევრი, მრავალმხრივ საინტერესო სტუმარი გვყოლია, პირველი, რაც მათ გაკვირვებასა და ინტერესს იწვევს, ეს მუზეუმში განთავსებული, უნიკალური წიგნადი ფონდია. უთქვამთ ,,სახლი, რომელშიც არა აქვთ წიგნი, იმ სხეულს ჰგავს, რომელსაც სული აკლია.  აქვე დავამატებდი, რომ შემოქმედთა მუზეუმის სულს, ეს ბიბლიოთეკა კიდევ უფრო უკვდავს ჰყოფს.

მუზეუმში წიგნისთვის მოსულ ახალგაზრდებს ხშირად ვეუბნებით, რენე დეკარტის უნიკალურ სიტყვებს: ,,იკითხეთ კარგი წიგნები, ეს წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ."
მინდა გაუწყოთ იმ კეთილ საქმეზე, რაც ამას წინათ შემოქმედთა მუზეუმს მოგვანიჭა პიროვნებამ, რომელსაც სხვა ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. შეიძლება ადამიანმა წვრილმანი სიკეთე გააკეთო, შეიძლება შეეჭიდო და იფიქრო დიდ რამეებზეც, მაგრამ წვრილმანი და დიდი სიკეთის გამოყოფა არ შეიძლება. ამ პიროვნებას, ვისზეც ახლა ვსაუბრობთ შეუძლია ტაძრებს შთაბეროს სული და ჩვენი მუზეუმისთვის საჩუქრად 150 რჩეული წიგნი გაიმეტოს, დიდი მიზანი მოიცავს მთლიანად ადამიანს და აისახება მის თითოეულ ქმედებაში, სიკეთის გზის გავლა ყველაზე მისაღები და ერთადერთი გზაა ადამიანისთვის. სწორედ ამ სიკეთით მოვიდა დღემდე, ლანჩხუთელი, ცნობილი პედაგოგების, გულჩინა და ილია ფირცხალაიშვილის ვაჟი, გურამ ფირცხალაიშვილი.
გურამ ფირცხალაიშვილი დაიბადა ლანჩხუთში 1944 წლის 1-ელ აპრილს. 1961-1967 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე.1990-1992 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ამჟამად გახლავთ რუსთავის საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარე.  სცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
წერილს ასე დავამთავრებ ,,კარგი წიგნი, ეს არის საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას. თქვენ კი, ბატონო გურამ, ნამდვილად თქვით, საამაყო სიტყვა ჩვენი მუზეუმის ისტორიაში, სიტყვა, რომელიც ლანჩხუთელ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, დაუვიწყარ ცოდნას შესძენს.
თემურ ფირცხალაიშვილის, შემოქმედთა მუზეუმის, 
ფონდის მცველი ნინო ჩხაიძე

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 557
FACEBOOK კომენტარები