ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კიდევ ერთის ძალა

5-01-2024, 15:50

შენი იდენტობის თერმოსტატის რეგულირება

 

   მოკლედ უკვე შევეხე შენი იდენტობის თერმოსატატს, ახლა კი მინდა უფრო დაწვრილებით გითხრა, როგორ შეიძლება იმუშაოს ამ კონცეფციამ შენთვის.

   იდენტობა ძალაა, რომელიც მართავს შენს ცხოვრებას და არეგულირებს შენს შედეგებს. იფიქრე ამაზე, როგორც თერმოსტატზე. შენი შინაგანი თერმოსტატი შენი ცხოვრების პირობებს აყალიბებს.

   თუ ოთახში ძალიან ცხელა ან ცივა, თერმოსტატით ცდილობ ტემპერატურის დარეგულირებას.  მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ამინდია გარეთ. შესაძლოა ამ დროს ქუჩაში ტემპერატურა 40 გრადუსი იყოს, მაგრამ თუ თერმოსტატი 25 გრადუსზეა დაყენებული, ის ჩაირთვება, კონდიციონერი ჰაერს გააგრილებს და შიგა გარემოს ტემპერატურას დაარეგულირებს. იგივე მოხდება, თუ ქუჩაში 10 გრადუსი იქნება   - თერმოსტატი ამუშავდება და ოთახში ჰაერს 25 გრადუსამდე გაათბობს.

   ზუსტად ასე ხდება შენს ცხოვრებაშიც. თუ 25-გრადუსიანი პიროვნება ხარ, ჩართავ შენი ცხოვრების კონდიციონერს და ისე გააგრილებ მას, როგორც, შენი აზრით, იმსახურებ. სწორედ ასე ხდება ყოველთვის, როდესაც შენი შედეგები შენს იდენტობას გადააჭარბებს. შენ გაუაზრებლად ჩართავ შენი ცხოვრების კონდიციონერს და იმ დონემდე გააგრილებ, რომელსაც, შენი აზრით, იმსახურებ.

   თერმოსტატის მსგავსად, შენი იდენტობა შენს შინაგან თვითშეფასებას არეგულირებს. ის არეგულირებს შენს ქმედებებსა და შედეგებს. ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ ჩვენს თერმოსტატს გარე ფაქტორები არეგულირებს. ფიქრობენ, რომ მათ იდენტობას განსაზღვრავს დაწინაურება სამსახურში., დაქორწინება საყვარელ ადამიანზე ან უმაღლესი განათლების მიღება.

   თუ თვით შეფასებას არ აიმაღლებ, ანუ თერმოსტატს სწორად არ დააყენებ, ადრე თუ გვიან, როცა შენი ცხოვრების კონდიციონერს ჩართავ ტემპერატურა 25 გრადუსამდე ან სხვა არასასურველ რიცხვამდე დაეცემა და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ არ აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არ გადაწყვიტე, როგორი გინდა იყო. 

   მაგრამ თუ შენი თერმოსტატი სწორადაა დაყენებული, ის ნებისმიერ პირობებს გაუმკლავდება და წარმატებას მიაღწევ, განურჩევლად იმისა, როგორი გარემოა შენს გარშემო.

   სიმართლე ის არის, რომ შეგიძლია გამოიმუშაო ნებისმიერი უნარ-ჩვევა, მაგრამ სანამ ისინი შენს იდენტობას არ დაემთხვევა, დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევ. ეს შეეხება საქმიანობის ყველა სფეროს. მაგალითად, დაფიქრდი შენს ფიტნესიდენტობაზე. დაუშვათ, 20 კილოგრამი დაიკელი. მიუხედავად იმისა, რომ გახდომის საუკეთესო რეცეპტებსა თუ ვარჯიშის რეჟიმებს იყენებდი, ერთი წლის შემდეგ კვლავ მოიმატე წონაში  და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდი. ეს იმიტომ, რომ, თუ შენი ფიტნესიდენტობის თერმოსტატი 25 გრადუსზეა დაყენებული, მაშასადამე, შენთვის კომფორტულია ზედმეტი 20 კილოგრამი და, როგორც არ უნდა მოინდომო, ყოველთვის დაუბრუნდები ამ 25-გრადუსიან ნიშნულს. 

