ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

უკანასკნელი 2 კვირის გამორჩეული ფოტოები

17-09-2020, 11:55

1) ენდრიუ მილიგანი| Reuters - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შოტლანდიაში დანფორდის ფერმაში ხარს ეჭიდება. 

2) აჰმად ალ-ბაშა| Getty Images ემენში, ქალაქ ტაეზში პირველკალსელი მოსწავლეები სკოლის პირველ დღეს ესწრებიან. სკოლა წინა წელს, საჰაერო თავდასხმების შედეგდ დაიბომბა. 


3) მუნირ უზ ზამანი|Getty Images - ბანგლადეშში, ქალაქ დაკაში,  საჰიდ სუჰრავარდის სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტები ტროპიკული ცხელებით იტანჯებიან.



4) ანა ტურლი|AFP - ბრექსიტის დებატების დროს, თემთა პალატის ლიდერმა ჯეიკობ რის-მოგი სხდომაზე წამოწვა. მოგის ქმედება გააკრიტიკეს და უთხრეს რომ „წამომჯდარიყო“. 


5) ენდრიუ მილიგანი| PA მედია - შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარგეონი თმას სჭრის პარლამენტარ დევიდ ტორანსს. პოლიტიკოსებმა ამ ჟესტით, კიბოსთან ბრძოლის ფონდისთვის 1500 ფუნტამდე თანხა შეაგროვეს. 


6) ლორენ ემანუელი|Getty Images - რომში, ვიტორიო ემანუელ II-ის მონუმენტი ელექტროსტატიკური განმუხტვის დროს 


7) გუილემ სარტორიო|Getty Images სამხრეთ აფრიკაში, დედაქალაქ იოჰანესბურგში, აქციის დაშლის შემდეგ მაღაზია გაიტანეს.


ბრენდონ სმიალოვსკი|Getty Inages - ქარიშხალი დორიანის მიერ განადგურებული პორტი მარშ ჰარბორში, ჩრდილოეთ ბაჰამის კუნძულებზე.

9) გაი ბელი|shutterstock - მდინარე ტემზაზე მოძრავი „ტოლერანტობის გემი“. ინსტალაცია ილია და ემილია კაბაკოვებს ეკუთვნით. გემი ხელოვნების ენის დახმარებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობას ეხმიანება.

განყოფილება: კულტურა / სხვადასხვა
გადასვლები: 63
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა