ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კულინარიული რუბრიკა -„სოსისი ნაღებში“ ასეთი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ

24-11-2022, 20:37

არსადროს თქვა - "მე მზარეულობა არ მეხერხება". განსაკუთრებით მამაკაცებს ეხება. თუ შენ შეგიძლია დააგემოვნო სხვისი ნახელავი, შეაფასო კარგია თუ ცუდი - შენში მზარეული ცხოვრობს. საჭიროა ერთხელ მონდომება, საჭირო ინგრედიენტების თავადვე შერჩევა და ... 

დღეს ძალიან მარტივი კერძს შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია და ამასთანავე ძალიან მსუყეა.

  • ინგრედიენტები
  • სოსისი (ღორის/საქონლის) ხორცით - 400 გ
  • ნაღები - 100 მლ
  • ნიგოზი - 100 გ
  • როზმარინი - 20 გ
  • ქინძი
  • სალათის ფოთოლი ან ჩინური კომბოსტო - 300
  • წითელი ხახვი - 200
  • ნიორი - 20 გ
  • მდოგვი - 30 გ
  • შავი პილპილი
  • მარილი

მომზადების წესი

მომზადებას ვიწყებთ სოსისის დაჭრით. დაჭრილ სოსისს ხახვთან ერთად ვათავსებთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე და ვწვავთ. რამდენიმე წუთში ვამატებთ ნიგოზს და ვაგრძელებთ შუშვას. შემდეგ ვუმატებთ ნაღებს. უწყვეტი შუშვის პროცესშივე დავამატოთ: ნიორი, როზმარინი, მდოგვი, პილპილი და მარილი. მომზადებული მასა გადავიტანოთ აისბერგის ფოთლებში, გავაფორმოთ ბროწეულით და ქინძით.
გემრიელად მიირთვით!

განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 422
FACEBOOK კომენტარები