   შეგიძლია შეასრულო ყველა სწორი ქმედება, რომლებიც დიეტის დაცვასა და ფიზიკური ვარჯიშის შესრულებას გულისხმობს, მაგრამ თუ შენი შინაგანი თერმოსტატი წარმატებაზე არ არის დაყენებული და 25-გრადუსიან ნიშნულზე რჩება, ერთხელაც იქნება, განსხვავებულ საჭმელს შეჭამ ან ვარჯიშის მკაცრ რეჟიმს გადაუხვევ და თერმოსტატის ძველ, უწინდელ ჩვენებას დაუბრუნდები.
   აი, კიდევ ერთი მაგალითი. ვთქვათ, ყველაფერი კარგადაა ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ვერაფრით ადიხარ სიმდიდრის ახალ დონეზე, რომელსაც, შენი აზრით, იმსახურებ. დავუშვათ გინდა ბანკში 10 მილიონი დოლარი გქონდეს, მაგრამ სანამ შენს თერმოსტატს არ ჩართავ იმაში დასარწმუნებლად, რომ შენი იდენტობა 10 მილიონი დოლარი ღირს, ეს თანხა კიდეც რომ  გამოიმუშაო,  შენი თერმოსტატი ბოლოს მაინც იმ დონემდე „გაგაგრილებს“ რომელსაც, შენი იდენტობის აზრით, იმსახურებ. შესაძლებელია, ეს რამდენიმე წლით გაჭინაურდეს, მაგრამ საბოლოოდ, თუ შენს შინაგან თერმოსტატს არ შეცვლი, ფინანსური პრობლემები მოგეძალება.
    სავარაუდოდ, მსგავსი გამოცდილება უკვე გქონდა.

   როცა ხელი მიგიწვდება ინფორმაციაზე, ინსტრუქტაჟსა თუ წარმატების მიღწევის გზებზე და მაინც ვერ იღებ სასურველ შედეგს, მაშასადამე, შინაგანი ბარიერები გაბრკოლებს წარმატების მიღწევაში. ამიტომ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდე, მაგრამ სასურველ შედეგებს ვერ აღწევდე.

   დაიმახსოვრე ეს საკვანძო მომენტი! გაუაზრებლად ყოველთვის ვპოულობთ გზებს იმ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, სადაც ჩვენი თერმოსტატი იმის ნიშნულზეა დაყენებული, რამდენიც, ჩვენი აზრით, ვღირვართ.

   მარტივად რომ ვთქვათ, ვერ მიაღწევფიზიკური ფორმის ან სიმდიდრის 40 გრადუსს, თუ შენი თერმოსტატი ფიზიკური ფორმის ან სიმდიდრის 25 გრადუსზეა დაყენებული. შენი თერმოსტატი ამ  ნიშნულისკენ გიბიძგებს მანამ, სანამ არ შექმნი ახალ იდენტობას, რომელიც ზრდა-განვითარებასა და ცვლილებებს გამოიწვევს.
    ეს არ ნიშნავს, რომ ვერ მიაღწევ წარმატებას. პირიქით, ხშირად ასეც იქნება, მაგრამ თუ საკუთარ იდენტობას არ დააკორექტირებ, მომავალში შენი ტერმოსტატი იმ მდგომარეობაში დაგაბრუნებს, რომელშიც იმში დაგაბრუნებს, რომელშიც იმყოფები.

   როგორც წესი ადამიანთა უმრავლესობა ამას გარე ძალებს აბრალებს. გეცნობა ეს მაგალითები?


    ზურგი დავიზიანე და რვა თვე ვერ ვვარჯიშობდი, შემდეგ კი ინტერესი გამიქრა სპორტული აქტივობისადმი.

 

   ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ბევრი ფული დავკარგე საფონდო ბირჟაზე, ამიტომ უარი ვთქვი ჩემს ოცნებაზე -  გავმხდარიყავი 10 მილიონი დოლარის მფლობელი. 

 

   თუ შენი თერმოსტატი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა არ არის დაყენებული, ჩათვლი, რომ მიღებული შედეგი კარმა ან უიღბლობაა, რომლებმაც თითქოს შეთქმულება მოგიწყვეს.

   ოღონდ ეს ასე არ არის. თუ შენი თერმოსტატი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა დაყენებული, წარუმატებლობები მხოლოდ დროებითი იქნება.
   მაგრამ განსხვავება შენს, როგორც კიდევ ერთსა და დანარჩენებს შორის ის არის, რომ დროებით წარუმატებლობებს დაბრკოლებებად არ აღიქვამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და არ გამოიყენებ მათ მუდმივი მარცხის საბაბად; საკმაოდ გამბედავი იქნები იმ ადგილისკენ სწრაფვისას, სადაც შენი თერმოსტატია დაყენებული, და საბოლოოდ, საჭირო ტემპერატურამდე ახვალ.

   გახსოვდეს, რომ შენს შემთხვევაში, ცვლილებები მხოლოდ ფიქრისა და მოქმედების შედეგად ხდება. ეს წიგნი არ არის იმაზე, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ამ ორიდან ერთ-ერთი.  შენთვის ისინი უნისოში უნდა იყვნენ - როდესაც ფიქრი და ქმედება შეთანხმებული გაქვს, ჩათვალე, რომ ყველა შესაძლებლობას ფლობ თერმოსტატის ჩასართველად და იმ შედეგების მისაღწევად, რომლებსაც იმსახურებ.


გაგრძელება

განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 259
FACEBOOK კომენტარები