"შვიდში შვიდზე ქეთოსთან" - ასეთი იყო მოწვევის ანონსი პოეზიის საღამოზე, რომელიც არტ-კაფეში ღია ცის ქვეშ, ძველი ოდის ფონზე, თანამედროვე მუსიკის თანხლებით, გაიმართა. მწვანეში ჩაფლული, უჩვეულო კაფე, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სკამებითა და მაგიდებით, სადაც იგრძნობა ფერთა და მასალათა მრავალფეროვნება, კარგად დავიწყებული ძველი გემოვნების, ახალთან შერწყმა და აზრთა სიჭრელე და ძარღვი,რაც მთავარია სიტყვასთან ჭიდილილი, ახალგაზრდა პოეტების მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები და ცოცხალი მუსიკა ამ უჩვეულო გარემოში დადებითი განწყობის შესაქმნელად საკმარისი გახდა, კაფე-საღამოს მთავარი გმირები იყვნენ:ერეკლე დეისაძე, პაატა შამუგია, შალვა ბაკურაძე, თემურ ელიავა, ჯანო შენგელია, პაპუნა ფირცხალაიშვილი, ჯერი ძუარი, თორნიკე დუმბაძე (თორა), ნიკოლოზ ფუტკარაძე, გიორგი ფუტკარაძე,გიორგი ხარაიშვილისაღამო მიჰყავდა დავით გვარამიას-ჯერი ძუარი...
როგორც აქ ითქვა ღონისძიება,იყო ყველასგან დამოუკიდებლად ორგანიზებული, რომელსაც არ ჰყოლია დონორი და მისი შემოქმედი გახლდათ ახალგაზრდობა, რომელიც დღეს თავისუფალ სიტყვას ამბობს. სისადავე თანამედროვეობა და თავისუფლება სიძველის შეგრძნების ფონზე, არის სიახლის დასაწყისი, რომელიც ათვლის წერტილს სწორედ აქედან იღებს,რადგან ლანჩხუთის სინამდვილეში ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახალია, ის რომ დიდი ძალა აქვს, აზრის, იდეის თავისუფლებას, ამ ერთი მარტივი მაგალითიდან გამომდინარედაც ცხადია,უფრო კონკრეტულად კი იმ განწყოფის შექმნაში, რაც ამ საღამოს ბოლომდე გასდევდა, მთავარი იყვნენ ამ კაფე-საღამოს მონაწილეები და მათი მსმენელები.
პ.ს. არა, დაშტამპულ სიტყვებს და სლოგანებს! ძველ თაობას ბევრი გვაქვს სასწავლი ამ ახალგაზრდობისაგან, იმ გამოცდილების გათვალისწინებით რაც გაგვაჩნია.
მაია კუკულაძე
არა, დაშტამპულ სიტყვებს და სლოგანებს!
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 1 239